ხახვის იმპორტისთვის 2019-2020 წლებში საქართველომ $15 მლნ. გადაიხადა
2019 წელს საქართველოში 12.4 მლნ დოლარის 34,781 ტონა ახალი ან გაცივებული თავიანი ხახვი და ხახვი-შალოტის იმპორტი განხორციელდა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა. სტატისტიკის თანახმადვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 9,031 ტონის ხახვის იმპორტისთვის საქართველოდან 3 მლნ დოლარი გავიდა.
როგორც წელს, ისევე როგორც 2019 წლის განმავლობაში, საქართველოში ხახვი თურქეთიდან შემოდის ($5 მლნ); ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია უზბეკეთი ($2,3 მლნ), აზერბაიჯანი ($1,8 მლნ), ყაზახეთი ($1,8 მლნ) და რუსეთი ($0.5 მლნ).
რაც შეეხება ექსპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, შარშან საქართველოდან 279,4 ათასი აშშ დოლარის 804.6 ტონა ხახვის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
წყარო: bm.ge