აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

საღვინე ვაზის ჯიში წითელი რქაწითელი

 წითელი რქაწითელი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. 

რქაწითელი წითელი საშუალო ზრდა-განვითარების და საშუალოზე მცირე მოსავლიანია. არის იშვიათი ჯიში. გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მუქი ბროწეულისფერია.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება ძალიან სუსუტი შებუსვით.

მტევანი კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი პატარა ზომისაა, ოდნავ ოვალური ფორმის. რბილობი საშუალო სიმკვრივის არის, შედარებით ხორციანი და ნაკლებ წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.

სავეგეტაციო პერიოდი 154-157 დღეა. ყურძენი სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 132-213 გრამია.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 24.1-25%-ს, მჟავიანობა 6.7 გ/ლ-ს.