აგროსიახლეებიდარგებიმეცხოველეობა

„პეპელა“ ადიგენში ძროხების სილამაზის კონკურსის „მის ძროხა“ 2021 გამარჯვებულია

მაისის ბოლოს თუ  ადიგენის მაღალმთიან სოფელ დერცელში მოხვდებით, ეს სანახაობა არ უნდა გამოგრჩეთ . აქ ადგილობრივები საზაფხულო საძოვრებზე  წასასვლელად განსაკუთრებით ემზდებიან, ძროხებს სხვადასხვა სახის საღებავით და სამკაულებით რთავენ, რაც მთაში წასვლის სიხარულთან, გაზაფხულის მოსვლასა და პირუტყვის ავი თვალისგან დაცვასთან ასოცირდება.

მთაში წასვლამდე ოჯახები მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია სწორედ ძროხების შეღებვა და სადღესასწაულო მორთულობებით გალამაზებაა. ამ პროცესში ძირითადადб ქალები მონაწილეობენ.

ადგილობრივებს ტრადიცია არც წელს დაურღვევიათ. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე პირუტყვი სხვადასხვა ფერის საღებავით, „ფუსკულებით“, გვირგვინებით და ფერადი რქებით შეამკეს და მთის გზას დაადგნენ.

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ადგილობრივებმა ძროხების სილამაზის კონკურსიც მოაწყмეს, ჟიური  პირუტყვს ჰიგიენური მდგომარეობის, ვიზუალის და მორთულობის მიხედვით აფასებდა. ყველას მოწონება „პეპელამ“ დაიმსახურა და საჩუქრებიც გადაეცა.

მთაში დერცელის მოსახლეები ორსართულიან ხის სახლებში ზაფხულის 2-3 თვეს ატარებენ, ამ პერიოდში რძის ნაწარმს ამზადებენ და შემოდგომაზე ყიდიან. პირველ სართულზე პირუტყვი ჰყავთ, მეორეზე კი თავად ცხოვრობენ.

წყარო: