ჰოლანდიელები წყალზე მოტივტივე ფერმაში პირველ ჯერზე 40 ძროხას დააბინავებენ
-
ჰოლანდიური კომპანია წყალზე მოტივტივე ფერმას აშენებს.
-
ფერმას რობოტები მოემსახურება.
ჰოლანდიური კომპანია როტერდამში მსოფლიოში პირველ წყალზე მოტივტივე ფერმას აამუშავებს. იდეის ავტორის, მინკე ვან ვინგერდენის თქმით, მაღალტექნოლოგიური ფერმა დღეში 800 ლიტრამდე რძეს აწარმოებს. ფერმაში 40 ძროხა იცხოვრებს და ის ქარიშხალგამძლე იქნება.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს უცნაური და არც ისე ლოგიკურია ზოგიერთი ადამიანისთვის, ვფიქრობთ, რომ წყალი ასათვისებლად კარგი სივრცეა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებითვის ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. – მინკე ვან ვინგერდენი
ფერმის პირველი სართული რძის გადამუშავებისა და შეფუთვისთვის იქნება ტექნიკურად აღჭურვილი, მეორე სართულზე ძროხები იცხოვრებენ, რომლებსაც სპეციალური რობოტები მოწველიან, მესამე სართულზე კი ძროხების საჭმელად განკუთვნილ ბალახს მოიყვანენ.
ვან ვინგერდენს და მის ქმარს ფერმის შექმნის იდეა 2012 წელს, ნიუ იორკში საქმიანი ვიზიტის დროს გაუჩნდათ, როცა ქალაქს ქარიშხალი სენდი დაატყდა თავს, რის შედეგადაც ადამიანებს წვდომა შეეზღუდათ ახალ, ჯანსაღ პროდუქტზე. კომპანია სამომავლოდ გაფართოვებასაც აპირებს და ძროხებთან ერთად ფერმაში ქათმებსაც გაზრდის.
წყარო: popx.ge