მეფუტკრეობა

გრეგარინოზი

გრეგარინოზი _ მოზრდილი ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა. მისი გამომწვევია გრეგარიანა _ Leiduana Watson, რომელიც მიეკუთვნება უმარტივეს (Protozoa). მას აქვს ოვალური, ან ცილინდური ფორმა, მაქსიმალური ზომა სიგრძეში 164 94 მმკ , სიგანეში 40 – 60 მმკ. მისი სხეული დაფარულია თხელი კუტიკულათი და გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. წინა ნაწილი პატარაა და დეიტომერიტი ჰქვია. დეიტომერიტში კარგად შეიმჩნევა ექსცენტრიულად განლაგებული ბირთვაკები.

პროტომერიტს აქვს ნახევრადსფერული, ზოგჯერ კონუსისებური ფორმა. პროტოპლაზმა გაყოფილია ორ შრედ, გარეგანი _ გამჭვირვალე, ჰომოგენური და შინაგანი, შედარებით მუქი და მარცვლოვანი. პროტომერიტს წინა ნაწილის ბოლოში აქვს გამობერილობა _ ეპიმერიტი, რომელიც მისამაგრებელ აპარატს, საწოვარს წარმოადგენს.

ფუტკრის ორ განიზმში გრეგარინების ლოკალიზაციის ადგილი ფუტკრის შუა ნაწლავის ეპითელური შრეა. ეპიმერიტის საშუალებით გრეგარინები ემაგრებიან შუა ნაწლავის ეპითელის შრეს და იკვებებიან ნაწლავის წვენებით. ისინი იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობას და ორგანიზმის დასუ სტებას. გრეგარინები სპორას იკეთებენ მსხვილ ნაწლავში და განავალთნ ერთად გარეთ გამოიყოფიან.

სპორის წარმოქმნამდე ნაწლავში პარაზიტი გაივლის განვითარების სხვდასხვა სტადიას. დაავადების გამომწვევი გხვდება სხვადასხვა სახის ჩრჩილში და სკის ხოჭოებში, რომლებიც თავიანთი ექსკრემენტებით სვრიან ჩარჩოებს, ფიჭას, თაფლს, საკვებურს და ფუტკრის ორგანიზმში გადადიან საკვებთან ერთად სპორების გადაყლაპვით.

დიაგნოზი ისმება მიკროსკოპულად. ნოზემატოზზე და ამებიაზზე ნაწლავის გასინჯვის დროს ნახულობენ გრეგარინებს.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები იგივეა, რაც ნოზემატოზის დროს.

ფუტკარა: futkara.ge