როგორ მოვაწყოთ ვერტიკალური კვალი
თუ თქვენ ძალიან პატარა მიწის ნაკვეთი გაქვთ, შეგიძლიათ რეალობად აქციოთ ასეთი შესანიშნავი იდეა მოაწყვეთ ვერტიკალური კვალი და მიწის სიმცირის პრობლემასაც უმტკივნეულოდ გადაწყვეტთ.
ამისთვის დაგჭირდებათ:
100-დან 150 მმ-მდე დიამეტრი პლასტმასის სანიაღვერ მილი;ნოყიერი მიწა
მსხვილი ხრეში;
ბურღი;
სანიაღვრე მილის საცობი;
8-10 სმ-ით მეტი სიგრძის, შედარებით მცირე, 15-20 მმ. დიამეტრის სანიაღვრე მილი;
წებოვანი ლენტი;
ჯვალოს ნაჭერი;
კანაფი;
დიდი მოცულობის ჭურჭელი.
ნაბიჯი 1. განვსაზღვარავთ ვერტიკალური კვლის სიმაღლეს და ვჭრით შესაბამის სიგრძის დიდი და მცირე დიამეტრის პლასტმასის მილებს. შეგახსენებთ, რომ წვრილი მილი მსხვილ მილთან შედარებით 8-10 სმ. გრძელი უნდა იყოს.
ნაბიჯი 2. წვრილ მილის ზედა მონაკვეთის 2/3 უნდა დავხვრიტოთ მცირე დიამეტრის ბურღით, რათა წყალი ნელ-ნელა ჩაიღვაროს მსხვილ მილში მოთავსებულ გრუნტში. სარწყაბი წვრილი მილის ქვედა ნაწილის დახვრეტა არ შიძლება, რადგამ ამ შემთხვევაში მთელი წყალი ძირში ჩაიღვრება და კვლის ზედა ნაწილი მოურწყავი დარჩება.
ნაბიჯი 3. სარწყავ მილს მთელ სიგრძეზე გარშემო შემოვახვევთ ჯვალოს ნაჭერს და მაგრად შევკრავთ კანაფით. ჯვალოს ნაჭერი საჭიროა იმისთვის რომ ნახვრეტები დავიცვათ მცენარის ფესვებისგან და ნასვრეტებიდან გადმოღვრილი წყალი თანაბრად გადანაწილდეს ნიადაგში. სარწყავი მილის ბოლო უნდა დავლუქოთ წებოვანი ლენტით.
ნაბიჯი 4. სპეციალური მსხვილდიამეტრიანი საჭრისით ვბურღავთ ძირითად მილს, სამ რიგად, მილებსა და რიგებს შორის დაცილება 20 სმ. ნაკლები არ უნდა იყოს. მილს მიწისპირიდან გარკვეულ სიმაღლეზე 20-30 სმ. ვტოვებთ აღარ ხელუხლებლად ნახვრეტების გარეშე.
ნაბიჯი 5. ვიწყებთ კონსტრუქციის გამართვას. ვიღებთ დიდი ჭურჭელს და ვდებთ დიდ მილს, რაც მილს წაქცევის საშუალებას არ მისცემს. მილის ბოლოს ვუმაგრეთ საცობს ისე, რომ მისი გადატანა შესაძლებელი იყოს. მსხვილ მილში ჩავუშვებთ სარწყავ მილს. მილში ვყრით მსხვილი ფრაქციის ხრეშს, ისე რომ მილი ძირიდან 10 სმ-დე. შეივსოს, რაც კონსტრუქციას სიმუარეს შემატებს და ზედმეტი წყლის გატარების საშუალებასაც მისცემს.
ნაბიჯი 6. მილს ბოლომდე მჭიდროთ ვავსებთ ნოყიერი მიწით და პერიოდულად ვრწყავთ სარწყავი მილის მეშევობით, რომ ნიადაგში ცარიელი ადგილები არ დარჩეს, შემდეგ ვრგავთ მარწყვს, ყვავილებს ან სხვა მცენარეს.
სარწყავ მილს, რომელიც ძირითად მილზე 8-10 სმ. მაღალია, პერიოდულად ვავსებთ წყლით და ვაკვირდებით, რომ კვალი მთლიანად მოირწყას, ამავე მილით პერიოდულად შეგვიძლია წყალში გახსნილი სასუქის შეტანაც.