დარგებიმეფუტკრეობა

ვაროას წინააღმდეგ მჟაუნმჟავას გამოყენების ორი მეთოდი

ქვემოთ აღწერილი მეთოდებიდან პირველს იყენებენ არგენტინელი მეფუტკრეები, ხოლო მეორე შემუშავებულია ირაკლი ჯანაშიას მასალების მიხედვით.
პირველი მეთოდი _ 

ვიღებთ 1 ლიტრ სასურსათო გლიცერინს და ვათბობთ წყლიან აბაზანაში მაქსიმუმ 70 გრადუსამდე, შემდეგ ვყრით 600 გრამ მჟაუნმჟავას და ვათბობთ 60 გრადუსამდე. ზედმეტი გათბობა დაუშვებელია. განუწყვეტლივ უნდა ურიოთ ვიდრე ხსნარი გამჭირვალე არ გახდება. 

მუყაოს ქაღალდისაგან ვამზადებთ 2მმ-ინი ფირფიტებს 35*3სმ. სასურველია და წინასწარ მოვღუნოთ П სებურად 26-27 მმ ზედა მხრიდან, რათა ზემოდან ჩამოვდოთ ჩარჩოზე. ათ ჩარჩოიან ოჯახში იდება 4 ფირფიტა, 12-ში _ 5 ფირფიტა. ფირფიტებს ოჯახში ვაჩერებთ 45 დღე.

მოხრილ ფირფიტებს ვდებთ დიდი ზომის ვაკუუმპაკეტებში, ვასხამთ 35 გრადუსამდე გაციებულ ნარევს და ვაჩერებთ 24 საათის განმავლობაში. რაც შეეხება ფირფიტების რაოდენობას ზემოთ მითითებულ რაოდენობაზე რეკომენდირებულია 60 ფირფიტა, ბევრი გვირჩევს 80 ფირფიტას.

თუ მთელი სითხე არ შეიწოვა, საჭიროა მისი დაწრეტა და შემდეგ მისი ჩალაგება ფუტკრის ოჯახებში.

თუ ოჯახი ძლიერია ასევე შეიძლება ფირფიტების მიცემა მეორე კორპუსშიც.

მეორე მეთოდი

ძირითადი სამუშაო წყალხსნარი 3,2%-იანია და მზადდება შემდეგნაირად.

1 ლიტრი სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 600 მლ 65 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში ჩავყაროთ 45 გრამი მჟაუნმჟავა და ხის ან პლასტმასის კოვზით ვურიოთ სრულ გახსნამდე. მხოლოდ შემდეგ ვამატებთ 600 გრამ შაქარს და მასაც მორევით ვხსნით ბოლომდე.

ზოგიერთი მეფუტკრე გვირჩევს 400 გრ შაქრის მიცემას, ნება თქვენია, ოღონდ მიღებული ხსნარი შეავსეთ წყლით 1 ლიტრამდე, რომ  კონცენტრაცია არ დაირღვეს.

წყალი  გამოხდილი, ან ანადუღარი და გაფილტურული უნდა იყოს, რომ ნალექი არ ჰქონდეს. ხისტ წყალში კალციუმის იონები რეაქციაში შედის მჟაუნმჟავასთან, რაც თავიდან უნდა ავირიდოთ (ეფექტურობა შემცირდება).

აღნიშნული მკურნალობის მეთოდი ითვლება ეკოლოგიურად სუფთად და შეიძლება ჩატარდეს როგორც გვიან შემოდგომაზე ისე ადრე გაზაფხულზე.

ბარტყიანობის დროს წამლობა ტარდება 4 -ჯერადად 4-5 დღის ინტერვალით. ერთ ჩარჩოთა შორის სივრცეში ფუტკრის მასაზე ვასხამთ 5 მლ ხსნარს ანუ 10 ჩარჩოიან ოჯახზე დაგეხარჯებათ 50 მლ ხსნარი.

გამზადებული ხსნარი ინახება მინის ან პლასტმასის ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში  6 თვის განმავლობაში მაცივარში.

ხსნარის მომზადების დროს საჭიროა დაიცვათ უსაფრთხოების და ჰიგიენის წესები. სასურველია იმუშაოთ რეზინის ხელთათმანებით და არ შეისუნთქოთ ხსნარიდან გამოყოფილი ორთქლი, უნდა გეკეთოთ პირბადე და დამცავი სათვალე.

იუზა გიგაშვილი,

მეფუტკრეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

,