აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ევროკავშირი და FAO საქართველოში კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებენ

2021 წელს, მარცვლეულის მწარმოებელმა 62-მა ფერმერმა შიდა ქართლის 14 სხვადასხვა სოფლიდან, მიწის ტრადიციული დამუშავებიდან ნულოვან დამუშავებაზე გადართვა გადაწყვიტა.

საქართველოში ეს ინოვაციური მეთოდი, ევროკავშირმა და FAO-მ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის სისტემის ფარგლებში დანერგეს.

ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი მოსავლიანობის გაზრდისა და წარმოების ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული გადაწყვეტა, ასევე ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების მიმართ ფერმერთა მედეგობის გაზრდას.

ნოოოოოოოოოოოოოოოუუუუუუუუუუუუუუტტტტტტტტტტტტტტტიიიიიიიიიიიილლლლლლლლლლლლლ

ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 2019 წლიდან უდგას სათავეში საქართველოში ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდის დანერგვას, რომელიც კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ნაწილია. სულ უფრო მეტი ფერმერი ერთვება კონსერვაციულ სოფლის მეურნეობაში, რომელიც ნულოვანი დამუშავების გარდა, მოიცავს მულჩირებას, კულტურათა მონაცვლეობას და თესლბრუნვას. ნიადაგის ნულოვანი დამუშავება მარცვლეული კულტურების მოყვანის ეკომეგობრული პრაქტიკაა, რომლის გამოყენების შემთხვევაში ფერმერი არ აზიანებს ნიადაგს მექანიკური ხვნის გზით. ეს პრაქტიკა მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, ნიადაგის  სტრუქტურას აუმჯობესებს და ეროზიას ამცირებს, ზღუდავს წყლის აორთქლებას და წყლის ზედმეტი დოზით გამოყენებას. დაახლოებით 30%-ით ამცირებს მექანიზაციისთვის საწვავის გამოყენებას, რაც თავის მხრივ ნახშირბადის  ნაკლებ გამოყოფას განაპირობებს.

მიმდინარე წელს, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მიწის ნულოვანი ხვნის მეთოდით დამუშავებულმა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების რაოდენობამ 213,5 ჰექტარს გადააჭარბა. მარცვლეულის 50-მდე ადგილობრივმა მწარმოებელმა პირველად გამოსცადა აღნიშნული მეთოდი. 2019 წლიდან დღემდე პროექტი 100-მდე ფერმერს დაეხმარა 400 ჰექტარზე მეტის დამუშავებაში, ნულოვანი ხვნის მეთოდით.

ფერმერი ვანო კაცელაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს ინოვაციური მეთოდი თავის მიწის ნაკვეთში დანერგა. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, მან 10 ჰექტარზე ხორბალი ტრაქტორისა და მიწის ნულოვანი დამუშავებით თესვის ტექნიკის გამოყენებით მოიყვანა. კაცელაშვილმა აღნიშნული ტექნიკის გამოსაყენებლად გადამზადება FAO-ს აგრონომებთან გაიარა, რომლებიც მას ვეგეტაციის პერიოდში ნაკვეთის მონიტორინგშიც ეხმარებოდნენ. როგორც ფერმერი ამბობს, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ამ ახალი გადაწყვეტით, მან 4000 ლარზე მეტი საწვავის და მექანიზაციის ხარჯები დაზოგა, ახალმა მეთოდმა კი მისი მეზობლების ყურადღებაც მიიქცია:

„როდესაც პირველად გამოვიყენე ნიადაგის ნულოვანი დამუშავებით თესვის მეთოდი, მეზობლები დამცინოდნენ და ამბობდნენ, რომ თესლს ტყუილად ვყრიდი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც დიდი მოსავალი მივიღე, ჩემთან მოდიან რჩევისთვის და გამოხატავენ სურვილს, თავადაც გამოსცადონ. ტექნიკის მომსახურებაზე ათასობით თანხის დაზოგვა ხუმრობა არ არის, ნებისმიერ ფერმერს შეუძლია გამოიყენოს დაზოგილი თანხები  სხვა საჭირო მარაგების შესაძენად და უკეთესი მოსავლის მისაღებად“, – ამბობს ვანო კაცელაშვილი.

„საქართველოში ნიადაგის ნულოვანი დამუშავება საკმაოდ პერსპექტიული პრაქტიკაა.   ვხედავთ ფერმერების მზარდ ინტერესს, აწარმოებენ რა მეტს ნაკლები დანახარჯით. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად ენთუზიაზმით არიან ფერმერები განწყობილნი ახალი მეთოდის მიმართ. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების უპირატესობა ასევე კლიმატის ცვლილების რისკების შერბილება და ნახშირბადის დაგროვების შემცირების ხელშეწყობაა. ევროკავშირი და FAO გააგრძელებენ კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდების პოპულარიზაციას საქართველოში უფრო მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოსაყალიბებლად“, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU-ს პროექტის კოორდინატორმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. 

 მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard/