აგროსიახლეები

25 მაისი _ ფუტკრის მსოფლიო დღეა

ფუტკრის მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელხორთუმიანი რუხი ფუტკარი საქართველოში ბინადრობს და უნიკალური თვისებებით გამოიყენება.

ქართული ფუტკარი დიდი შრომისმოყვარეობით, ნექტრის ძიებისა და ღალიანობის ეფექტიანად გამოყენებით, ცვილის მაღალი მწარმოებლობით, ზამთრის საკვების ეკონომიურად ხარჯვით, ბუდის აქტიურად დაცვით მსოფლიოში ფუტკრის უნიკალურ ჯიშად ითვლება.