ჯიშიანი და მაღალხარისხიანი თესლის გარეშე უხვი მოსავლის მიღება შეუძლებელია
სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თანამედროვე, უხვმოსავლიანი ჯიშების და ჰიბრიდების გამოყვანას და წარმოებაში დანერგვას სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და ხარისხის გაზრდაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რაც არ უნდა კარგი ჯიში ან ჰიბრიდი გვქონდეს, თუ მათი მეთესლეობა სწორად არ დაიგეგმა, ის ძალიან სწრაფად გაქრება წარმოებიდან, რისი უამრავი მაგალითი არსებობს.
მეთესლეობის მთავარი ამოცანა ჯიშის ჯიშური ნიშან-თვისებების შენარჩუნება და მისი შემდგომი გაუმჯობესებაა.
მაღალი სათესი ღირსებისა და უხვმოსავლიანი, ჯიშიანი თესლის მიღება მხოლოდ და მხოლოდ მიწათმოქმედების მაღალი კულტურის პირობებში, მეცნიერულად დასაბუთებული აგროწესების დროული და კომპლექსური გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი.
მეთესლეობის განვითარება მაღალორგანიზებული ღონისძიებაა, სამწუხაროდ დღეს დარღვეულია ჯიშთა ცვლის და ჯიშთა განახლებას შორის კავშირი, აქედან გამომდინარე ქვეყანა ხარისხიანი სათესლე მასალის მწვავე დეფიციტს განიცდის.
რა გამოწვევების წინაშე დგას დარგი დღეს, საშემოდგომო თავთავიანი მარცვლეული კულტურების რა ხარისხის თესლი ვრცელდება ქვეყანაში, დაცულია თუ არა ფერმერი რომ ის მის მიერ შეძენილი თესლი აკმაყოფილებს სტანდარტს, რომ მეტნაკლებად კარგი მოსავალი მიიღოს, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავი ტვ-ს ერთობლივ გადაცემა „მედია ფერმერებისთვის“ დღეს ამ თემაზე სამსჯელოდ მოვიწვიეთ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის მთავარი აგრონომი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ადოლ ტყეშელაშვილი.
გადაცემა სრულად ნახეთ თანდართულ ბმულზე: