აგროსიახლეები

მთაში მოყვანილი ვაშლი, ალუბალი და გარგარი სომხეთიდან

სომხური კომპანია Greenco მომხმარებელს მთაში მოყვანილ, პრემიუმ კლასის ვაშლს, ალუბალსა და გარგარს სთავაზობს.
ყველა მებაღე ოცნებობს ლამაზად შეფერილ და კარგი გემოვნური თვისებებით გაჯერებულ ხილზე, მაგრამ ყველას არ აქვს ისეთი უნიკალური პირობები კულტივირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებისათვის, როგორც სომხურ კომპანიას„გრინკო“.

კომპანია მონაწილეობდა EastFruit-ს ღონისძიებებში და ხილის ბიზნესისადმი განსაკუთრებული მიდგომით ყურადღება მიიპყრო, Greenco აქტიურად ზრდის პრემიუმ კლასის ვაშლისალუბლისა და გარგრის წარმოებას და საკუთარი უნიკალური პროდუქტებისთვის აქტიურად ეძებს მომხმარებელს.

ხეხილის, ბაღი, გარგარი, ალუბალი, ვაშლი

კომპანიის ვაშლის ბაღები ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრის სიმაღლეზე, მთებში მდებარეობს, ღამის და დღის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები 310-320 მზიანი დღის განმავლობაში ხილს პრემიუმ კლასის შეფერილობას, საუკეთესო გაჯერებულ გემოს, მაღალ ორგანოლეპტიკურ თვისებებს და სასიამოვნო კონსისტენციას აძლევს. ეს ხილი ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი უბრალოდ არ შეიძლება არ მოსწონდეს.

ხეხილის, ბაღი, გარგარი, ალუბალი, ვაშლი

მიუხედავად იმისა, რომ Greenco შედარებით ახალგაზრდა კომპანიაა – მხოლოდ 2017 წელს გააშენა არარატის ველზე პირველი 30 ჰექტარი, ვაშლის, ალუბლის და გარგრის თანამედროვე ინტენსიური ბაღები ან იქნებ სწორედ ამიტომ, ისინი ფსონს მოყვანის, შენახვის და დახარისხების მხოლოდ უმაღლეს სტანდარტებზე დებენ.

რეგიონის უნიკალური, რბილი კლიმატი, სადაც ბაღებიაგანლაგებული, კომპანიას საშუალებას აძლევს, უკვე აგვისტოს დასაწყისში, მიიღოს საგვიანო ვაშლის ჯიშების პირველი მოსავალი, რაც ამ ჯიშის ვაშლის მწარმოებელ ისეთ ქვეყნებთან როგორიც უკრაინა ან მოლდოვაა თითქმის 1 თვიან უპრატესობას ნიშნავს.

დღეს, კომპანია 2000 ტონა უმაღლესი ხარისხის ვაშლს, დაახლოებით 200 ტონა ადგილობრივი ჯიშის გარგარს და 50 ტონა ინოვაციური იტალიური (Sweet ჯგუფის) ჯიშების ალუბალს აწარმოებს.

ვაშლის დახარისხების მაღალი სტანდარტისა და 3000 ტონა მოცულობის თანამედროვე შემნახველი სამაცივრე მეურნების გამოყენებით, Greenco ვაშლს 8 თვის განმავლობაში ჰყიდის.

ხეხილის, ბაღი, გარგარი, ალუბალი, ვაშლი

Greenco აქტიურად ეძებს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს და მიიჩნევს, რომ სომხეთის ხილის უნიკალური თვისობრივი პარამეტრები, მომხმარებელს დააინტერსებს არა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაში, არამედ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროკავშირის ქვეყნებში.

2