ბუდეშური თეთრი
ბუდეშური თეთრი უძველესი ქართლი ჯიშია, ახასიათებს ღია მწვანე შეფერვა ოდნავ მოწითალო ელფერით. ყლორტი ღია მწვანეა და მომრგვალო, რომელიც ოდნავ შებუსულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: უმეტესად სამნაკვთიანია, თუმცა ზოგჯერ გვხვდება ხუთნაკვთიანიც. საშუალო სიდიდისაა (18,5X19,5სმ), მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ღია მწვანე ფერის. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია და ღრმად ჩაჭრილია. კბილები სამკუთხედისებრია ან ხერხკბილა, სამკუთხისებრი ცალმხრივ ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ზედა მხარეზე ბუსუსი სრულებით არ მოიპოვება, ქვედა მხრიდან კი უმნიშვნელო შებუსვა გასდევს მხოლოდ ძარღვების გასწვრივ.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: სიგრძე 12,5-19,0სმ, სიგანე 7,5-12,5სმ. ფორმით უფრო ხშირად განიერ-კონუსისებრი, გვხვდება განტოტვილი და უფორმო მტევნებიც, საშუალო სიკუმსის და კუმსი.
ყუნწის სიგრძე 4-6სმ.
მარცვალი: მწვანე ფერის. ფორმით ოვალური ან ოდნავ მოგრძო, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული. საშუალო სიდიდის, სიგრძე 16-19,5მმ, სიგანე – 13-15,5 მმ;
რბილობს ადვილად არ სცილდება;
რბილობი წვნიანი და ხორციანია, ჩვეულებრივზე მეტად ტკბილი გემოსი;
კანი თხელი, ცვილით საკმაოდ დაფარული.
ყურძნის წვენი:
შაქრიანობა 18-19%;
მჟავიანობა 5,2-6,1 გ/ლ.
მოსავლიანობა:
12.0 ტ/ჰა.
მსხმოარობის კოეფიციენტი: 1,5.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე – სასუფრე.
ღვინის დახასიათება: ღია ჩალისფერი, გამჭვირვალე, მცირე ექსტრაქტული, მასობრივი მოხმარების მსუბუქი სუფრის ღვინო.
წარსულში ჩინურთან კუპაჟით ამზადებდნენ მეტად სასიამოვნო სასმელ, შუშხუნა ტიპის სუფრის ღვინოს. იმავე ჩინურთან და გორულ მწვანესთან სეპაჟით მონაწილეობდა ცნობილი „ატენური“ ღვინის შემადგენლობაში.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.
დამატებითი ინფორმაცია: ნაცრის მიმართ შედარებით მიმღებია და უფრო მედეგია ჭრაქის მიმართ. მომთხოვნია ნიადაგური პირობების მიმართ. იგი წარმატებით ვითარდება ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა მლაშე და ყურძენს ახასიათებს დაბალი ტრანსპორტაბელურობა.
წყარო: elkana.org.ge