აგროსიახლეები

საქართველოში წლეულს ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში იმყოფება ერთი პაციენტი, რომელიც ყირიმ-კონგოს ცხელებით მკურნალობდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განამრტებით, ის უკვე გამოჯანმრთელდა და მალე კლინიკას დატოვებს.

ყირიმ-კონგოს დაავადების საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც ყირიმ-კონგოს დიაგნოზი  გამოირიცხა და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინიც დატოვებენ კლინიკას.

წლეულს ქალბატონი მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ქვეყანაში წლეულს ყირიმ-კონგოს დაავადების მხოლოდ 10 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.