აგრარული განათლებადარგებიფერმერი ფერმერს

ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და ცოცხალი მიწა

ნიადაგს  როდესაც განვიხილავთ და გვინდა ავამაღლოთ, ან შევინარჩუნოთ მისი ნაყოფიერება, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ნიადაგი არის ცოცხალი და ის წარმოადგენს რთულ სისტემას, რომელიც ცოცხლობს და ვითარდება თავისი კანონებით, ამიტომ ნაყოფიერებაში კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ნიადაგის ის თვისებები და პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფენ მცენარეების ნორმალურ ზრდა განვითარებას.

ნიადაგში მიმდინარე ყველა პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ერთი რომელიმე მათგანის გამოთიშვა ან შესუსტება იწვევს ნიადაგის მთელი შემადგენლობის შეცვლასა და თვისებების დაკარგვას_ http://urozhayna-gryadka.narod.ru/sostav_pochvi.htm.

ნიადაგის შემადგენლობა

როდესაც საქმე გვაქვს ნიადაგთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სხვა სამყაროსთან, სადაც ცხოვრობენ: მცენარის ფესვები, ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები, მარტივი ერთუჯრედიანები, ტკიპები, ნემატოდები, ჭიაყელები, ჭიანჭველები, მწერები და მათი მატლები, ცხოველები და სარეველა მცენარეები. მცენარის ფესვები, როგორც მცენარის სხვა ორგანოები სუნთქავს.

სუნთქვის დროს ფესვები, ისევე როგორც მცენარის თესლი, ითვისებს ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. ამის გამო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ფესვებს მუდმივად მიეწოდოს ჰაერი. ამის გამო ნიადაგი ყოველთვის უნდა იყოს ფხვიერი.  http://kaz-ekzams.ru/807-dyxanie-kornej-vidoizmeneniya-kornej.html.

ვირუსები

ვირუსები 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი გააჩნიათ. ბუნებაში ვირუსი ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც უჯრედული აგებულება არ აქვს. მკვდარ ბუნებაში ისინი ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ არცერთ ნიშანს არ ავლენენ. ამის გამო მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, მიეკუთვნებინათ თუ არა ისინი ცოცხალი ორგანიზმებისთვის.

ვირუსს დამოუკიდებლად გამრავლების უნარი არ გააჩნია, იგი მხოლოდ უჯრედების ინფიცირების საშუალებით მრავლდება. ვირუსები გასამრავლებლად ადამიანის, ცხოველის ან მცენარის უჯრედებს ირჩევენ.

ვირუსის გამრავლების გამო, მასპინძელი უჯრედი იღუპება.

ვირუსები  ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი  ბაქტერიებს უჭირავს, რომლებიც ნიადაგში მნიშვნელოვნად ბევრია, ვიდრე წყალში და ჰაერში. ნიადაგის ერთ გრამ ზედა ფენაში: 72 000-ზე მეტი ამება, 62 000-მდე წყალმცენარე, 111 000-მდე სოკო, 3 000 000-მდე აქტინომიციტებია თავმოყრილი.

ნიადაგის მთელი მიკროფლორის მასა აღემატება დედამიწის ზედაპირზე მცხოვრები ცხენების, ძროხების, ცხვრების და კურდღლების მთლიან მასას.

ბუნებრივ პირობებში ნიადაგში ნივთიერებათა მუდმივი წრებრუნვა მიმდინარეობს. მცენარის მინერალური ნივთიერებები გადადის ჩლიქოსნებში. შემდეგ ეს ნივთიერებები იხრწნება და მცენარეებს კვლავ შეუძლია მათი შეთვისება. სოკოები და ბაქტერიები რომ არ ხრწნიდნენ არაორგანულ ნივთიერებებს, ვერც ცხოველები და ვერც მცენარეები ვერ შეითვისებდნენ, ისინი არ დაბრუნდებოდნენ ნიადაგში.

ნიტრატები, ფოსფატები და კალიუმი კონცენტრირდებიან მცენარეებში და ცხოველებში, ნიადაგში კი, როგორც წესი, ძალიან ცოტაა. ასეთი წრებრუნვის გარეშე სიცოცხლე შეწყდებოდა.

მიკროორგანიზმები მონაწილეობას იღებენ აზოტის, ფოსფორის შენაერთების მცენარისათვის შეუთვისებელი ფორმიდან შესათვისებელ ფორმაში გადაყვანაში.

ნიადაგის უმცირესი ორგანიზმები შლიან ცხოველების და მცენარეების ნეშტს უბრალო ქიმიურ შენაერთებად, რომლებსაც ხელახლა შეითვისებენ მცენარეები.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, იმისთვის, რომ ავამაღლოთ ნიადაგის ნაყოფიერება, უნდა გავითვალისწინოთ: კლიმატური პირობები, ნიადაგის მდგომარეობა, მცენარის, ნიადაგში არსებული ცოცხალი ორგანიზმების, ბაქტერიების და მიკრობების მოთხოვნილებები. რადგანაც ნიადაგის ზედმეტი ტენიანობა, გვალვა და ჩატარებული აგროტექნოლოგიური სამუშაოები გავლენას ახდენს მათ ცხოველმყოფელობაზე. ნიადაგის ტენიანობის 80% ფრიად არასახარბიელო გავლენას ახდენს რიზოსფეროს მიკროფლორაზე. ნიადაგის ტენიანობის 60%-ის დროს ფესვთან ახლოს არსებულ მიკროფლორას ყველაზე ხელსაყრელი პირობები ექმნება.

ნიადაგის არასაკმარისი ტენიანობა უარყოფითად მოქმედებს რიზოსფეროს მიკროფლორაზე. – http://www.vestnik-mgou.ru/Articles/Doc/151 –   ფიზიკური-ქიმიური და მიკროორგანიზმების მოქმედებით გამოწვეული სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესები ბუნებრივ და ადამიანის მიერ შექმნილ ნიადაგში მიმდინარეობს.

ნებისმიერი ნიადაგი წარმოადგენს უამრავი მიკრობების და სოკოების საცხოვრებელ გარემოს, რომლებიც სიცოცხლის პერიოდში შლიან ნიადაგში არსებულ ორგანულ ნივთიერებებს, სიკვდილის შემდეგ კი წარმოქმნიან ჰუმუსოვანი ფენის შექმნის საწყისს.

როგორც მიკროორგანიზმები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აზოტის, ფოსფორის შენაერთების მცენარისათვის შეუთვისებელი ფორმიდან შესათვისებელ ფორმაში გადაყვანაში, ასევე ბაქტერიები შესამჩნევ როლს ასრულებენ  ნიადაგში წყლის, ჰაერის და თბური რეჟიმის გაუმჯობესებაში. ისინი ასევე ხელს უწყობენ ორგანული ნივთიერებების გადაადგილებას ნიადაგის ღრმა ფენაში, მინერალურ ნივთიერებებს კი ნიადაგის ზედა ფენებში, ეხმარება მცენარეთა ფესვებს უკეთესად შეითვისონ საკვები ნივთიერებები.

ამრიგად, ბაქტერიები და სოკოები ნიადაგის ნაყოფიერების შექმნასა და მის აღდგენაში უაღრეად სასარგებლო როლს ასრულებენ.

ზურა ბილანიშვილი