აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ტენილი

ტენილი _ ყველი მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში ცხვრის რძისგან (ივლის-აგვისტოში) მზადდება, ხოლო დმანისის რაიონში _ ძროხის რძისგან იმ დროს, როდესაც რძე მაღალცხიმიანია (ლაქტაციის ბოლო პერიოდში).

ტენილი სხვა ადგილობრივი წარმოების ყველისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიით, ისე გარეგანი შესახედაობით, გემოთი, სუნით, კონცენტრაციითა და სხვა თვისებებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. იგი პიკანტური გემოთი და არომატით გამოირჩევა.

ტენილის შენახვა და მომწიფება სპეციალურ ხის ქოთნებში ხდება.

გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ მიღებული ყველის მასას ამოავლებენ გამდნარ ცხიმში და ტენიან ქილაში, რომელსაც თავზე აფარებენ ტილოს, 2 დღით ცივად (10-11 გრადუს ცელსიუსზე) ინახავენ, შემდეგ აცლიან ზედმეტ ტენს და სტერილურად ინახავენ.

ჭურჭელს ხსნიან გაზაფხულზე.

ყველს აქვს არაჩვეულებრივი გემო და არომატი.

იგი დღემდე ძირითადად გლეხური წესით მზადდება.