ფუტკრის ოჯახის წლიური განვითარება
ნახვა: 1,401
ფუტკრის ქცევაში ყველაფერი ლოგიკურია, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, ისინიც გადარჩენისათვის იბრძვიან.
ისინი უნდა გაუმკლავდენენ მთელ რიგ გამოწვევებს: უნდა მოძებნონ და მოიმარაგონ საკვები რესურსები, უნდა დაამარცხონ დაავადებები და პარაზიტები, უნდა გადალახონ ზამთრის ცივი დღეები, უნდა გამრავლდნენ და ა.შ
სწორედ ამიტომ, ფუტკრის ოჯახი წლის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა აქტივობითაა დაკავებული და მათ ბუდეშიც მდგომარეობა სხვადასხვაგვარად ვითარდება.
სეზონური განვითარების ეტაპები
ფუტკრის ოჯახის წლიური განვითარება რამდენიმე ძირითად ეტაპად იყოფა:
მოზამთრე ფუტკრის შეცვლა ახლით;
ფუტკრის რაოდენობის მაქსიმალური ზრდა;
ნაყარობა;
მთავარი ღალიანობა;
ზამთრისთვის მზადება;
გამოზამთრება, მოზამთრე ფუტკრის ახლით ჩანაცვლება.
წყარო: beekeeper.ge