როგორ მოვიყვანოთ ქინძი
ქინძი ფართოდ გავრცელებული ეთერზეთოვანი კულტურაა. მისი თესლიდან გამოხდილი ზეთი გამოიყენება პარფიუმერიაში. ქინძი გამოიყენება როგორც მწვანილი და სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე.
ქინძი ერთწლიანი, ყინვაგამძლე მცენარეა, მას შემოდგომაზეც თესავენ ნაკელით განოყიერებულ, ფხვიერ, სარეველებისაგან სუფთა მსუბუქ ნიადაგებზე.
ნიადაგის მომზადება: შემოდგომაზე წინამორბედი კულტურების აღებისთანავე საჭიროა მზრალად ხვნა. ხვნის წინ საჭიროა ჰექტარზე 40-60 ტონა საქონლის გადამწვარი ნაკელის ან კომპოსტის შეტანა. მისი უქონლობისას მიზანშეწონილია 1,5-2 ცენტნერი სუპერფოსფატის და 0,6-0,9 ცენტნერი კალიუმის მარილის გაზაფხულზე შეტანა. თესვამდე საჭიროა მზრალის კულტივაცია 20-25 სმ სიღრმეზე, 23 ჯერ დაფარცხვა და შემდეგ სარწყავი კვლების და არხების დაჭრა. ჩათესვის სიღრმე 23 სმ. არ უნდა აღემატებოდეს.
თესვა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება — გაზაფხულიდან შემოდგომამდე. მისი დათესვა შეიძლება, აგრეთვე როგორც შემჭიდროებული კულტურა, მაგალითად: თვის ბოლოკთან ერთად.
ქინძი აღმოცენებას მე-15 დღეს იწყებს. მისი თესლი ადრე კარგავს აღმოცენების უნარს, ამიტომ დასათესად უკეთესია 12 წლიანი თესლი. თესლის გაღივების დასაჩქარებლად საჭიროა მისი დასველება 34 დღე, შემდეგ ჰაერზე შეშრობა და თესვა 34 სმ სიღრმეზე.
თესვა უმჯობესია მწკრივად 25-30 სმ დაშორებით. თესვის ნორმა ჰაზე 57 კგ.
ქინძის მოვლა გამოიხატება სარეველების მოცილებაში, 23 ჯერ გაფხვიერება-გამოხშირვაში და, საჭიროების მიხედვით, მორწყვაში.
ქინძის მოსავლის აღება იწყება, როდესაც მცენარე განივითარებს 45 ნამდვილ ფოთოლს. იჭრება ძირზე ან იკრიფება მარტო ფოთლები.
სათესლე მცენარეები ერთმანეთისაგან 10-15 სმზე უნდა დაცილდეს. თესლი სხვადასხვა დროს შემოდის, ამიტომ მასობრივად დამწიფდება თუ არა, მცენარე ითხრება, იშლება, იბეგვება ხელით ან ილეწება კომბაინით ან სალეწი მანქანით.
გამშრალი თესლი იწმინდება ხელით ან პეტკუსით თესლის კონდიციამდე დასაყვანად.