მედიარუბრიკებისტატიები

უმუშევრობა საქართველოში (2017-2020), ეკონომიკური მიმოხილვა, ინდიკატორები

დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა რჩება მნიშვნელოვან პრობლემად, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.

COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე, საქართველოში უმუშევრობის დონის შესამჩნევად დაღმავალი ტენდენცია შეიმჩნეოდა. 2017 წლიდან – 2019 წლამდე მაჩვენებელი 21.6%-დან 17.6%-მდე შემცირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონის შემცირების პოზიტიური ცვლილება არ ასახულა დასაქმების მაჩვენებელზე, რომელიც მოცემულ პერიოდში უცვლელი იყო. მეტიც, 2017 წლიდან – 2019 წლამდე პერიოდში, სამუშაო ძალაში ჩართული ადამიანების მაჩვენებელი შემცირდა 54.5%-დან 51.8%-მდე. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ უმუშევრობის დონის კლება ამ პერიოდში განაპირობა არა გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ ან შრომის ბაზრის პოზიტიურმა ცვლილებებმა, არამედ სამუშაო ძალის შემცირებამ.

აღნიშნულ ბიულეტინში განხილულია 2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენცია და COVID-19-ისგან გამოწვეული კრიზისის გავლენა უმუშევრობის დონეზე.

პუბლიკაცია ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულზე: https://pmcresearch.org/publications_file/d08e6100009f501a4.pdf