წიწაკის მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი დამწყები ფერმერებისთვის
წიწაკა (Capsicum) — მცენარეთა გვარის, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის, მრავალწლოვანი ბუჩქბალახია, კულტურული ფორმით ერთწლოვანი ბოსტნის მცენარეა. აქვს განტოტვილი, 30-130 სმ სიმაღლის ღერო.
წიწაკის უამრავი ჯიში არსებობს და მას მთელ მსოფლიოში იყენებენ, როგორც საკვებ, ისე სხვა სამეურნეო დანიშნულებით.
წიწაკის მოყვანა რთული არ არის და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.
წიწაკა მთელ საქართველოშია გავრცელებული. ის თითქმის ყველგან მოჰყავთ.
რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე წიწაკის მოყვანას გადავწყვეტ და შრომას შევუდგებით.
ნიადაგის დამუშავება
აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხსნას 30-35 სმ სიღრმეზე, დასავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე.
ნიადაგის გაფხვიერება
ნიადაგის გაფხვიერება დაფარცხვას მიმართავენ აპრილში, გამოიყენება დისოკებიანი კულტივატორი, კბილებიანი ფარცხი ან დანებიანი კულტივატორი.
ჩითილების გამოყვანა
მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში მიმართავენ ჩითილების გამოყვანას კვალსათბურებში, მომზადებულ გრუნტში, ერთჯერად ჭიქებში ან სპეციალურ კასეტებში. კასეტებში იყრება ნეიტრალური რეაქციის მქონე ტორფის სუბსტრატი და აგრო-პერლიტის ნაზავი. წიწაკის მცენარის თესლები ითესება 1-2 სმ სიღრმეზე.
ჩითილების მოვლა
მოიცავს მორწყვას, დაცვას დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან, დაცვას მავნებელბისგან. მახრები, ჭიჭინობელა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება ფორსი, პირინექს სუპერი, პრიბანი, დურსბანი და სხვა მათი ანალოგები. ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება: პრევიკურ ენერჯი, პროპაკური, აპრონ XL ან სხვა მათი ანალოგები.
ჩითილების გადარგვა
გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში, ამ დროს ჩითილები არიან 18-22 სმ სიმაღლის, 4-5 ნამდვილი ფოთლით, 35-45 დღის ასაკის. მცენარეთა გადარგვა ხდება ტენიან ნიადაგში, კვების არე ტკბილი წიწაკისთვის 60X30 სმ. მწარე წიწაკისთვის 50X20 სმ.
მცენარეთა მორწყვა
გადარგული მცენარეები ირწყვება 5-7 დღეში ერთხელ (კლიმატური პირობებისა და საჭიროების მიხედვით). მთელი ვეგეტაციის მანძილზე მაისიდან-ოქტომბრის ჩათვლით. ვეგეტაციის პერიოდში ირწყვება 15-20-ჯერ. მორწყვის ნორმა 200-300 კუბური მეტრი 1 ჰექტარზე. სარეველების მოცილება და ნიადაგის გაფხვიერება გადარგვიდან ორი კვირის შემდეგ ივნისის დასაწყისში მიმართავენ რიგთაშორისების პირველ გაფხვიერებას და სარეველათა მოცილებას. ამავე დროს ტარდება მცენარეთა დამატებითი გამოკვება მინერალური და ორგანული სასუქებით, ნიადაგის ქიმიური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე. ნიადაგის გაფხვიერება შესაძლებელია დაგვჭირდეს 2-3 ჯერ.
მცენარეთა დაცვა
მცენარეთა დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან საჭიროა მთელი ვეგეტაციის მანძილზე. ფუნგიციდებიდან გამოიყენება: რიდომილ გოლდ მც, აკრობატ მც, კუპროქსატი, კუპერვალი, ანტრაკოლი ან სხვა მათი ანალოგები, ინსექტიციდებიდან გამოიყენება აქტარა, კონფიდორ მაქსი, სპინტორი, კრალი და სხვა მათი ანალოგები.
მოსავლის აღება
მოსავლის აღება მიმდინარეობს ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მოსავლიანობა 20-40 ტონა ჰექტარზე.