დარგებიმებოსტნეობა

პამიდვრის, კიტრის, წიწაკის პერსპექტიული ჯიშები/ჰიბრიდები და მათი მოსავლიანობა

საქართველოში ბოსტნეული კულტურების მოვლა მოყვანის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა  აქვს ფერმერებისათვის და სოფლის მეურნეობაში მომუშავე სპეციალისტებისათვის  წინასწარი კვლევის შედეგებს, რომელიც  ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი, აგრეთვე შემოტანილი ჯიშების და ჰიბრიდების შესწავლის შედეგად მიიღება.

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშების/ჰიბრიდების შესწავლა და გამოცდა  სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის ბაზებზე მიმდინარეობდა, სადაც შევისწავლე  პომიდვრის, კიტრის და წიწაკის ბევრი ჯიში და ჰიბრიდი.

ფერმერისათვის სარისკოა რომელიმე კულტურის ახალი ჯიშის ან ჰიბრიდის მოყვანა თუ მას არ აქვს წინასწარი ინფორმაცია, რა შედეგი მოგვცა მან ადგილობრივ ნიადაგურ კლიმატურ პირობებში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სპეციალისტისათვის ძნელია ფერმერს  მისცეს რეკომენდაცია, რომელიმე კულტურის ახალი ჯიშის ან ჰიბრიდის კონკრეტულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში მოყვანასთან  დაკავშირებით, თუ მას შესწავლილი არ ექნება ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევის შედეგები.

2015-2016 წლებში ჩვენ კვლევაში ჩავრთეთ  პომიდვრის, კიტრის და წიწაკის ის  ჰიბრიდები, რომელთა სათესლე მასალა გამოყვანილი და წარმოებულია  გერმანიაში, აშშ-ში. ჰოლანდიაში, თურქეთში, საფრანგეთში, ბელარუსიაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებიში.

ბოსტნეული კულტურების სათესლე   მასალის  მწარმოებელი ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია: ,,ენზა ზადენ“, ,,სატიმექს“, ,,რიჯკ ცვაან“,   ,,ზაკატა“,  ,,ბეჯო“,   ,,ბეტა ზირაატ“,   ,,გლაუს“, ,,ფრენჩი სემენტი“, ,,ნონგვო ბიო“, ,,ბურსა სიდ“,  ,,ჰოლარ“,  ჰაზელთარიმ“.

2015-2016 წლებში დახურულ გრუნტში პომიდვრის, კიტრის და წიწაკის კულტურის პერსპექტიული ჯიშების/ჰიბრიდების მოსავლიანობის შედეგები მოცემულია ცხრილებში

      წიწაკის  კულტურის ჯიშების/ჰიბრიდების მოსავლიანობის შედეგები

ცხრილი 1.

N

 

ჯიშის/ჰიბრიდის დასახელება მოსავლიანობა

ტ./ჰა

N ჯიშის /ჰიბრიდის

დასახელება

მოსავლიანობა
1 სილვერ სტარ 57.6  7 სუნდა 61.6
2 კაპპია 41.2  8 ლოტა 70
3 CA-SA 555 33.2  9 ფლამინგო 38
4 37.04 RZ 40 10 ლაერტე 26
5 პალერმო 53.2 11 სატიმექს 26.6
6 სონდელა 50.4

 პომიდვრის კულტურის ჰიბრიდების მოსავლიანობის შედეგები

ცხრილი  2

 

N

 

 

ჰიბრიდის დასახელება

მოსავლიანობა

  ტ/ჰა

 

N

 

ჰიბრიდის დასახელება

მოსავლიანობა

   ტ/ჰა

1 07 T. 629 92.5 16 ბიჩიე სერდცე 62.8
2 E 15 B. 502 12 85 17 ბიგ ბიიფ 110
3 15 B. 502.05 103 18 ტორიმორო მუჩო 86.1
4 10 T 346 107 19 73-880 RZ 60.3
5 სატიმექს-756 101 20 მაჰიტოზი RZ 73.3
6 რინო  74 21 სუპერ ანკომი 65.6
7 პინკ ტოპ 86,6 22 ლაგანოა 88.8
8 ლინდა პრაიმდ 85 23 პანეკრა 80.2
9 ხარისგულა 70 24 პინკ ჰეთ 60.1
10 ატტია 76.6 25 ნატა 56.1
11 პოლონაიზ 55 26 ბელფორტ 97.2
12 როზოვიი გიგანტ 56 27 ბელფასტ 49.8
13 ვოლგოგრადის 323 41.2 28 პანდაროზა 73
14 E 15 B 502 212 90.6 29 ვერნალ 61.1
15 73-672 RZ 84.3

  კიტრის კულტურის პერსპექტიული ჯიშების/ჰიბრიდების მოსავლიანობის შედეგები.

ცხრილი 3.

 

N

 

ჯიშის/ჰიბრიდის

დასახელება

მოსავლიანობა

     ტ/ჰა

 

 

N

 

ჯიშის/ჰიბრიდის

დასახელება

მოსავლიანობა

       ტ/ჰა

1 სალიმ N:4A BH 129 12 სლაის კინგ 75.9
2 SX-274 118 13 ბაიბა 59.1
3 მურზა 124 14 ჰერაკლე 72.8
4 SX-981 129 15 მუხრანულა 82.2
5 კარინა 101 16 ირა 85.7
6 SX-285 183 17 სულთან -116 81.9
7 SX-439 175 18 ელიზა 77.3
8 პინდოს 109 19 კიტაისკოე ჩუდო 63
9 სულთან-284 116
10 ოლიმპი 63.3
11 SX-242 100.8

ბოსტნეული კულტურების ჯიშების/ჰიბრიდების მოსავლიანობის მაჩვენებლები ერთ-ერთი    მთავარი მახასიათებელია, რომ წარმოდგენა გვქონდეს კონკრეტული ჯიშის ან ჰიბრიდის პროდუქტიულობის შესახებ,  გარდა ამისა ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში კვლევა მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურის კონკრეტული ჯიშების და ჰიბრიდების საგემოვნო თვისებებზე, აგრეთვე დახურულ გრუნტში შესაბამის ბრუნვებში სხვადასხვა ჯიშების და ჰიბრიდების მოყვანასთან დაკავშირებით.

ფერმერებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მოიყვანონ სასოფლო სამეურნეო კულტურების ის ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებსაც მოსავლიანობა მაღალი ექნება,  აგრეთვე საგემოვნო თვისებებითაც გამორჩეული იქნება  და დახურულ გრუნტში თესლბრუვის პირობების დაცვით სასურველ შედეგებს მოგვცემს.

PS. დამწყებმა ფერმერებმა აუცილებელად უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები და რჩევები, რომელთა მიღება შესაძლებელია მუნიციპალიტეტებში არსებულ სოფლის  მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისაგან, აგრეთვე  შეგიძლიათ მოგვმართოთ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს, რადგან  დროული და სწორი რჩევის გათვალისწინება  დაიცავს ფერმერების ზარალისაგან და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი რისკებისაგან.

ფრიდონ სანაია,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული

კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი