აგროსიახლეები

COVID-19 პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

COVID-19 პანდემიამ მძიმე გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზე – გლობალური ჯანდაცვის კრიზისი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში ღრმა და სავალალო შედეგებით გადაიზარდა. ამ ეკონომიკური შოკის თავისებურებები მნიშვნელოვნად განსხვავდება აქამდე არსებული კრიზისებისგან და გავლენას ახდენს მიწოდებაზე, მოთხოვნასა და მომხმარებელთა ნდობაზე. „განსაკუთრებული სიტუაცია განსაკუთრებულ ქმედებას მოითხოვს”1 – პანდემიამ საჭირო გახადა სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი და მიზანმიმართული რეაგირება, ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს ფისკალური პოლიტიკა ასრულებს.

პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაწეული ხარჯი მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 3.3 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება2. სახელმწიფოები მიმართავენ „დროულ, დროებით და მიზნობრივ“ ზომებს, მათ შორის, ანაზღაურებად შვებულებებს, ტრანსფერებს, უმუშევრობის დახმარებას, ხელფასის სუბსიდირებას, გადასახადების გადავადებებს და ფირმების ლიკვიდურობის მხარდაჭერას.

მოწინავე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს, ძლიერი საგადასახადო შეღავათების სისტემებით, აქვთ მრავალფეროვანი ფისკალური ინსტრუმენტების გამოყენების საშუალება, თუმცა, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბიუჯეტები არ იძლევა ეკონომიკური შოკების საპასუხოდ მსგავსი ზომების მიღების შესაძლებლობას. ნათელია, რომ პანდემიით გამოწვეული დამატებითი დანახარჯები, შემცირებული და გადავადებული გადასახადები, აისახება გაზრდილ ბიუჯეტის დეფიციტსა და საგარეო ვალის გაუარესებაში.

კვლევა ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://pmcresearch.org/publications_file/9bc45ec3a2807b1c3.pdf