დარგებიმემარცვლეობამემცენარეობა

ჭვავი, ანუ სვილა (Secale cereale) _ საშემოდგომო ჭვავი

ჭვავი, ანუ სვილა (Secale cereale) — ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ძირითადად პურეულს წარმოადგენდა იმ რაიონებში, სადაც ხორბლის კულტურა ჯერ კიდევ ნაკლებად იყო გავრცელებული. უკიდურეს ჩრდილოეთში მას ანაცვლებდა ქერი, რომელსაც სავეგეტაციო პერიოდი უფრო მცირე აქვს; მსოფლიო მიწათმოქმედებაში ფართობის მიხედვით მას მეექვსე ადგილი უჭირავს პურეულთა შორის.

ჭვავის თავთუნის კილი ვიწროა, მახათისებრი. თავთავის ღერძი წვრილი და სწორი ნაწილაკებისაგან შედგება. ორყვავილიანი თავთუნები თითო თითოდაა განლაგებული თავთავის ღერძის თითოეულ ნაწილაკზე. ყვავილის ქვედა კბილები გრძელი ფხებით ბოლოვდებიან. ყვავილი ორსქესიანია, ჯვარედინ მტვერია. ჭვავის ნორჩი აღმონაცენი მოსოსნისფრო-ყავისფერია ან მოყავისფრო. ჭვავის საშემოდგომო ჯიშები უფრო მოსავლიანია, უფრო ადრე შემოდის და ამიტომ უკეთ გაურბის გვალვას. საგაზაფხულო ჯიშებს თესენ იქ, სადაც კლიმატური პირობების გამო საშემოდგომო პური ვერ ხარობს (მაგალითად, აღმოსავლეთ ციმბირში).

ჭვავი კულტურაში ხორბალზე უფრო გვიან დაინერგა. ძველი ბერძნებისათვის ჭვავი ცნობილი არ იყო; დასავლეთ და აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკისუძველესი კულტურის ქვეყნებში — ირანში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჭვავი ამჟამადაც არ ითესება.

ფიქრობენ, რომ ჭვავი წარმოიშვა იმ სარეველა ჭვავისგან, რომელიც ასავრელიანებდა და ახლაც ასავრელიანებს საშემოდგომო ხორბლისა და საშემოდგომო ქერის ათესებს კავკასიაში, შუა და მცირე აზიაში. ეს სარეველა ჭვავი გვხვდება მრავალი სახესხვაობისა და ფორმის სახით, რომლებსაც ზოგი ავტორი ამავე Secale cereale-ს სახეობაში აერთიანებს, რომელიც შედის კულტურული ჭვავი, ხოლო სხვები მათ გამოყოფენ სარეველა ჭვავის — Secale segetale-ს დამოუკიდებელ სახეობად.

რაც უფრო ჩრდილოეთისა და ზევით მთებისკენ მიიწევდა ხორბლის კულტურა, მით უფრო ისპობოდა იგი და უფრო გამძლე ჭვავი კი რჩებოდა. ამის გამო ის უფრო იქცევდა ადამიანის ყურადღებას, რომელმაც თანდათანობით შერჩევით გამოიყვანა ჭვავის კულტურული ფორმა.

ჭვავის ველური სახეობები (დაახლოებით 12-მდეა) პრაქტიკულად  არ გამიოყენება (https://ka.wikipedia.org/wiki/ჭვავი).

საშემოდგომო ჭვავი 
საშემოდგომო ჭვავი თავთავიანი პურეულების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი  ფქვილისაგან გამომცხვარი პური გამოირჩევა დიეტური დანიშნულებით და მაღალი  კალორიულობით. განსაკუთრებული გემოთი და ხარისხით. ის შეიცავს ბალანსირებულ ცილებს და ვიტამინებს (A, B, B, PP და E). მარცვალი შეიცავს 9,2 – დან 17 % ცილას. მისი ქატო და დაღერღილი მარცვალი კონცენტრირებული საკვებია. ნამჯა გამოიყენება, როგორც უხეში საკვები და სასილოსე მასალა. მისი ნამჯისაგან შეიძლება მიღებულ იქნეს შესახვევი ქაღალდი, ცელულოზა, ძმარი და სხვა საჭირო საქონელი.

ჭვავი ხორბალთან, ქერთან და სხვა მარცვლოვნებთან შედარებით ახალგაზრდა კულტურაა, მიუხედავად ამისა ის ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში, მისი ფართობი 18 მლნ ჰა-ს აღემატება. მოსავლიანობა ქვეყნებისა და ჯიშების მიხედვით ცვალებადობს 14 – 82,3 ც/ჰა-მდე (ლიტვა). მისი თესლი გაღივებას იწყებს 1-2°C სითბოზე. აღმოცენებისათვის კი საჭირო ოპტიმალური ტემპერატურაა 6-12°C, კარგად ბარტყობს 10-12°C ტემპერატურაზე. მოყვანის ოპტიმალურ პირობებში 25-30°C ყინვას უძლებს. კარგად თავთავობს და ყვავილობს 14-16°C სითბოს პირობებში. განვითარების სრული ციკლისათვის ესაჭიროება 1800°C სითბოს ჯამი.

ჭვავი შედარებით გვალვაგამძლე მცენარედ ითვლება. მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტია 340-420. შედარებით ნაკლებ მომთხოვნია ნიადაგის მიმართ. მისთვის საუკეთესო ნიადაგად  ითვლება მსუბუქი ტიპის დაბალი ტენიანობის ნიადაგები.

საშემოდგომო ჭვავი ხშირად ბარტყობას შემოდგომაზევე ამთავრებს და ჩქარა იწყებს აღერებას, მაგრამ თავთავობა და ყვავილობა გაჭიანურებულია. ყვავილობას იწყებს დათავთავებიდან 12-14 დღის შემდეგ და გრძელდება 10-12 დღე. ჯვარედინ-დამტვერავი მცენარეა.

საშემოდგომო ჭვავი 8-10 დღით ადრე მწიფდება, ვიდრე საშემოდგომო ხორბალი. თავთავობიდან მარცვლის გამკვრივებამდე საჭიროებს 55-60 დღეს. სავეგეტაციო პერიოდი ზონების მიხედვით 270 400 დღემდეა. ნაკლებ მომთხოვნია წინამორბედებისადმი, უკეთესია ანეული და პარკოსანი კულტურებისაგან გათავისუფლებული ფართობები.

განოყიერება- ჭვავს 1 ცენტნერი მარცვლისა და შესაბამისი ბიომასის მიღებისას ნიადაგიდან გამოაქვს -3,5 კგ აზოტი, 1,4 კგ ფოსფორი და 4 კგ კალიუმი / მ.ნ./. საკვებს ინტენსიურად მოიხმარს ბარტყობისა და აღერების ფაზაში.

თესლბრუნვაში წინამორბედის მიმართ დიდი მომთხოვნი არ არის, უკეთეს მოსავალს იძლევა სათოხნი და პარკოსანი კულტურებისაგან გათავისუფლებულ ნიადაგებზე. ნიადაგის დამუშავება ისეთივეა, როგორც საშემოდგომო ხორბლისათვის, თითქმის ანალოგიურია თესვის ვადებიც.

სათესი ნორმა 6-7 მილიონი აღმოცენებისუნარიანი მარცვალი ( 170-200 კგ/ჰა).

ნათესის მოვლა– ნათესი გაზაფხულზე მსუბუქი ფარცხით უნდა დაფარცხოს. ჭვავს ახასიათებს მარცვლის ჩაცვენა, ამიტომ რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში უნდა ავიღოთ, როცა მარცვლის ტენიანობა 35-20% -ია.

 

სმმ დოქტორები: ზაირა ტყებუჩავა,

გივი ცაგურიშვილი,

ცოტნე სამადაშვილი,

ჯემალ შენგელია,

ბუხუტი აბაშიძე,

ელენე მაღლაკელიძე,

ნუნუ ჩხაიძე,

„სოფლის მეურნეობის საფუძვლები“