აგროსიახლეები

ისრაელის კომპანიამ ხილის საკრეფად მფრინავი რობოტები შექმნა

Tevel Aerobotics Technologies საიტმა გაავრცელა ცნობა, რომ კომპანიამ სპეციალიზებული ავტონომიური მფრინავი რობოტების  გამოშვება დაიწყო, რომელთა გამოიყენება სხვადასხვა ხილის, მათ შორის ვაშლის, ატმის, ვაშლატამას, მსხლის, ქლიავის, ციტრუსის და ავოკადოების მოსაკრეფად იქნება შესაძლებელი.

მფრინავი რობოტები ინტეგრირებული იქნება ავტონომიურ პლატფორმებთან, ყოველ მათგანთან კი მიერთებული იქნება ხილის მკრეფავი დრონები. პლატფორმას ბაღში, რიგებსშორის გადაადგილება შეეძლება ავტონომიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ დრონების მიერ ხილის კრეფის, მოსავლის აღების პროცესს.

003_215_IMG_platformtevel

ყოველი ხილის მკრეფავი დრონი აღჭურვილია სპეციალური „ხელებით”, რომლებიც  მოკრეფილ ხილს სპეციალურ კონტენერებში ფაქიზად ათავსებენ, ხოლო კონტეინერებს ავსებისთანავე პლატფორმაზე და ახალ, ცარიელ კონტეინერებს იღებენ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ნანოტექნოლოგიებმა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მანქანათმშენებლობა საოცარი შესაძლებლობები მიანიჭა. დღეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ჭკვიანი რობოტები სულ უფრო და უფრო ანაცვლებენ ხელით მძიმე შრომას. ამის დასტურად მფრინავი რობოტები,  ხილის და კენკრის მოსავლის ამღები სპეციალური დრონებიც კმარა.

სულ მალე ფერმერებს შეეძლებათ მფრინავი რობოტების საშუალებით დაკრიფონ ხილი, აიღონ მოსავლი დიდ ფართობებზე, როგორც ღია ბაღებში, ისე სათბურებში, თავიდან აიცილონ ზედმეტი დანახარჯები, თავიდან აიცილონ სეზონური მუშა ხელის დეფიციტით შექმნილი პრობლემები და ყოველივე ამ მიზეზებით გამოწვეული დანაკარგები.

კორონავირუსის პანდემიამ ისედაც ბევრ ფერმერს შეეზღუდა სეზონური სამუშაო ძალის დაქირავების საშუალება. აწი ფერმერებს მათი ჩანაცვლება მფრინავი რობოტების საშუალებით შეეძლებათ.

როგორც ჩანს, ამ სიახლემ ბევრი ადამიანი შეაშფოთა, რადგან მიაჩნიათ, რომ  სამუშაო ძალის რობოტებით შესაძლო ჩანაცვლებით, კიდევ უფრო გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა, თუმცა ტექნოლოგიური კომპანიები ირწმუნებიან, რომ მფრინავი რობოტები გახდებიან ადამიანების ასისტენტები და მათთან ტანდემში შეძლებენ ძირითადი სამუშაოს შესრულებას და როგორც დასაქმებულების შრომის ნაყოფიერების ისე მეურნეობების რენტაბელობის, შემოსავლების გაზრდას. 

2