აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

საფუტკრეში კვერცხდების სტიმულირება

ფუტკრის ოჯახში თუ შეიმჩნევა კვერცხდების შემცირება ან სრულად შეწყვეტა, სასურველია ჩაატაროთ მასტიმულირებელი საკვების მიცემა რამდენიმეჯერ (სიროფი 1:1-ზე).

შეგიძლიათ სიროფში დედის კვერცხდების მასტიმულირებელი საშუალება: „ტარტოვიტი“, „სტიმოვიტი“, „აკვაკორმი“, „კოვიტსანი“, „პჩელოდარი“, „აპივიტამინ k“ დაამატოთ.

სიროფი მიეცით 2- 3-ჯერ 3-4 დღის ინტერვალით.

მაღალმთიან რეგიონებში შეამოწმეთ ფუტკრის ოჯახები ზამთრისათვის სამარაგო თაფლის რაოდენობაზე, კერძოდ 1 ჩარჩო ფუტკარზე საჭიროა მინიმუმ 2 კილოგრამი საკვები. იმ შემთხვევაში თუ საკმარისი სამარაგო თაფლი არ არის, საჭიროა თანდათან საკვები მარაგის შესავსები დამატებითი კვება, ინვერსირებული სიროფი ან შაქრის სიროფი მისცეთ.

მაღალმთიან რეგიონებში ამ პერიოდში აუცილებელია ბუდის შევიწროვება, ამოიღეთ სკიდან ზედმეტი ცარიელი ჩარჩოები, ის ჩარჩოები რომელზეც მცირე რაოდენობით თაფლია და ფიჭები შავი ფერისაა ჩადეთ ბუდის განაპირას, შემდგომი ფიჭების გამოწუნების მიზნით. ფუტკარი თავად გაანაწილებს თაფლს კომპაქტურად ბუდეში.

პერიოდულად დაცარიელებული ჩარჩოები ამოიღეთ და შეკარით ბუდე ტიხრით.

ამ პერიოდში, აუცილებელია ფუტკრის ოჯახები დამუშავდეს ვაროას საწინააღმდეგო პრეპარატებით, სასურველია გამოიყენოთ ბიოპრეპარატების, ბიოსაშუალებები.