უნივერსიტეტი და ფერმერი მუშაობს როგორც ერთი ორგანიზმი
ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობით დღეს, როგორც მთელ მსოფლიოში ისე საქართველოში, რთული პრობლემაა, მაშინ როცა აგრო ტექნოლოგიები და ტექნიკა საოცარი სისწრაფით ვითარდება, სულ უფრო ინტენსიურად ინერგება ციფრული ტექნოლოგიები და აგროპროდუქციის წარმოების ინოვაციური მიდგომები, რაც ამ სფეროში კარგად მომზადებული ახალგაზრდა სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.
დღეს, სწორედ ასეთ ახალგაზრდას გაგაცნობთ, რომელიც დაინტერესებულია ღრმად შეისწავლოს აგრარული მეცნიერებების კონკრეტული მიმართულებები და ქვეყანაში თანამედრვე ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყოს ხელი.
ბექა ლიპარტელიანი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია, რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პენსილვანიის უნივერსიტეტში სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ის დღეს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავის ერთობლივ გადაცემის „მედია ფერმერებისთვის“ სტუმარია და მოგვითხრობს, რა მეთოდებს იყენებენ თეორიული თუ პრაქტიკული მეცადინეობის დროს პენსილვანიის უნივერსიტეტში, რა მიმართულებებზე მახვილდება ყურადღება, როგორ შეძლებს მიღებული გამოცდილების გამოყენებას საქართველოში.
გადაცემას უძღვება ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი