ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
ახალი:
აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობამემცენარეობა

საქართველოში გავრცელებული ლობიოს ჯიშები

ლობიო ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარის პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. აერთიანებს 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ამერიკის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე იზრდება.
კულტურაში დაახლოებით 20 სახეობაა, რომელთაგანაც სასურსათო მნიშვნელობა 7 სახეობას აქვს. 

უფრო გავრცელებული სახეობაა ჩვეულებრივი ლობიო, რომელიც ყველა კონტინენტზე მოჰყავთ. ეს არის საგაზაფხულო ერთწლოვანი ბუჩქოვანი და  ხვიარა ღეროს მქონე  მცენარე, რომელიც სიმაღლეში 20-სმ-დან 2-5 მეტრამდე აღწევს.

ლობიოს პარკოსანი მცენარეა, რომლის პარკის სიგრძე 7-იდან 28 სმ-მდე იზრდება, აქვს 3-7 თესლი.

ლობიოს თესლი წაგრძელებული და თირკმლისებრია, ფერად თეთრი მოწითალო, ყავისფერი ან ჭრელი.

1000 თესლის მასა 250-იდან 400 გრამამდე აღწევს.

ლობიო სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა, სხვა პარკოსნებთან შედარებით გვალვაგამძლეა და თითქმის ყველანაირ ნიადაგზე ხარობს.

როგორც ჩვეულებრივი ლობიო, ისე მისი ყველა სხვა კულტურული სახეობა სასურსათო ცხოველთა საკვები, სასიდერაციო და დეკორატიული მცენარეა. ლობიოს მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილას, 50-60% ნახშირწყლებს, 3,6%-მდე ცხიმს.

საქართველოში ლობი ძალზე პოპულარული სასურსათო მცენარეა, რომლისგანაც მრავალფეროვან გემრიელ კერძებს ამზადებენ.

აქვე გთავაზობთ აკადემიკოს ბიძინა კორახაშვილის მიერ მომზადებულ და საქართველოში გავრცელებულ ლობიოს ჯიშების აღწერას მათი ბუჩქის, ყვავილის და მარცვლის ფერის, პარკში თესლის რაოდენობის და სავეგეტაციო პერიოდის შესახებ.

საქართველოში გავრცელებული ლობიოს ჯიშები

იხილეთ ცხრილი:

ჯიში სინონიმი ბუჩქის ფორმა მარცვლის ფერი და ფორმა ყვავილის ფერი თესლის რაოდენობა პარკში 100 მარცვლის მასა გრამში სავეგეტაციო პერიოდი დღე
ჩიტისკვერცხა რაჭული ხვიარა მოვარდისფრო, ყვითელი ელისფსური იისფერი 4-5 350-420 115-150
ცანავა გურული კუტი ღია მოყვითალო, მოწითალო ლაქებით იისფერი 3-5 420-430 75-90
წითელი ადგილობრივი მინდვრის ნახევრად ხვიარა წითელი ელფერით თეთრი 5-7 220-360 85-100
წითელი ინდური ადგილობრივი ხვიარა წითელი წვერწაკვეთილი თეთრი 5-8 250-300

 

81-100
წითლად ჭრელი ადგილობრივი კუტი მოყვითალო, კვერცხის ფორმა თეთრი 4-5 380-420 85-90
 წითელი 41 სელექციური კუტი წითელი, ელიფსური თეთრი 4-6 310-350 65-75
ლიახვი სელექციური კუტი მოვარდისფრო, წითელი ოვალური ღია ვარდისფერი 4-5 500-520 85-90
მუხრანული სელექციური კუტი მოვარდისფრო, ყვითელი ოვალური,  ღია ვარდისფერი 4-5 395-420 71-78
ბათუმურა სელექციური მოთეთრო ვარდისფერი თეთრი 4-5 380-430 73-81