აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ლიფსიტების გამოზრდა

დღეს მოგითხრობთ ლარვიდან ლიფსიტის მიღების ეტაპებზე. მათ განვითარების ფაზებზე. სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებზე. სადეზინფექციო საშუალებების სახეებზე, მათი მეშვეობით პოროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაზე.

სტატიაში ცხრილების სახით, მოცემულია სხვადასხვა სახეობის თევზების ლიფსიტების გამოზრდის ნორმატივები. რომლებშიც ასახულია ამა თუ იმ ეტაპის გამოზრდის ოპტიმალური პირობები; საკვების სახეები და ნორმები, მათი მიწოდების წესები, რაოდენობები და ჯერადობა. ლიფსიტების დახარისხება. აუზებში (ტრბორებში) გადასმის წესები და ნორმატივები.

ყვითრიანი ლარვები

ყვითრიანი ლარვები თავიანთი განვითარების პერიოდში თანდათანობით გაიწოვენ ყვითრს და გადადიან გარეგან კვებაზე. ამავე პერიოდში მათი მოძრაობა სულ უფრო აქტიური ხდება, თანდათანობით ისინი ადიან წყლის ზედაპირზე, სადაც ყლაპავენ მცირეოდენობის ჰაერს და ივსებენ საცურაო ბუშტს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლარვები გარეგან კვებაზე ნაწილობრივ გადასვლას იწყებენ ყვითრის სრულ გაწოვამდე, რამოდენიმე დღის განმავლობაში ისინი იკვებებიან, როგორც ყვითრით, ასევე ზოოპლანქტონური ორგანიზმებით. მას შემდეგ რაც სრულებით გაიწოვება ყვითრი, ისინი იკვებებიან მხოლოდ პლანქტონით.

ცისარტყელა კალმახის ლარვების გარდაქმნა ლიფსიტებად,( წყლის ტემპერატურა 100C) .1. 18მმ. ლარვი (42 დღე/ღამე); 2. გაწოვილია ყვითრის 2/3;(52 დღე/ღამე); 3.ლიფსიტის ზომა 21მმ-ია. ფარფლის წიბოები უსწორმასწორო ხდებიან. (59 დღე/ღამე); 4. ყვითრი თითქმის მთლიანად გაწოვილია, ლარვი ორმაგ კვებაზე. (70დღე/ღამე); 5. ყვითრი მთლიანად გაწოვილია, ლიფსიტა გადასულია გარეგან კვებაზე (85დღე/ღამე).

 ლიფსიტები და მათი კვება

აქტიურ ცურვაზე და სრულიად გარეგან კვებაზე გადასული ლიფსიტები, თავიანთი განვითარებისათვის, საჭიროებენ დიდი რაოდენობით (დღე/ღამეში, ლიფსიტების მასის ტოლი) ყუათიან საკვებს. ამიტომ აუცილებელია, მაშინვე დავიწყოთ აცურებული ლიფსიტების გამოკვება სახეობისთვის შესაბამისი, შედგენილობისა და ზომის საკვებით.ასე მაგალითად ცისარტყელა კალმახისა და გველთევზისათვის საკმარისია საკვებში 0,5 % უმაღლესი ცხიმების არსებობა, მაშინ როცა კობრისათვის სასურველია, ისინი იყვნენ 1%-ზე მეტი.როგორც შედგენილობას, ასევე საკვების ზომას უდიდესი როლი ენიჭება ლიფსიტების ზრდაში. საკვების ზომა უნდა იყვეს ისეთი, რომ ლიფსიტებს თავისუფლად შესწევდეთ უნარი, საკვების გადაყლაპვისა. საკვების მიცემის ინტერვალი,პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 30 წუთს, ხოლო შემდეგ ინტერვალს თანდათანობით ზრდიან, ამ პერიოდისათვის საუკეთესო საკვებს ცოცხალი საკვებები (არტემია,ციბრუტელები, დაფნია, ოლიგოხეტები და ა.შ.) წარმოადგენენ, ამიტომ ლიფსიტებს გამოკვებისათვის პირველი 3 დღის განმავლობაში აძლევენ კომბინირებული საკვებისა და ცოცხალი (ბუნებრივი) საკვებს თანაფარდობით, 1/1-თან. 7-10 მგ-ის ლიფსიტები, უკვე თავისით კარგად პოულობენ საკვებს და თავს იყრიან საკვებურებთან, ამ პერიოდისათვის ლიფსიტა სრულიად გადადის ხელოვნურ საკვებზე. არასრულფასოვანი კვებისას, შეიმჩნევა ლიფსიტების არათანაბარი ზრდა, რაც განაპირობებს ძლიერ კანიბალიზმს.

მოწინავე საკვებ დამამზადებელი „ფირმების“, სასტარტო კომბინირებული – ექსტრუდირებული საკვების საკვები კოეფიციენტი 0,8-1. ტოლია და საუკეთესო შემთხვევაში 0,6-საც კი უდრის. საკვები კოეფიციენტი არის ის სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი კილოგრამი საკვებია საჭირო ერთი კილოგრამ პროდუციის (ჩვენს შემთხვევაში, თევზის) მისაღებად.შესაბამისად,რაც მეტი საკვები დაიხრჯება დანიშნულებით, მით ნაკლები იქნება მის შეძენაზე გაწეული ხარჯი და ამავე დროს შენარჩუნებული იქნება წყლის კარგი ხარისხი, (განსაკუთრებით ჩაკეტილ სისტემებში). ნაკლებად მოხდება გამოუყენებელი საკვების დაგროვება და სისტემის დანაგვიანება. ამიტომ საკვების მიცემისას უნდა ვისარგებლოდ ცხრილებით, რომლებიც მიუთითებენ გარკვეულ ტემპერატურაზე (რა თქმა უნდა, იგულისხმება სახეობისთვის ოპტიმალური ტემპერატურული შუალედი), ამა თუ იმ სახეობის ზომისა და წონის თევზს, რა რაოდენობის საკვები უნდა მიეცეს.

 ცისარტყელა კალმახის გრანულირებული საკვების შედგენილობა, გრანულის ზომა და საკვების რაოდენობა (კგ) 100 კგ თევზზე დღე-ღამეში%-ში.

საკვები გამოსდეგია, ასევე კობრისა და ლოქოს ლიფსიტების გამოსაზრდელად. ლიფსიტების მოზარდამდე გამოსაზდელად, გამოიყენებენ, როგორც ოჩხებს, ტბორებს და სხვადასხვა კონსტრუქციის აუზებს. ახლად აცურებული ლიფსიტები, ძალზედ მგრძნობიარეები არიან, გარემო პირობების (ტემპერატურა, ჟანგბადის და ამიაკის შედგენილობა, საკვები, განათება და ა.შ) მიმართ, ამიტომ უკეთესია თუ ლიფსიტებს მოძლიერებამდე 1-5 გრ-ის მიღწევამდე, საინკუბაციო საამქროში არსებულ აუზებში დავაყოვნებთ.

რეზერვუარების დეზინფექცია

მიუხერხედავად იმისა, როგორი სახის რეზერვუარებში ვაპირეთ, მათგან ჩასასმელი მასალის – ამწლიანების გამოზრდას, უნდა მოვახდინოთ რეზერვუარების დეზინფექცია. ტბორების შემთხვევაში იყენებენ, წინა წლის ექსპლუატაციის შემდგომ დამშრალ ლიფსიტების გამოსაზრდელ ტბორებს. ტბორების ფსკერს აფხვიერებენ და დეზინფექციის მიზნით დანამულ ტბორის ფართზე შეაქვთ, გაფხვიურებული ჩაუმქრალი კირი – CaO, 25-30 ც/ჰ-ზე. ტუტე ნიადაგის შემთხვევაში გამოიყენებენ კალციუმის ქლორიდს – CaCl 3-5 ც/ჰ-ზე. შემდგომ ხდება ტბორების შევსება, ამავე პერიოდში შეაქვთ ორგანული სასუქები ერთჯერადად: საქონლის გამომშრალი ნაკელი 1,52,5 ტ/ჰ-ზე; 0,1-0,2ტ/ჰ-ზე; სუპერფოსფატი 0,1 ტ/ჰ-ზე. რაც ხელს უწყობს საკვები ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნას. 10°C-ის წყლის ტემპერატურისას 10 დღე/ ღამის შემდეგ ტბორები მზად არიან ლიფსიტების მისაღებად. აუზების დეზინექციისათვისაც შეიძლება გამოვიყენოთ, იგივე კონცენტაციების კალციუმის ნაერთები. ამავე დროს რეზერვუარებისა და ინვენტარის დეზინფექცირებისათვის იყენებენ თანამედროვე პრეპარატებს.

ზუთხისებრთათვის წარმოებული გრანულირებული საკვების შედგენილობა , გრანულის ზომა და საკვების რაოდენობა (კგ) 100 კგ თევზზე დღე-ღამეში%-ში.

 

 

ლიფსიტების აღრიცხვიანობა, დახარისხება, გადაყვანა

გამოსაზრდელ რეზერვუარებში ლიფსიტების გადასაყვანად გამოიყენებენ 1-2 მმ-ან ცხაურიან ჩოგან ბადეს ან სიფონურ დამჭერს, რომელიც წარმოადგენს რეზინის ან სილიკონის 45-50 მმ დრეკად მილს, წყლის დონეებს შორის სხვაობა, ლიფსიტების აუზსა და მიმღებ რეზერვუარს შორის არ უნდა იყვეს 0,5 მ-ზე მეტი. შემდგომში ტაშტში შეგროვებულ ლიფსიტებს ითვლიან, მაგალითად მოცულობითი მეთოდით. რაც შემდგომში მდგომარეობს: 10 ლიტრიან სათლში, რომელშიც წყალთან ერთად იმყოფებიან ლიფსიტები, ყოფენ მინის ქილას, ქილაში მოხვედრილ ლიფსიტებს ითვლიან. მაგალითად თუ ქილის მოცულობაა 0,2 ლიტრი და მასში აღმოჩნდა 50 ლიფსიტა, მაშინ სათლში იქნება (10:0,2) x 50 ცალი=2500 ცალი. ამას გარდა არსებობს თანამედროვე ელექტრონული ლიფსიტების დათვლის მეთოდები, ფოტოელემენტების გამოყენებით. ლიფსიტებს გულდასხმით შეისწავლიან, რომ არ მოხდეს რაიმე დაავადების გადატანა გამოსაზრდელ რეზერვუარში. ამავე პერიოდში უკეთებენ პროფილაქტიკურ აბაზანებს, მარილის 20 გრ/ლ-ზე; მეთილენის ლურჯის 200 მლ/ლ-ზე 2-4 სთ-ის განმავლობაში; თანამედროვე საშუალებებიდან – „Cloram t“-ს და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდისათვის ლიფსიტების ზომებს შორის ზომაში განსხვავება უკვე შესამჩნევია, საჭიროა მათი ზომების მიხედვით დახარისხება, ორ ან მეტ რეზერვუარებში განთავსება. 0,6-0,8 გრამიდან ლიფსიტებს ამწლინებამდე გამოზრდის პერიოდამდე, სულ მცირე 3-4 ჯერ, ზომის მიხედვით ახარისხებენ. რისთვისაც იყენებენ დასახარისხებელ ყუთს.

გამოსაზრდელ რეზერვუარებში და ლიფსიტების გადასაყვან ჭურჭელში არსებული წყლების ტემპერატურების სხვაობა არ შეიძლება იყვეს 1-2°C-ზე მეტი, ამიტომ ლიფსიტის გაშვებამდე საჭიროა მოვახდინოთ წყლის ტემპერატურების გათანაბრება, რისთვისაც ლიფსიტებიან ტაშტში გამოსაზდელი რეზერვუარიდან თანდათან ასხავენ წყალს და ასე ათანაბრებენ მათ ტემპერატურებს.

აქვაკულტურის ბიონტების სამკურნალო-სადეზინფექციო თანამედროვე ზოგიერთი პრეპარატები


ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა,ტბორებში ორწლიანი უწყვეტი ციკლით სასაქონლო კობრისა და ბალახის მჭამელი თევზების გამოზრდის. ცხრილი

ა) კობრისა და ბალახისმჭამელი თევზების ლიფსიტების ტბორებში ჩასმის ნორმატივები.

ბ)ამწლიანების კობრისა და ბალახისმჭამლთა ტბორებში გამოზამთრება.

ამწლიანებს გამოზამთრებისას, იგივე ტბორში ტოვებენ. ტბორს გამოზამთრებისათვის ანთავისუფლებენ ზედმეტი უხეში მცენარეული საფარისგან და წყლის ზედაპირზე 2-3-ჯერ ახდენენ კირქვის შეტანას 100-200 კგ/ჰ-ზე რაოდენობით, წესრიგში მოჰყავთ ჰიდროტექნიკური ნაგებობები და აერირების საშუალებები. გამოზამთრების დაწყებისა და დასასრულისას ახდენენ საკონტროლო დაჭერებს, თევზის ჯამრთელობისა და ზოგადად მისი საერთო მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მთელი ზამთრის პერიოდში ახდენენ წყლის ტემპერატურისა და ქიმიური შედგენილობის კონტროლს. საჭიროების შემთხვევაში ხდება დარღვეული სიდიდეების კორექტირება. 8-10°C-ს ქვევით წყვეტენ თევზის ხელოვნურად გამოკვებას. ამწლიანებიდან ერთწლიანების გამოსავლიანობა ოთხივე სახეობის თევზებისათვის 90%-ია. ტბორებში კობრის შემთხვევაში შესაძლებელია ნაკლებ ყუათიანი საკვების გამოყენება.

საკვების მისაცემად იყენებენ ტბორში განთავსებულ მაგიდებს.

 

საკვები მაგიდ

„თევზის მომშენებელ-ოპერატორი“

ოთარ ობოლაძე,

რევაზ ხითარიშვილი