დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ყურძნის შენახვაზე მოქმედი ფაქტორები

ყურძენი ინახება მაცივარში მისი გაყიდვის პერიოდის გახანგრძლივების და არასახარბიელო საბაზრო კონიუნქტურის თავიდან აცილების მიზნით.
ყურძნის შენახვის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა გაცივების ეფექტიანი მეთოდების შემუშავების, გოგირდის ორჟანგის წარმატებით გამოყენების, ტემპერატურისა და ტენის რეგულირების და ახალი ტექნიკური საშუალებების დანერგვის გამო. ყურძნის საგვიანო ჯიშების წარმატებით შენახვისა და საადრეო ჯიშების წარმოების გზით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში ახალი ყურძნით ვაჭრობს.

ყურძნის შენახვის მოქმედი ფაქტორებია: ტემპერატურა, შეფარდებითი ტენიანობა, ჰაერის ცირკულაცია და გოგირდის ორჟანგის გამოყენება.

რაც უფრო დაბალია ტემპერატურა მით უფრო კარგად ინახება ყურძენი. კარგად მომწიფებულ ყურძენს ვერ აზიანებს -3,9 გრადუსი ტემპერატურა, მაგრამ მარცვლის ყუნწები, რომელთაც მცირე შაქრიანობა ახასიათებს, იყინება უფრო მაღალ ტემპერატურაზე. მინიმალურ დონედ მიჩნეულია 0-დან -1,1 გრადუსამდე. ყუთები იდგმება შტაბელებად საცავის ჭერამდე, რომელიც გამოყოფილია საფენებით სამ ნაწილად. საჭიროა დაცული იქნას ორი წესი: ყუთების გვერდები უნდა იყოს ჰაერის მოძრაობის პარალელური, ხოლო იარუსების სიმაღლე და გასასვლელებს შორის მანძილი უნდა იყოს თანაბარი, რაც ხელს შეუწყობს აერაციას შტაბელებში.

ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: საცავში ტენიანობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალი. მაგალითად, თუ ჰაერის შეფარდებიტი ტენიანობა 80%-ია, მაშინ 24 გრადუს ტემპერატურაზე ის შეიცავს მეტ წყალს, ვიდრე 2 გრადუსზე. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის გაზრდით, საცავში მატულობს წყლის ორთქლის წნევა და კლებულობს ყურძნის ტენის დანაკარგი. ამიტომ ყურძნის საცავებში რეკომენდებულია შეფარდებითი ტენიანობა 87-92 %.

ჰაერის ცირკულაცია: ჰაერის სიცივეში უნდა მოძრაობდეს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ გამოიწვევს ყურძნის ბიოლოგიური ან გარედან შემოღწეული სითბოს დაკარგვას. ჰაერის მოძრაობის სიჩქარე კარგად იზოლირებულ საცავში უნდა იყოს 0,05-0,13 მეტრი/წამში.

გაცივების სისტემები: სუფრის ყურძნის საცავებს აქვთ გაციების შემდეგი სისტემები: მშრალი ყინულით გაციება, მარილხსნარით ცენტრალიზებული გაციება, კამერების ყინულით გაცივება.

/ვაჟა გოცირიძე/, ანა გოდაბრელიძე

„მევენახეობა“