დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზი, ვაზის წამლობი სქემა ბიომეურნეობაში

I წამლობა. კვირტების დაბერვისა და  გაშლის ფაზაში სავარაუდოდ მარტის ბოლო –  აპრილის I დეკადა,  კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ, ყოველ ერთ ჰექტარზე – ტურინგენი 3-4 ლიტრი+ ლეპიდინი 3-4  ლიტრი.

ნიადაგის განოყიერება საჭიროების მიხედვით – ორგანიკა 25-50 ლიტრი (მოსხურებით, ცალკე გახსნილი 400-500 ლიტრ წყალში).

II  წამლობა. როდესაც პირველი ორი ფოთოლი მიაღწევს ნორმალური სიდიდის 2/3 –ს სავარაუდოდ მაისის  I-II დეკადა,  ჭრაქის წინააღმდეგ, 1 %-იანი ბორდოს ნარევის ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატებით, შესაბამისი.

III  წამლობა. ყვავილედებზე კოკრების განცალკევების ფაზაში (ბუტონიზაცია) სავარაუდოდ მაისის II- III დეკადა, მეორე წამლობიდან  7-10 დღეში, ჭრაქის, ნაცრის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 1 %-იანი ბორდოს ნარევი ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცვლელი პრეპარატით +0.5 %-იანი  თიოვიტ-ჯეტა (გოგირდი) + 3 ლიტრი ტურინგენი + 3 ლიტრი ლეპიდინი .

IV   წამლობა. ყვავილობის ფაზაში, სავარაუდოდ ივნისის  I  დეკადა, მესამე წამლობიდან  7-9  დღეში,  ჭრაქის,ნაცრის,  და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე ფიtოკატენა 8 -10 ლიტრი + ლეპიდინი 5 ლიტრი.

V  წამლობა. გამოხორბვლის ფაზაში სავარაუდოდ ივნისის II-III დეკადა მეოთხე წამლობიდან  7-9  დღეში,  ჭრაქის, ნაცრისa da ყურძნის ჭიის  II თაობის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 1%- იანი ბორდოს ნარევის ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატით + 0.5-0.7%- იანი თიოვიტ-ჯეტა (გოგირდი) + ორგანიკა – 0.5%-იანი + ლეპიდინი 5 ლიტრი.

VI წამლობა. ისვრიმობის ფაზაში სავარაუდოდ ივლისის  I-II დეკადა, მეხუთე წამლობიდან  7-9 დღეში, ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 0.5 -0.7%-იანი თიოვიტ-ჯეტა(გოგირდი) + ფიტოკატენა 8 ლიტრი + აგროკატენა 10 ლიტრი + ტურინგენი 6 ლიტრი.

VII წამლობა. მარცვლების დამსხვილების ფაზაში, სავარაუდოდ ივლისის II-III დეკადა,  მეექვსე წამლობიდან  7-10 დღეში,  ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 1 %-იანი ბორდოს ნარევი ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცვლელი პრეპარატით  + 0.5-0.7% თიოვიტ-ჯეტა(გოგირდი) + ლეპიდინი 5 ლიტრი.

VIII წამლობა. შეთვალების დასაწყისში სავარაუდოდ ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა, წინა წამლობიდან  7-10 დღეში.  ჭრაქის,ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე  ფიტოკატენა  6 ლიტრი +ბიოკატენა  10 ლიტრი +ლეპიდინი  5 ლიტრი .

IX წამლობა.   სიმწიფეში შესვლის ფაზაში სავარაუდოდ გვისტოს II დეკადა, წინა წამლობიდან 7-10 დღეში, ნაცრის,  სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – ფიტოკატენა 6 ლიტრი + ბიოკატენა 6 ლიტრი + ლეპიდინი 4 ლიტრი.

მნიშვნელოვანია!
მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

შენიშვნა 1:   წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენოფაზების მიხედვით, მაგრამ კლიმატური პირობების გათვალისწინებით მათ შორის ინტერვალი შიძლება შემცირდეს ან პირიქით, თითოეულ შემთხვევაში კომპანია ბიოაგროსთან ურთიერთკონსულტაციის საფუძველზე.

შენიშვნა 2:   სქემაში მოცემული კონტაქტური სპილენძის შემცველი პრეპარატი- ბორდოს ნარევი და გოგირდიანი პრეპარატი – თიოვიტ-ჯეტა შესაძლებელია ჩანაცვლებული იქნეს სხვა  კონტაქტური ანალოგიური დანიშნულების პრეპარატებით (კოსაიდი, კუპერმაქსი, ნეორამი, იროკო. კუპროქსატი, კუპროფლო და სხვა).

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებებითხევადი ორგანული სასუქი ორგანიკაბიოკატენა,ფიტოკატენააგროკატენალეპიდინიტურინგენი

 

წყარო: http://bioagro.ge