როგორ დავიცვათ სილოსი და სენაჟი გაფუჭებისგან
ბალახის და იონჯის სილოსი მაღალპროდუქტიული ძროხების რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. ამის მიზეზი მასში მნიშვნელოვანი რაოდენობის ასათვისებელი საკვები ნივთიერებები და ფიზიკურად ეფექტიანი უჯრედანას (peNDF) არსებობა.
თუმცა, ამ კულტურების სილოსი ორმოში სწორი ჩადება რთული ამოცანაა, იმის მიუხედავად რომ ბალახებისა და პარკოსანი კულტურების აღება, უმრავლესად სიმწიფის ფაზაში ხდება და ფერმენტაციაცწესების შესაბამისად მიმდინარეობს, მაინც, დაახლოებით 5-15% ფუჭდება. ამის მიზეზი გრამ-დადებითიბაქტერიის ჩხირებია, რომლებიც ანაერობულ გარემოში იზრდება და წარმოქმნის ოლეინის და ძმარმჟავებს, ასევე წყალბადის აირს, რაც Clostridium tyrobutyricum სახელწოდებით არის ცნობილი.
თუ ყურადღებას ოთხ მნიშვნელოვან კომპონენტზე გავამახვილებ, შედეგად გავაუმჯობესებთ სენაჟის საკვებ ღირებულებას, ხარისხს, ფერმენტაციას და საბოლოო ჯამში, გავზრდით წველადობას.
პირველი კომპონენტი: მცენარის სიმწიფე ძალზე მნიშვნელოვანია!
იონჯის სიმწიფის სტადიასთან ერთად იზრდება მისი მოსავლიანობა, მაგრამ მისი მონელებადობა მცირდება. ამიტომ არ ღირს პირუტყვს ცუდად მოსანელებელი საკვები მივცეთ.
სიმწიფის სწორ ფაზაში დამზადებული საკვების მიწოდების შემთხვევაში თქვენ დაინახავთ და დარწმუნდებით, რომ ნაკელის რაოდენობა შემცირდება.
მეორე კომპონენტი: ტენიანობა უნდა იყოს 65%-ზე ნაკლები!
მცენარის სიმწიფის მიუხედავად, სენაჟის დამზადების მნიშვნელოვან კრიტერიუმად რჩება ტენიანობა. 65% ან უფრო მეტი ტენიანობისას (≤35% მშრალი ნივთიერება), ოლეინის მჟავის წარმოქმნის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ზეთოვანი მჟავა ძირითადი მაჩვენებელია იმისა, რომ სილოსმა „კლოსტრიდიული ფერმენტაცია“, გაიარა, რაც თავის მხრივ იწვევს შაქრის შემცველობის შემცირებას, рН-ის დონის ზრდას, ცილების დაშლას, მშრალი ნივთიერების დანაკარგის ზრდას, ცუდ სუნს და პირუტყვის მიერ საკვების ცუდ მოხმარებას, რასაც მაღალპროდუქტიული ძროხების კვებისას, მივყავართ დაავადებების გაზრდის რისკთან.
ჭარბტენიანობა შეიძლება ახასიათებდეს როგორც კულტურას, ასევე გამოწვეული იყოს გარემო პირობების წვიმის ან ცვრის შედეგად, ამიტომ მნიშვნელოვანია:
მოერიდეთ ღრმა სათიბის ლილვებს;
მიაქციეთ ყურადღება გამოშრობის დროს;
შეეცადეთ მიაღწიოთ 60%-იან (და არა მეტ) ტენიანობას (40% მშრალი ნივთიერება).
მესამე კომპონენტი:
იონჯის სილოსის დასამზადებლად აუცილებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ დაბინძურება ნიადაგით და ნაცრით. იონჯის მიწით დაბინძურება არასასურველია ორი მიზეზის გამო: მიწაში ხდება მოუნელებელი ნაცრის აკუმულაცია, რომელიც ზრდის კლოსტრიდიის სპორების რაოდენობას დასენაჟებისას. კლოსტრიდიის დამატებითმა სპორებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი დუღილი. ფერფლის ყველაზე მაღალი დონე იონჯის სენაჟში გროვდება მისი მოჭრისას, გაშრობისას, აჩეჩვისას და აკეპვისას ან მშრალი ნივთიერების (შაქარი) მნიშვნელოვანი დანაკარგებისას მეორადი დუღილის დროს. სწორედ ამიტომ საჭიროა მჭრელის სიმაღლის გაზრდა და მოჭრის სიჩქარის შემცირება. მჭრელის სიმაღლის გაზრდა (6-დან 9 სმ-მდე) გამოიწვევს მშრალი ნივთიერების საერთო რაოდენობის შემცირებას, მაგრამ გაზრდის მის ათვისებადობას.
მეოთხე კომპონენტი: ჟანგბადი ორმოში სილოსის მტერია!
ბოლო კრიტიკულ წერტილს წარმოადგენს შენახვის შესაბამისი პირობები ბუნკერში ან ორმოში და მათი საერთო მოწყობა. სხვა სავარაუდო დანაკარგებმა შეიძლება შეადგინონ საერთო რაოდენობის 10-30% და თავს იჩენენ სათავსოში, როცა იკარგება ყურადღება პატარა ტედალების მიმართ. ჟანგბადი არის სილოსის მტერი. ქვემოთ მოცემული აუცილებელი ღონისძიებების ჩამონათვალი უჟანგბადო პირობების შესაქმნელად დასენაჟებისას:
პირველ რიგში აუცილებელია ადამიანის შერჩევა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იონჯის შეგროვების შეჩერებაზე, რომ გააკონტროლოს ი ტრანსპორტირებისას ბუნკერში სასილოსე მასის ტენიანობა.
მეორე: შესანახი ორმოს სწრაფად ამოვსება, მცენარის სუნთქვის გამო სენაჟის დანაკარგის მინიმალურად შემცირების მიზნით.
მესამე: ბალახის შესანახ ორმომდე სწრაფი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
სატკეპნი მანქანის შესაბამისი ზომისა და წონის უზრუნველყოფა, იმისათვის რომ ვუზრუნველვყოთ სიმჭიდროვე ≥8 კგ მშრალი ნივთიერება 0.003 კუბურ მეტრზე. შეიძლება „800-ის წესის” გამოყენება – სატკეპნი მანქანის წონა = საათში მოტანილი იონჯის რაოდენობა (ტონა) x 800.
ასევე უნდა გვახსოვდეს, ორმოს დროული განთავისუფლება ტექნიკისგან სასილოსე მასის ბოლო პარტიის შეტანის შემდეგ: ტექნიკის დატოვება საჭიროზე მეტ ხანს არ გააუმჯობესებს მშრალი ნივთიერების სიმჭიდროვეს.
და ბოლოს – ბოლომდე გადახურეთ ორმო, გადააფარეთ სილოსს ცელოფნის ორმაგი ფენა, რომელიც გახდება ბარიერი ჟანგბადისთვის, ასევე დააწყვეთ ზემოდან საბურავები ან სილით სავსე ტომრები.
ამ ოთხი კრიტიკული საკონტროლო წერტილის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება დაგეხმარებათ გაზარდოთ მიღებული სილოსის რაოდენობა, უზრუნველყოთ მისი სწორი შენახვა და დუღილი, ასევე შეამციროთ კლოსტრიდიებით გაფუჭების ალბათობას.
წყარო: georgiandairy.org