აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

რა უნდა ვიცოდეთ რემონტატული ჯიშის მარწყვზე?

მარწყვის რემონტატულ უხვმოსავლიან ჯიშებს მთელი წლის განმავლობაში გულდასმით მოვლა, საკვებით უწყვეტი უზრუნველყოფა, მავნებლების და დაავადებისგან განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

 მარწყვის ახალ მოსავლის მისაღებად ფერმერმა სამზადისი  გასულ სეზონზე დაშვებული შეცდომების გაანალიზებით  უნდა დაიწყოს. მოსავლის მოყვნაის ყოველი ახალი სეზონი ამის საშუალებას იძლევა, რათა შედარდეს რომელმა ჯიშებმა მოგვცა მეტი მოსავალი, რომელი ჯიშებია ჩვენი კლიმატური პირობებისთვის უფრო შედეგიანი, რათა მომდევნო სეზონისთვის დრო და შრომა უქმად არ დაიკარგოს; გააანალიზოს რა უნდა შეცვალოს მომდევნო სეზონისათვის; ისე შეარჩიოს მარწყვის ჯიშები და დარგოს ნერგები, რომ მოსავლის რაოდენობას და ხარისხის ოპტიმალური შეჯერება შეიძლებოდეს?

 როგორ გაზარდონ ფერმერებმა თავიანთი მარწყვის პლანტაციის რენტაბელობა, რომელი ჯიშები შეარჩიონ, რომ მეტი ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, რა თავისებურებებით ხასიათდება მარწყვის რემონტატული ჯიშები, როგორ უნდა მოვუაროთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, მოგვითხრობს პროფესიონალი მებაღე, კომპანია „ფრუკეტის“ დირექტორი ოლეგ ბოსი.

რემონტატული ჯიშის მარწყვის კვირტების გამოტანის სიხშირე დამოკიდებული არ არის დღის სინათლის ხანგრძლივობაზე, ამიტომ მათი ყვავილობა და მსხმოიარობა გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე გრძელდება. თუ რემონტატულ ჯიშებს ადრე გაზაფხულზე გავაშენებთ, სრულიად რეალურია, რომ იმავე წელს სრულყოფილი, ე.წ. კომერციულ მოსავალი მიიღოთ. ჯიშების მიხედვით და მოვლის ინტენსივობის შესაბამისად ერთი ძირიდან 0,8-1,2 კგ. მოსავლის მიღება სრულიად რეალურია .

ევროპაში და ამერიკაში რემონტატულ ჯიშებს ძირითად მოსავლის ერთ სეზონზე მისაღებად იყენებენ და ყოველწლიურად ახალ პლანტაციას აშენებენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ მუდმივი მსხმოიარობის პირობებში მცენარე იფიტება, გამოსაზამთრებლად საჭირო რაოდენობის ნახშირორჟანგის დაგროვება უჭირს, კნინდება და ზამთარში ხშირად იღუპება. ამასთან რემონტატულ ჯიშებს ნაკლები კალმები გამოაქვთ და მცენარე დამტებით მრავლობით რქების ხარჯზე იზრდება, რის შედეგადაც მომდევნო წელიწადს მცენარეს ძალზე ბევრი ყვავილი გამოაქვს, რაც უარყოფითად აისახება ნაყოფის მოცულობაზე, ხარისხზე, პროდუქციის სასაქონლო სახეზე და მოსვლის აღების პროდუქტიულობაზე.

სპეციალისტების განმარტებით, რემონტატული ჯიშის მარწყვის პლანტაციის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად მეორე სეზონისთვის მზადების და პლანტაციის მოვლის დროს აუცილებელია რამდენიმე ტექნოლოგიური მეთოდის გამოყენება .

რემონტატული მარწყვის პლანტაციაში მოსავლის აღების სეზონის დასრულებისა და აცივების შემდეგ მარწყვის ბუჩქებს უნდა მოვაცილოთ მოყვავილე, ახალგამონასკული და დაუმწიფებელი ნაყოფი. მათ თუ დავტოვებთ ზამთარში, გაზაფხულზე გაფუჭებული, დამპალი ნარჩენი ნაყოფიდან ინფექცია შეიძლება ძირითად მცენარეზე გადავიდეს. ნარჩენი მოუმწიფებელი ნაყოფის მოცილების შემდეგ, სასურველია დამუშავდეს სპილენძსშემცველი ფუნგიციდით.

ძველი ფოთლებისგან გაწმენდის და მარწყვის ბუჩქების ფორმირების დროს ადრე გაზაფხულზე სასურველია ყოველ ბუჩქს საშუალოდ სამი რქა, კალამი დავუტოვოთ, დანარჩენი შევაცალოთ. ასეთი ოპერაციის შესრულების შემდეგ, სასურველია მცენარე ასევე შეიწამლოს სპილენძშემცველი პრეპარატით, დაზიანებული ადგილების სწრაფად შესახორცებლად და დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისთვის.

თუ ვიყენებთ გაზაფხულზე წვეთოვანი სარწყავი სისტემით,თუ არა და სხვა მეთოდით მცენარეს უნდა მივაწოდოთ ფოსფორის შემცველი სასუქი, რათა ხელი შეეწყოს ფესვთა სისტემის სწრაფ რეგენერაციას.

რემონტატული მარწყვის პლანტაციის გასული სეზონის მსხმოიარობა მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი სეზონის მსხმოიარობისგან. ​

მსხმოიარობის პირველ ტალღა, რომელიც ჯერ კიდევ გასულ სეზონზე გამოსახული კვირტებიდან მიიღება, საადრეო ჯიშების მსხმოიარობის მსგავსია, ამიტომ მეორე, უფრო ხანგრძლივი ტალღა 4-6 კვირაზე ადრე არ იწყება.

მნიშვნელოვანია, მარწყვის მწარმოებლებმა გაითვალისწინონ, რომ რემონტატული მარწყვის ჯიშების უხვმოსავლიანობა დამოკიდებულია მცენარეთა მოვლის ხარისხზე, უწყვეტ კვებაზე და მთელი სეზონის განმავლობაში მავნებლების და დაავადების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაზე. ამიტომაც მარწყვის რემონტატული ჯიშები განკუთვნილი არ არის ორგანული და ექსტენციური ტექნოლოგიით მოსაყვანად.

ოლეგ ბოსი განმარტებით კომპანია „ფრუკეტმა“ უკრაინაში, იტალიური სანერგეების კონსორციუმის CIV მიერ გამოყვანილ რამდენიმე რემონტატული მარწყვის ჯიში დაარეგისტრირა, რომელებიც ძალზე პოპულარულია ნიდერლანდებში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში.

მარწყვი ახალი ჯიშები „მურანო“ და „ვივარა“ უხვმსხმოიარობით და გემური თვისებებით გამორჩეულია, მათ უკრაინაში წარმატებით გაიარეს ჯიშთა გამოცდა ღია გრუნტის პირობებში. ეს ჯიშები აქტიურად დახურულ გრუნტში, ორგანულ სუბსტრატზე მოსაყვანად ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.

სპეციალისტის განმარტებით, უკრაინელი მწარმოებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ისეთი ტექნოლოგიებით, რომელიც წარმოების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შედარებით მეტ ინვესტიციებს ითხოვს, რათა მიიღონ სტაბილური, მაღალხარისხიანი მოსავალი, რომლის ცოცხლად ექსპორტირება იქნება შესაძლებელი.