დღეიდან საქართველოში უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა იკრძალება

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ და ვებ-ჟურნალი agronews.ge ულოცავს საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ფიცის დადებას და ქვეყნის პრეზიდენტის საპატიო მისიის აღსრულების ოფიციალურად დაწყებას.

გვჯერა, ქალბატონი სალომე, საქართველოს გამაერთიანებელი, ღირსეული პრეზიდენტი იქნება!

აქვე უნდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, სადაც მკაფიოდ წერია, რომ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კონსტიტუციის დონეზე იკრძალება.

გამონაკლისი შეიძლება ორგანული კანონით დადგინდეს, რომელსაც პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობით მიიღებს.

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. კონსტიტუციური რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.