მარტივ სათბურებში კიტრის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია _ მასტერ კლასი (ვიდეო)
უკრაინის მებოსტნეთა ასოციაციის კონსულტანტი პროფესიონალი პრაქტიკოსი აგრონომი არტემ ოგოლი, საკუთარი გამოცდილების მიხედვით, მოგვითხრობს თუ როგორ მოვიყვანოთ კიტრის უხვი მოსავალი ცელოფნის სათბურებში.
სათბურში კიტრის ახალი მოსავლისთვის მზადება იმ მომენტიდან იწყება, როცა დავასრულებთ წინამორბედი კულტურის აღებას.
სათბურში ჩითიელების გადარგვამდე 15-20 დღით ადრე ნიადაგში შეაქვთ ორგანული სასუქი და ფრეზით აფხვიერებენ.
პრეზენტაციაში არტემი მოგვითხრობს კიტრის მოყვანის სხვადასხვა ნოუ-ჰაუს შესახებ, რომელიც, პრაქტიკოსმა აგრონომმა უკვე წარმატებით გამოსცადა.
მოკლედ, გახსენით ვიდეპრეზენტაცია, მოუსმინეთ გამოცდილი აგრონომის რჩევას, საიდანც ბევრ თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ (ბოდიშს მოგიხდით, რომ პრეზენტაცია რუსულ ენაზეა, სამწუხაროდ ამ ეტაპზე თარგმანის შესაძლებლობა არ გვაქვს).