ჟოლოს ახალი ჯიში „სარაფანა“
ჰოლანდიურმა სასელექციო ფირმა Advanced Berry Breeding გამოიყვან ჟოლოს ახალი ჯიში „სარაფანა“ (Sarafina). ახალი ჯიში ამ ფირმის მიერ ადრე გამოყვანილ ჟოლოს ჯიშებს „ვენგის“ (Wengi), „შანის“ (Shani) და „რაფიკს“ (Rafiki) ავსებს. ამ ჯიშმა წარმატებით გაიარა ფართომასშტაბიანი გამოცდა ესპანეთში, ტანზანიასა და მექსიკაში.
ჯიში „სარაფინა“ რემონტატული ჯგუფის ჯიშებს მიეკუთვნება, იგი სეზონზე ორჯერ იკრიფება _ შემოდგომაზე და გაზაფხულზე.
ყვავილობის გამოსატანად ამ ჯიშს ცოტა სიცივეც (რამდენიმესაათიანი მაინც), სჭირდება.
ჯიში ისხამს მსხვილ _ 6-7გრამიან ღია მონარინჯფრო-მოწითალო ხასხასა ფერის ნაყოფს. კენკრა შენახვის და ტრანსპორტირების დროს ინარჩუნებს ხასხასა ფერს (სავაჭროს ქსელში თვლიან რომ მუქი კენკრა გადამწიფებულია და მალე ფუჭდება). „სარაფინა“ ჟოლოს ნაყოფს აქვს სასიამოვნო გემო, საკმაოდ მკვრივი ნაყოფი და იოლი მოსაკრეფია.
ამას გარდა, ნაყოფი მოკრეფის შემდეგ კარგად ინახება, იოლად იტანს ტრანსპორტირებას, მცენარე სწრაფად იზრდება და მარტივი გასაშენებელია.
იმისათვის რომ მსხვილი კარგი სასაქონლო შესახედაობის და არომატული ნაყოფი მივიღოთ, საჭიროა მცენარეს საკმარისი საარსებო სივრცე და გარემო შევუქმნათ. მცენარეთა რიგთაშორის მანძილი 2 მეტრი მაინც უნდა იყოს და შემოდგომით გრძივ მეტრზე _ 4-6 ნაზარდი, ხოლ გაზაფხულზე _ 2-3 დაუვუტოვოთ.
ჰოლანდიაში საშემოდგომო სეზონზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ახალი ჯიშის მოსავლიანობამ კვადრატულ მეტრზე 2 კილოგრამს მიაღწია.
„სარაფანას“ ნაყოფი 10 დღით გვიან მწიფდება, ვიდრე „პოლკას“ (Polka) ჯიშის ჟოლო.
ჟოლოს ახალი ჯიში „სარაფანა“ მარტო ზომიერი კლიმატის პირობებში კია არა, ცხელ, ხმელთაშუა ზღვის და მშრალ ტროპიკულ რეგიონებშიც შეიძლება გაშენდეს, რადგან მაღალ ტემპერატურას კარგად იტანს.
ასეთი განსაკუთრებული თვისებების გამო „სარაფანა“ კარგად იტანს დახურულ სივრცესაც და სათბურებშიც უხვ მოსავალს იძლევა.
„სარაფანას“ გამრავლება და გაშენება მხოლოდ მწარმოებლის შესაბამისი ლიცენზიით არის შესაძლებელი.