აგრარული განათლებადარგებიმებაღეობამცენარეთა დაცვა

თხილის მავნებელ -დაავადებებისაგან დაცვა აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისში

სამყურა ფოთლის ფაზა, როცა სადღეღამისო ტემპერატურა 12-15°C და მეტია.

კომბინირებული წამლობა: შესხურება აკარიციდებით კვირტის ტკიპას წინააღმდეგ (2 – 3 ტკიპით დაზიანებული კვირტი 1 სიგრძივ მეტრზე): ენვიდორი 0.4 ლ/ჰა, ან ვერტიმეკი 1ლ/ჰა, ან ტალავი 0.4 – 0.5 კჰ/ჰა, ან მასაი 0.5 კგ ჰა, ან ორტუსი 0.5 – 0.75 ლ/ჰა, ან გოლდმაიტი 2.2 – 4.3 ლ/ჰა, ან ობერონი 0.5 ლ/ჰა, ან კაისო 0.8 კგ/ჰა ან სხვა აკარიციდები + შესხურება გულის სიდამპლეების გამომწვევი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ: სპეციფიური სისტემური ფუნგიციდებისვიტჩი 1.0 კგ/ჰა, ან კარნავალი 1.0 ლ/ჰა, ან სკალა 1 კგ/ჰა, ან როვონე 1 კგ/ჰა, ან კანტუსი 1 კგ/ჰა, როვრალ აქვაფლო 1.0 – 1.5 ლ/ჰა, ან სიგნუმი 1 კგ/ჰა, ან ლუნა სენსეიშენი 0.25 – 3.0 ლ/ჰა, ან ზატო სტარი 0.5 ლ/ჰა; სპილენძის შემცველი კონტაქტური ფუნგიციდები: კოსაიდ 2000 3 – 4 კგ/ჰა, ან ნორდოქსი 3 კგ/ჰა, ან აირონი 4 – 5 კგ/ჰა, ან იროკო 3 – 4 კგ/ჰა, ან კოპერ-ქაუნთი 5ლ/ჰა, ან ჩემპიონი 4 კგ/ჰა, ან კუპროქსატი 4-5 ლ/ჰა, ან კუპროფლო 3.5 კგ/ჰა + შესხურება ნაცრის საწინააღმდეგოდ გოგირდის შემცველი კონტაქტური ფუნგიციდებით (თანმდევი ეფექტი კვირტის ტკიპას წინააღმდეგ, თუ მისი რაოდენობა 1 სიგრძივ მეტრზე 2-ზე ნაკლებია) – თიოვიტ-ჯეტი 5 – 6 კგ/ჰა, ან სულფოლაკი 5 კგ/ჰა, ან კუმულუსი 5 კგ/ჰა, ან პოვერ სულფური 5 – 6 კგ/ჰა.

ძლიერი ნაცრის კერებში (გავრცელება 40 – 45%, ინტენსივობა 15 – 20%) შესხურება სისტემური ფუნგიციდებით: ტოპაზი 0.4 ლ/ჰა, ან მისტიკი 0.4 – 0.5 ლ/ჰა, ან პანჩი 0.1-0.12 ლ/ჰა, დინალი 0.7 – 0.9 ლ/ჰა, ზატო სტარი 0.5 ლ/ჰა, ან სტრობი 0.2 კგ/ჰა, ან ტალენდო 0.25 ლ/ჰა, ან ფალკონი 0.3 ლ/ჰა.

გამოთიბვა, დამულჩვა ან შესხურება სარეველების წინააღმდეგ: ფასინეტი 4 ლ/ჰა, ან სანფორსი 3 – 4 ლ/ჰა, ან კლინი 3 ლ/ჰა, ან ნოკდაუნი მაქსი 2.0 – 2.5 კგ/ჰა, ან რაუნდაპი ექსტრა 3 – 5 ლ/ჰა.

შავი ხარაბუზით დაზიანებული წვეროების გამოჭრა გამხმარი ადგილიდან 20 სმ დაცილებით.

ხელით შეცლა ან შესხურება ძირებიდან ამონაყარის გასანადგურებლად: კაბუკი 200 – 400 მლ/100ლ წყალში.

შენიშვნა: რეკომენდაციაში მოცემული პესტიციდები რეგისტრირებულია საქართველოში. შესაძლებელია მისი კორექტირება, ასევე პრეპარატების ჩანაცვლება სპეციალისტებთან შეთანხმებით კლიმატური პირობების, ზონების, პესტიციდების ასორტიმენტისა და გამოყენების რეგლამენტების გათვალისწინებით.

სამუშაო ხსნარის მომზადება: ჩატარებული წამლობის ეფექტიანობისთვის საჭიროა სამუშაო ხსნარის კონცენტრაციის ზუსტი განსაზღვრა: სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია არის პრეპარატის ხარჯვის ნორმა (1 ჰა-ზე) გამრავლებული 100-ზე და გაყოფილი სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმაზე (1 ჰა-ზე).

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი