ღვინო და „ყურანი“

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმთა მთავარ წიგნში _ ყურანში უმეტესწილად დაგმობილია მემთვრალეობა (ზედმეტი მემთვრალეობა ბიბლიაშიც ცუდ საქციელად ითვლება) ღვინო და ღვინის სმა, აქაც კი არის ადგილები, სადაც ღვინო დადებით კონტექსტში მოიხსენიება.

ზოგადად ღვინო ყურანში ბევრჯერ არის ნახსენები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყურანის დაწერის პერიოდში ღვინის შესახებ ადამიანებმა ძალიან ბევრი იცოდნენ. გთავაზობთ ნამდენიმე მცირე ამონარიდს ყურანიდან, სადაც ღვინოზეა საუბარი:

როდესაც მოხდება განყოფა, ალაჰი სამოთხეში გააგზავნის მორწმუნეებს, ჯოჯოხეთში კი – ურწმუნოებს.

ყურანი სამოთხის შემდეგ სურათს გვიხატავს:

„აი, ნიმუში სამოთხისა, რომელიც აღეთქვათ მორწმუნეებს: მასშია მდინარენი დაუმყაყებელი წყლისა და მდინარნი რძისა, რომელსაც გემო არ ეცვლება და მდინარენი ღვინისა საამურისა მსმელთათვის და მდინარენი დამდნარი თაფლისა (47:16-17)“.

„გარდა უგემრიელესი ხილისა თუ საჭმელ-სასმელისა, მათ შორის, მუსლიმთათვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში აკრძალული ღვინისა – წყურვილს მოიკლავენო დაბეჭდილი ღვინით, რომლის ბეჭედიც იქნება მუშკი (83:25-26)“.

თუმცა, ბევრი მუსლიმი სწავლული განმარტავს, რომ ყურანში ნახსენებ იმქვეყნიურ ღვინოსა და ამქვეყნიურ ღვინოს შორის საერთო მხოლოდ სახელია.

წყარო: allwine.ge