კარგ ვეტერინარზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა
ლევან ქიტოშვილმა დიდი ხანი არ არი რაც კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისის” სასწავლო კურსები გაიარა და ვეტერინარულ აფთიაქში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. ახალბედა ვეტერინარი მეორე წელიწადია ვეტერინარული პრაქტიკით არის დაკავებული, გამოცდილ ვეტერინარებთან მშობლიურ რაიონში, გურჯაანის სოფლებში საქმიანობს,
ლევანის თქმით, წინა წლებთან შედარებით ცხოველთა დაავადებები გახშირებულია. სწორი მკურნალობისთვის კი პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას _ თეორიულ ცოდნას.
_ ვცდილობ დავეუფლო ვეტერინარიაში არსებულ თანამედროვე მიდგომებს და მუდმივად ახალი ინფორმაციის ძიებაში ვარ, პერიოდულად ვესწრები სემინარებს _ ამბობს ლევანი _ რომ გავლილი აქვს ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ინტენსიური გადამზადების კურსი ვეტ-ფარმაციაში. გაეცნო ვეტპ-რეპარატების წარმოების, ხარისხის კონტროლის, ლაბორატორიული კვლევების, დისტრიბუციის, გაყიდვებისა და კონსულტაციის ეტაპებს როგორც თეორიულად, ისე – პრაქტიკულად.
_ ამ კურსებზე მოვისმინე აშშ-ს პროფესორის, მეფრინველეობის სპეციალისტ აბრაამ ვოლდერ გაბრიელის გაკვეთილები და ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მივიღე“ _ ამბობს ლევან ქიტოშვილი და დასძენს, რომ სურს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ საქმეში და გაიღრმავოს ცოდნა.
ლევანს მიაჩნია რომ დღეს ქვეყანაში ვეტერინარია და ვეტერინარის საქმიანობა სულ უფრო მეტ ავტორიტეტს და მნიშვნელობას იძენს, კარგ ვეტერინარზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ თუ კარგად გესმის საქმე და კარგი სპეციალისტი ხარ, შემოსავალიც დამაკმაყოფილებელი გაქვს.
ლევანი ახალგაზრდებს, ვისაც ვეტერინარობა სურთ, ურჩევს, უყვარდეთ თავიანთი საქმე და მუდმივად იზრუნონ განვითარებაზე, წარმატებაც არ დაიგვიანებს.
თეონა ნოზაძე