მემცენარეობა

მცენარეთა მოგზაურობა

მოგზაურობა მარტო ადამიანებს არ მოსწონთ, მოგზაურობა მცენარეებსაც უყვართ. ბევრი ბაღჩეული თუ ბოსტნეული კულტურა, რომელიც ტრადიციულად ჩვენი მენიუს ძირითადი ნაწილია, ძალიან შორიდან არის მოსული.

ევრაზიელები ორი ათასი წლის წინათაც იმავე მცენარეებით, მარცვლეულით (ქერით, ხორბლით, ფეტვით, ცერცვით, ოსპით, ღომით, ბარდით, ბრინჯით) იკვებებოდნენ, რითაც დღეს, მაგრამ წარმოდგენაა არ ჰქონდათ რა იყო სიმინდი, ასევე არაფერი იცოდნენ პამიდორის, კარტოფილის, ლობიოს, გოგრის ან  стручковый перец წიწაკის შესახებ, რადგან მათ კონტინენტზე ეს კულტურები იმ დროს არ ხარობდა.

შუმერების, ძველი ეგვიპტელების, ჩინელების, ელინების, რომაელების და მაიას ტომების მენიუ აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღევანდელი მათი მემკვიდრენი იყენებენ. ამის მიზეზი მარტო კონტინენტების განსხვავებულობა არ გახლავთ. საქმე ტექნიკურ პროგრესშია, რამაც გარეული _ ველური მცენარეების „მოშინაურებასა“ და გაკულტურებაში ძირითადი როლი შეასრულა. 

დასაწყისში ადამიანები ცდილობდნენ გაეზარდათ იმ მცენარეთა მოსავლიანობა, რომელიც ველურად იზრდებოდა და გაეუმჯობესებინათ მათი ნაყოფის ხარისხი, შენახვის ხანგრძლივობა, მოეხერხებინა მარაგის შექმნა, რაც ძალიან რთული საქმე გახლდათ. უფრო დიდი პროგრესს ბოტანიკოსებმა მოგვიანებით მიაღწიეს, პრაქტიკულად ჩვენს ეპოქაში დაიწყეს გენეტიკურ ექსპერიმენტების ჩატარება და ჰიბრიდების შექმნა.

რა იყო ათი ათასი წლის წინათ? ადამიანმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ველურ მცენარეთა საკვებად ვარგის ნაყოფს აგროვებდა, ბოლოს და ბოლოს დაიწყო ამ მცენარეების გაკულტურება და „მოშინაურება“ _ გაჩნდა სოფლის მეურნეობა. მანამდე მცენარეები ახალ სახეობებს ქაოსურად ქმნიდა, რომელთა გამრავლებასა და გამრავალფეროვნებას ხელს უწყობდა ქარი, მწერები, ცხოველები და ფრინველები. მათ, მცენარეთა მტვერი, თესლი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაჰქონდათ.

მაგალითად, ხორბალი პირველად პრიმიტიული ფორმით გაჩნდა. ადამიანმა მისი კულტივირება რვა ათასი წლის წინათ დაიწყო. ანალოგიურად წარიმართა ბამბის კულტურის დამკვიდრება, რომელიც დაახლოებით ამავე ეპოქაში დაიბადა.

რაფსის გაჩენა უფრო მოგვიანებით კომბოსტოსა და მიწამხალს- ერთმანეთის შემთხვევითმა დამტვერვამ  განაპირობა. თანამედროვე სახით იგი შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა.
რაც შეეხება მცენარეთა „მოშინაურების“ საქმეში ადამიანის აქტიურ ჩარევას, აქ ძირითადად ორი თარიღია აღსანიშნავი.

პირველი პერიოდი რომის იმპერიას უკავშირდება, რომელმაც მსოფლიო ისტორია ორ ნაწილად გაყო, რომამდე და რომის შემდგომ პერიოდად. რომაელთა დაპყრობითი ომების პარალელურად უზარმაზარი იმპერიის ფარგლებსა და მის გარეთ უამრავი სახეობის საკვები მცენარეები ვრცელდებოდა.

მეორე ისტორიული მიჯნა ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობამდე და მოგზაურობის შემდგომი პერიოდი გახლავთ. მაგალითად, ქერი და ბარდა ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან გავრცელდა.
ამის დამამტკიცებელი საბუთები ქრისტეშობამდე შვიდი ათასი წლის წინანდელ  წყაროებშია ნაპოვნი. ისიც ცნობილია, რომ ლუდს ძველი ეგვიპტელები ქერისგან ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში ხარშავდნენ. ეს სასმელი აქედან გავრცელდა საბერძნეთში, ბერძნებისგან ლუდის დამზადება, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რომაელებმა ისწავლეს.

ხახვი ევროპაში ცენტრალური აზიიდან შევიდა და მალე მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი დაიპყრო. ამას ძველეგვიპტური, ელინური და რომაული წყაროები მოწმობს.

„ემიგრანტ ბაღჩეულ“ კულტურათა შორის, რომელიც ევროპის კონტინენტზე შორეული ქვეყნებიდან მოვიდა, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ლობიო, რომელიც ძველი ინდიელების სამზარეულოდან ჩვენს სუფრაზე საპატიო ადგილი დაიკავა. ის სამხრეთ ამერიკაში „დაიბადა“ პერუსა და მექსიკაში, სადაც საკვებად მარტო ნაყოფს კი არა, ფოთლებსაც იყენებდნენ. ევროპაში ის, ბევრ სხვა მცენარესთან ერთად ქრისტეფორე კოლუმბმა ჩამოიტანა. ლობიო „ოფიციალურად“ პირველად  საფრანგეთში 1553 წელს ეკატერინე მედიჩისა და მომავალი მონარქის ჰენრიხ II საქორწინო წვეულებაზე გამოჩნდა.

წითელი და მწვანე წიწაკაც წარმოშობით ამერიკის კონტინენტიდან, მას ქრისტეშობამდე შვიდ-რვა ათასი წლის წინათ მიირთმევდნენ მექსიკელები, ხოლო 1493 წლიდან კოლუმბის წყალობით მას ევროპელებმაც გაუსინჯეს გემო და მას შემდეგ იგი ევროპელთა საყვარელი საკვები გახდა, იმდენად საყვარელი, რომ მისი მარცვლები ოქროზეც კი იცვლებოდა და წიწაკის გამო შეიარაღებული კონფლიქტებიც კი იფეთქებდა ხოლმე.

ჩვენი საყვარელი პამიდორის წინაპარი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში ხარობს. იგი ჯერ კიდევ აცტეკებს ჰქონდათ მოშინაურებული. მას ძალიან მომცრო ნაყოფი ჰქონდა, ამიტომ მას ამრავლებდნენ როგორც დეკორატიულ, და არა, საკვებ მცენარეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ის მომწამვლელი იყო და ალბათ ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ ის ევროპაში მხოლოდ XVI საუკუნეში ჩამოიტანეს.

განსაკუთრებით საინტერესოა სიმინდისა და კარტოფილის ისტორია. სიმინდის წინაპარი ველური მცენარეა, რომელიც მექსიკაში, როგორც სარეველა, დღესაც მრავლად გვხვდება და მას თეოსინტე ჰქვია. თანამედროვე სიმინდი ადამიანმა სწორედ ამ სარეველებისგან გამოიყვანა და მალე მრავალი უხვმოსავლიანი ჯიშებიც შექმნა. სიმინდის კულტივირების პირველ წყაროდ ჩვენ წელთააღრიცხვამდე 5000 წელი თარიღდება. სიმინდი მოჰყავდათ აცტეკების, მაიას, ინკების ტომებს და მისგან მრავალფეროვან კერძებს ამზადებდნენ. ევროპაში ის კოლუმბის ხომალდებმა ჩამოიტანა. სიმინდი დღეს დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული მცენარეა.

კარტოფილსაც სამხრეთამერიკული ფესვები აქვს. იგი ქრისტეშობამდე რვა ათასი წლით ადრე მოჰყავდათ ინდიელებს. იმ დროს კარტოფილს წვრილი და მწარე ბოლქვები ჰქონდა, რადგან გარკვეული რაოდენობის ტოქსიკურ ალკოლოიდებს შეიცავდა, რაც ბოლქვების მწვანე შეფერილობით აიხსნებოდა, რომელიც ამერიკელებმა თანდათან გააკულტურეს. ევროპაში იგი კოლუმბმა კი არა, ესპანელმა მეზღვაურებმა (1570-1590წწ.) შემოიტანეს. როგორც საკვები კულტურა იგი ევროპაში საფრანგეთიდან გავრცელდა. საფრანგეთში კარტოფილი XVII საუკუნეში შეიტანეს, თუმცა თავიდან მას მხოლოდ საქონლის საკვებად იყენებდნენ. შვიდწლიანი ომის დამთავრების შემდეგ ფრანგმა ფარმაცევტმა და აგრონომმა ანტუან ო გიუსტ პარმენტიემ დაიწყო მოსახლეობაში კარტოფილის სასურსათე კულტურად გამოყენების ქადაგება.

როგორც გენეტიკური გამოკვლევები ცხადყოფს, თანამედროვე კარტოფილის ჯიშების 99% წარმოშობილია  ჯიშებისგან, რომელიც ჩილეს ცენტრალურ ნაწილში იზრდება, 1% კი  იმ სახეობებს ეკუთვნის, რომელიც ანდებში _ აღმოსავლეთ ვენესუელასა და ჩრდილოეთ არგენტინაში მოჰყავდათ.