დარგებიმეცხოველეობა

კოლტის აღწარმოების ტექნოლოგია

ვიდრე ღორის მოშენებას გადაწყვეტთ და საქმეს შეუდგებით აუცილებელია განსაზღვროთ რა მიზნის მიღწევა გსურთ, რადგან, როგორც წესი, ღორები ერთმანეთისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმით განსხვავდებიან. არსებობს: სახორცე, საბეკონე და საქონე ჯიშები. როცა ამ საქმეში საფუძვლიანად გაერკვევით, უკვე შეგიძლიათ კოლტის გამრავლებაზეც იზრუნოთ, სადგომი მოაწყოთ, შეიძინოთ ნეზვები, კერატი, ან ხელოვნური განაყოფიერებისთვის გამოცდილ ზოოტექნიკოსს დაუკავშირდეთ და საქმეს შეუდგეთ.

პირველი დაგრილებისას ცხოველის ცოცხალი მასა უნდა იყოს ზრდასრული წონის 50%. აღწარმოება – ეს არის განაყოფიერების ორგანიზაცია. მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული მთელი სამუშაო. აუცილებელია შედგეს განაყოფიერების და მოგების გეგმა. გეგმა შეიძლება იყოს კონვეიერული, სეზონური, მჭიდრო, ტურული – მეურნეობის მიმართლებასთან დამოკიდებულებაში.

კონვეიერული – მიღებულია ქალაქის მიმდებარე ზონებში არსებულ მსხვილ კომპლექსებში. აქ წლის განმავლობაში თანაბრად ყოველ თვეში ატარებენ დაგრილებას და ღებულობენ ნაყოფს, ზაფხულში ივლისში და აგვისტოში, ხოლო ზამთარში დეკემბერში.

მჭიდრო – როცა ნეზვებისგან ღებულობენ 2 მოგებას. აქ დაგრილება და მოგება ხდება კონვეიერულად და ძალიან მჭიდრობ. ეს მეთოდი გამოიყენება სამრეწველო კომპლექსებში. ახურებას იწვევენ ასხლეტისთანავე.

ტურული – როცა ნეზვების ჯგუფი (20 სული), გოჭებს ყრის 5-6 დღეში, ეს მეთოდი გამოიყენება საშუალო სიდიდის მეურნეობაში.

მოგების ჩატარების ორგანიზაცია

მოგებამდე 3-4 დღით ადრე ნეზვი გადაჰყავთ მოსაგებ სადგომში /6-7 მ2/.

მოგება უფრო ხშირად მიმდინარეობს ღამით, ამიტომ აუცილებელია მორიგეობა, ცხელი წყალი, მაკრატელი, იოდი და სხვა სადეზინფექციო საშუალებები, ნაჭრები გოჭების გასასუფთავებლად. გოჭების მისაღებ ყუთს დგამენ ახლოს, მშობიარობა 3-4 საათს გრძელდება, გოჭებს შორის ინტერვალი 5-10 წუთია. მოგების დაწყებამდე სადგომში შეაქვთ თივა და ნახერხი.

პირველი ჩასუნთქვის უზრუნველსაყოფად გოჭს დაბადებისას პირის ღრუ ლორწოსაგან უნდა გაუნთავისუფლდეს, გადაიჭრას ჭიპლარი, გასუფთავდეს ნაჭრით და მოთავსდეს ყუთში. ყუთი აუცილებელია იმისათვის, რომ ადრე დაბადებულმა გოჭებმა დედა არ შეაწუხონ და მიეჩვიონ გარემოს ტემპერატურას. მოგების შემდეგ პლაცენტა უნდა მოაშოროთ ნეზვს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ნეზვს მაკეობის მეორე პერიოდში არ ეყო საკვები ნივთიერებები, ღორმა შეიძლება  მომყოლი და გოჭები შეჭამოს.

მოგების შემდეგ სადგომს ასუფთავებენ, ნეზვს ბანენ და  გოჭებს მოსაწოვებლად უშვებენ, წინა საწოვრებიდან გამოიყოფა უფრო ცხიმიანი რძე, ამიტომ უნდა მიუშვათ სუსტი გოჭები. ნაყოფის შესანარჩუნებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი მიკროკლიმატი, რადგან გოჭების თერმორეგულაცია 7-8 დღის განმავლობაში სუსტია. სადგომში ტემპერატურა უნდა იყოს 30°C, ასხლეტილი გოჭებისათვის 18°C. ჰაერის ტენიანობა _65%, ხოლო ჰაერის მოძრაობა 0,15 მეტრი წამში.

მოგების დღეს ნეზვს საკვები არ ეძლევა. შეიძლება მიეცეს წყალი, მეორე დღეს ულუფა ფქვილთან და ნარჩენებთან ერთად. თანდათან 5 დღის განმავლობაში ღორი უნდა გადავიყვანოთ სრულ რაციონზე: კონცენტრატები 70-75%, წვნიანი საკვები – 20-25%, ბალახის ფქვილი – 5%.

უნდა გვახსოვდეს, რომ დედა ღორის სრულფასოვანი კვება საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს და გაიზრდოს ჯანმრთელი გოჭები, რადგან ყოველ კილოგრამ ცოცხალ წონაზე 3 ლიტრი დედის რძე ნაწილდება.

 

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“