აგროსიახლეები

ევროპაში ექსპროტირებულმა ქართული მოცულობა 6 000 ტონას უახლოვდება

 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან დღემდე საქართველოდან 6 ათასამდე ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის, დიდი რაოდენობით ქართული თხილი გადის იტალიასა და გერმანიაში.

მონაცემები ასე გამოიყურება:

  • იტალია (2 790 ტონა);
  • გერმანია (747 ტონა);
  • ესპანეთი (354 ტონა);
  • ჩეხეთი (220 ტონა);
  • პოლონეთი (168 ტონა);
  • ლიეტუვა (110 ტონა);
  • ლატვია (66 ტონა);
  • საფრანგეთი (65 ტონა);
  • ესტონეთი (44 ტონა);
  • ბულგარეთი (22 ტონა);
  • ბელგია (20 ტონა).

ქართული თხილი ასევე ექსპორტირებულია:

  • სომხეთში (354 ტონა);
  • უკრაინაში (138 ტონა);
  • რუსეთში (82 ტონა);
  • ერაყში (72 ტონა);
  • ბელარუსში (71 ტონა);
  • ჩინეთში (52 ტონა);
  • არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (40 ტონა);
  • მექსიკაში (28 ტონა);
  • არგენტინაში (26 ტონა);
  • დიდ ბრიტანეთში (22 ტონა);
  • თურქეთში (22 ტონა);
  • უზბეკეთში (22 ტონა).

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წლეულს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონით) გაიზარდა.