ფაო _ მსოფლიო საკვების დეფიციტის უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დგას
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო საკვების დეფიციტის უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დგას.
„ისტორიაში აგროსასურსათო სფეროში არ შეჯახებიან ისეთ მრავალრიცხოვან, ახალ, უპრედენტო საფრთხეებს, როგორიცაა დიდი ხანძრები, ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, კალიების შემოსევის არნახული მასშტაბს და ბიოლოგიურ კატასტროფას COVID-19 პანდემიის სახით“, – წერია ანგარიშში.
ამ კატასტროფების საშუალო წლიური რაოდენობა 1970-1980 წლების მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მრევწლობისა და ტურიზმის დარგებიდან, ზიანის 63% სწორედ სოფლის მეურნეობაზე აისახება. მითუმეტეს, ძირითად სიმძიმეს მეტნაკლებად განვითარებულ და დაბალი ან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები განიცდიან. 2008-2018 წლებში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურმა ზარალმა 108 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში მეცხოველეობისა და მცენარეული პროდუქციის დანაკარგმა ან სრულად განადგურებამ განაპირობა. FAO ამ პერიოდის ყველაზე დაზარალებულ რეგიონად ასახელებს აზიას, სადაც საერთო ეკონომიკურმა ზარალმა 49 მლრდ დოლარს მიაღწია. შემდეგ მოდის აფრიკა 30-მილიარდიანი დოლარის ზარალით, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები – 29 მილიარდი დოლარით.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია თავის ანგარიშში ასკვნის, რომ სტიქიურ უბედურებებსა და კატასტროფებს საბოლოო ჯამში მომაკვდინებელი შედეგი მოაქვს კვებისთვის და სურსათის უსაფრთხოებისთვის.
ანგარიშში პირველად ეკონომიკური ზარალი კალორიებისა და კვების ღირებულების გამოანგარიშებითაა მოცემული. მაგალითად, განვითარებად და ნაკლეებად განვითარებად ქვეყნებში მცენარეულობისა და მეცხოველეობის დარგების 2008-2018 წწ პერიოდის დანაკარგები კალორიებშია გადაანგარიშებული და შეადგინა წელიწადში 6.9 ტრილიონი კილოკალორია. ასეთი რაოდენობის კალორია წელიწადში მხოლოდ 7 მილიონ ზრდასრულ ადამიანს შეეძლო მიეღო. მაგალითად, ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში ბუნებრივმა კატასტროფებმა მოსახლეობის ერთ სულზე დღეში 975 კალორიის დაკარგვა გამოიწვია, რაც რეკომენდირებული დღიური მოხმარების ნორმის მხოლოდ 40%-ია, შემდეგ მოდის აფრიკა – 559 კალორიით და აზია – 283 კალორიით.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
წყარო: www.bpn.ge