დარგებიმემცენარეობასტატიები

ქართული ჩაის სე­ლექ­ცი­უ­რი ჯი­შე­ბი

ჩა­ის კულ­ტუ­რის მრა­ვალ­სა­უკ­უნ­ოვ­ა­ნი ის­ტო­რი­ი­ს მი­უხ­ედ­ავ­ად, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად, სე­ლექ­ცი­ის მე­თო­დე­ბით ჩა­ი­სა და სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რა­თა სა­მეც­ნე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ჩაქ­ვის ფი­ლი­ალ­ში, ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა აკადემიკოსმა ქსე­ნია ბახ­ტა­ძემ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ჩა­ის სე­ლექ­ცი­უ­რი ჯი­შე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. იგი ამ მუ­შა­ო­ბას 1925 წლი­დან ეწეოდა და სელექციურ სა­მუ­შა­ოს სამ ეტ­აპ­ად ატ­არ­ებ­და:

1. დე­და ბუჩ­ქე­ბის შერ­ჩე­ვა, მა­თი შეს­წავ­ლა, ჰიბ­რი­დი­ზა­ცია, პირ­ვე­ლი თა­ობ­ის გამოყვანა და შემ­დგო­მი თა­ობ­ებ­ის მი­ღე­ბა. ჩა­მოთ­ვლი­ლი ხერ­ხე­ბის გან­მე­ორ­ებ­ით მი­ღე­ბუ­ლ მცე­ნა­რე­თა გამოყვანა-გამრავლება, ჯიშ­თა შეს­წავ­ლა, გა­მოც­და, გამ­რავ­ლე­ბა და წარ­მო­ებ­ა­ში სე­ლექ­ცი­უ­რი ჩა­ის პერ­სპექ­ტი­უ­ლი ჯი­შე­ბის და­ნერ­გვა;

2. საც­დე­ლი ნაკ­ვე­თე­ბი­ს შერჩევა, სა­დე­დე­ებ­ის გა­შე­ნე­ბა და ჯიშთა გამოცდა, სა­თეს­ლე მცე­ნა­რე­თა გამორჩევა-გაზრ­და, ჯიშ­თა შეს­წავ­ლა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და სა­ვე­ლე კონ­ტრო­ლი.;

3. გა­მოყ­ვა­ნილ ჯიშ-პო­პუ­ლა­ცი­ებ­ის თვისებების შეს­წავ­ლა. ჩა­ის ფოთ­ლის სა­შუ­ა­ლო ნი­მუ­შე­ბის აღ­ე­ბა, ფიქ­სა­ცია, სა­ან­ალ­იზ­ოდ მომ­ზა­დე­ბა, ნედ­ლე­ულ­ი­სა და მზა პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის ბი­ოქ­იმ­ი­უ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და ბა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა.

აკ­ად. ქ. ბახ­ტა­ძე სე­ლექ­ცი­ის­ათ­ვის საწ­ყის მა­სა­ლად იყ­ენ­ებ­და ჩა­ის ოთხ ეკ­ოლ­ოგ­ი­ურ პო­პუ­ლა­ცი­ას: ინ­დო-ჩი­ნურს, მსხვილ­ფო­თო­ლა ჩი­ნურს, სა­შუ­ა­ლო ფო­თო­ლა ჩი­ნურს და წვრილ­ფო­თო­ლა იაპ­ონ­ურს.

სე­ლექ­ცი­ის პრო­ცეს­ში თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი ჰქონ­­და ინ­დურ-ჩი­ნუ­რი და ჩი­ნურ-ინ­დუ­რი ჩა­ის ორი ჯგუ­ფი, რომ­ლებ­მაც და­სა­ბა­მი მის­ცეს პირ­ველ სე­ლექ­ცი­ურ ჯი­შებს – “ქარ­თუ­ლი №1” და “ქარ­თუ­ლი №2”.

ჰიბ­რი­დუ­ლი (ჰიბ­რი­დი ლა­თი­ნუ­რი სიტ­ყვაა და ნაჯ­ვარს ნიშ­ნავს) ჯი­შე­ბის მი­სა­ღე­ბად ფარ­თოდ იყ­ენ­ებ­და ჯიშ­თა­­შო­რი­სი და ში­გა­ჯი­შუ­რი დამ­ტვერ­ვის ყვე­ლა ხერხს. ამ გზით იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი ჩა­ის სე­ლექ­ცი­უ­რი ჯიშ-პო­პუ­ლა­ცი­ე­ბი. დღეისათვის უკ­ვე შექ­მნი­ლია ქარ­თუ­ლი სე­ლექ­ცი­უ­რი ჩა­ის ოც­ამ­დე ჰიბ­რი­დუ­ლი პო­პუ­ლა­ცია (პო­პუ­ლა­ცია ფრან­გუ­ლი სიტ­ყვაა და ნიშ­ნავს: გარ­კვე­ულ არ­ე­ალ­ში გავრ­ცე­ლე­ბულ ერ­თი სა­ხის მცე­ნა­რე­თა ან ცხო­ველ­თა ერ­თი­ან­ობ­ას).

სე­ლექ­ცი­უ­რი ჩა­ის წარ­მო­ებ­ა­ში და­ნერ­გვის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად ყვე­ლა სე­ლექ­ცი­უ­რი ჰიბ­რი­დი გა­ა­ერ­თი­ან­ეს 3 ჯგუფ­ში მა­თი წარ­მო­შო­ბის, მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის სი­ახ­ლო­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

I ჯგუფ­ში შე­დის № 1, 2, 3, 4, 5, 13, 14, 16, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­სა­შე­ნებ­ლად სამ­ხრე­თის და შე­და­რე­ბით თბილ ჩრდი­ლო­ეთ­ის რეგიონებში, ტემ­პე­რა­ტუ­რის 8 გრა­დუ­სამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი და­ცე­მით;

II ჯგუ­ფი არ­ის ზამ­თარ­გამ­ძლე ჰიბ­რი­დე­ბი მსხვილ­ფო­თო­ლა ჩაი № 6, 9, 10, 11, 15, რომ­ლე­ბიც 15 გრა­დუ­სამ­დე ყინ­ვას უძ­ლე­ბენ;

III ჯგუ­ფი მო­იც­ავს ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ზამ­თარ­გამ­ძლე ჰიბ­რი­დებს: № 7, 8, 12 – სა­შუ­ა­ლო ფო­თო­ლა ჰიბ­რი­დე­ბია, რომ­­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ­ის, მთა­გო­რი­ა­ნი რელიეფის პირობებში და სამ­ხრე­თის ცივ ად­გი­ლებ­ში გა­სა­შე­ნებ­ლად.

ამ­ათ­გან, ყვე­ლა­ზე აღ­ი­არ­ებ­უ­ლი ჯი­შე­ბია “ქარ­თუ­ლი № 1” და “ქარ­თუ­ლი №2”.

– ქარ­თუ­ლი № 1 ინ­დურ-ჩი­ნუ­რი ჩა­ი­სა და დიდ­ფო­თო­ლა ჩი­ნუ­რის ჰიბ­რი­დია. მძლავ­რი მცე­ნა­რეა და 30%-ით მეტ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა ად­გი­ლობ­რივ სა­მე­ურ­ნეო პო­პუ­ლა­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბით. გა­მოყ­ვა­ნი­ლია 1941 წელს.

– ქარ­თუ­ლი № 2 – ჩი­ნუ­რი ჩა­ის ჰიბ­რი­დია ინ­დურ – ჩი­ნურ­თან შედარებით. უფ­რო გამ­ძლეა, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი №1. სა­მე­ურ­ნეო პო­პუ­ლა­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბით 15-30 %-ით მეტ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა. გა­მოყ­ვა­ნი­ლია 1941 წელს. ქარ­თულ № 1-თან შე­და­რე­ბით უფ­რო ყინ­ვა­გამ­ძლეა, იტ­ანს 10 გრა­დუ­სამ­დე ყინ­ვას.

ჩა­ის ახ­ა­ლი, მა­ღალ­პრო­დუქ­ტი­უ­ლი ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნის საქ­მე­ში თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მა­ტე­ბე­ბია მო­პო­ვე­ბუ­ლი აგ­რეთ­ვე კლო­ნურ სე­ლექ­ცი­აშ­იც. კლონს ერ­თი მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ტი­ურ შთა­მო­მავ­ლო­ბას უწ­ოდ­ებ­ენ. ის ით­ვა­ლის­წი­ნებ­ს შერ­ჩე­უ­ლი, უკ­ეთ­ე­სი ნიშ­ნე­ბის მქო­ნე ბუჩ­ქე­ბის ვე­გე­ტა­ტი­ურ გამ­რავ­ლე­ბას და ინ­დი­ვი­დის ნამ­რავ­ლის – კლო­ნის და­ნერ­გვას წარ­მო­ებ­ა­ში. მრა­ვალ ჯიშ­თა გა­მოც­დის შემ­დეგ ძა­ლიან პერსპექტიული აღ­მოჩნ­და კლო­ნი № 257, იგი ამ­ჟა­მად ჯი­ში “კოლ­ხი­დას” სა­ხე­ლით არ­ის ცნო­ბი­ლი. ის შერ­ჩე­ულ­ია სე­ლექ­ცი­ონ­ერ მ. კო­ლე­ლიშ­ვი­ლის და ტ. მუ­ტოვ­კი­ნას მი­ერ 1939 წელს. ჯი­ში “კოლ­ხი­და” 35-50%-მდე მეტ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა და­რა­ი­ონ­ებ­ულ სე­ლექ­ცი­ურ ჯი­შებ­თან შე­და­რე­­ბით. ჯი­ში “კოლ­ხი­დას” თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი ჯიშ-პო­პუ­ლა­ცია უფ­რო ამ­ტა­ნია გარემო პირობებისადმი და შე­და­რე­ბით მა­ღალ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა, ვიდ­რე მა­თი ვე­გე­ტა­ცი­უ­რი თა­ო­ბა.

ახ­ა­ლი, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ჯი­შე­ბი­სა და ფორ­მე­ბის მი­სა­ღე­ბად კვლე­ვა გრძლე­დე­ბა. ბო­ლო (პროფ. ვ. კუ­ტუ­ბი­ძის ხე­ლ­მძღ­ვა­ნე­ლო­ბით) წლებ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი იქ­ნა ახ­ა­ლი მა­ღალ­მო­სავ­ლი­ა­ნი და მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ში­და­ჯი­შუ­რი და ჯიშ­თა­შო­რი­სი ჰიბ­რი­დე­ბი. ეს­ენ­ია: № 27, 36, 56, 59, 62, 101, 212. მათ­გან ოთ­ხი გა­და­ე­ცა სა­ხელ­მწი­ფო ჯიშ­თა გა­მოც­დას. ამ საქ­მე­ში ჩაბ­მუ­ლი არ­ი­ან მაგისტრები და დოქტორანტები, რაც სა­მო­მავ­ლოდ კვლე­ვა-ძი­ებ­ის გაგრ­ძე­ლე­ბის კარ­გი სა­წინ­და­რია. მო­მა­ვალ­ში მე­ჩა­ი­ე­ობ­ის აღ­ორ­ძი­ნე­ბა, ახ­ა­ლი პლან­ტა­ცი­ებ­ის გა­შე­ნე­ბა და ძვე­ლი, ამ­ორ­ტი­ზე­ბუ­ლი პლან­ტა­ცი­ებ­ის შეც­ვლა, მხო­ლოდ ჩა­ის ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბი­თ, კლონებითა და  ჰიბ­რი­დე­ბით უნ­და მოხ­დეს.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკდემიის აკადემიკოსი,

„სუბტროპიკული კულტურები“