დარგებიმებოსტნეობა

მუხუდოს ბიოლოგიური თავისებურებანი

  მუხუდო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამარცვლე-პარკოსანი კულტურაა. საქართველოში ძველად მოჰყავდათ ამ კულტურების სხვადასხვა ფორმები, როგორც პირუტყვის საკვებად, ასევე სასურსათედ. დღესად  მოჰყავთ დაინტერესებულ მოსახლეობას. როგორც ცნობილია მუხუდო ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. კარგად იზრდება არა მარტო შავ მიწაზე, არამედ ქვიშნარზე. მჟავე ძლიერ დატენიანებულ ჭაობიან ნიადაგებზე მუხუდო იზრდება ცუდად და გვაძლევს დაბალ მოსავალს. ოპტიმალურ მოსავალს   ვღებულობთ, ნეიტრალურ  სუსტ მჟავე ნიადაგებზე თესვა- მოყვანისას.

აღმონაცენი ადვილად იტანს გაზაფხულის მცირე წაყინვებს. მიუხედავად ამისა,შემდეგი ფაზების გავლისათვის და ნორმარული განვითარებისათვის 20 ტემპერატურა ესაჭიროება. განსაკუთრებით ყვავილობის და ნაყოფის განვითარების პერიოდში. მარცვლის ჩასახვის და ყვავილობის პერიოდში ცხელი ამინდი მისთვის აუცილებელია. ვინაიდან ამ პერიოდში ხანგრძლივი წვიმები და სითბოს ნაკლებობა იწვევს ასკოხიტოზით დავადებას.მცენარის ყვავილობა ფერხდება, რაც ამცირებს მარცვლის მოსავალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნალექის რაოდენობა 1000მმ-ზე მეტია.

მუხუდო ტენს მცირე რადენობით მოითხოვს, ადვილად გადააქვს მცირეხნიანი გვალვა.ხანგრძლივი გვალვის პერიოდში აჩერებს ზრდას, მაგრამ ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე ზრდა განახლდება და მცენარე  გვაძლევს კარგ მოსავალს. ის თვითმტვერია მცენარეა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვხვდებით ჯვარედინ დამტერვას..პირველი ყვავილი მუხუდოზე გამოჩნდება მთავარი ღეროს ქვედა ნაწილში. პირველი 5 დღე ყვავილობა მიმდინარეობს მთავარ ღეროზე, მე-6, მე-7 დღეს ყვავილები ჩნდება კარგად განვითარებულ გვერდით ტოტებზე. ერთდროულად ერთ მცენარეზე შეიძლება იყოს 30-ზე მეტი ყვავილი. ყვავილობა 20-30 დღე გრძელდება. სრულ განვითარებას პარკები აღწევენ 2-3 კვირის შემდეგ. ნათელ და თბილ ამინდში ყვავილობა, დამტვერვა და მარცვლის ფორმირება უკეთესად მიმდინარეობს. მუხუდოს კულტურის მნიშვნელობა დიდია გვალვიან და   ნახევრად გვალვიან რაიონებში.

 მუხუდო (Cieer arietinum) ერთ ბოტანიკური ოჯახის-პარკოსნების (Loguminosae) შემადგენლობაში შედის.იგი ძვირფსი სასურსათო მცენარეა. მისი მარცვალი შეიცავს 22-31%- მდე ცილებს, 47- 60%-მდე ნახშირწყლებს,4-7%- მდე ცხიმს. მუხუდოს თივაში ცილა 6,12%, ცხიმი3,4 %. ნამჯაში კი შესაბამისად-3%,და 1,1% (კობალაძე,1944) მუხუდო სხვა პარკოსნებისაგან განსხვავებით ძლიერ გვალვაგამძლეა, ნაკლებათ ზიანდება მემარცვლიათი., მომწიფებისას პარკები არ სკდება და მარცვალი არ იბნევა. კარგად ეგუება თითქმის ყველა ნიადაგს. საუკეთესო წინამორბედია თესლბრუნვაში პურეულისათვის. მუხუდო ითესება ადრე გაზაფხულზე და ოქტომბრის მეორე ნახევარში.

კულტურაში გავრცელებული მუხუდო ეკუთვნის ერთ სახეობას. მცენარე იზრდება 30- 60 სმ. არ განიცდის ჩაწოლას. თბილ ადგილებში ითესება შემოდგომით, თესლის წესისა და სათესლე მასალის სიმსხოს მიხედვით, ჰექტარზე ითესება 80-150 კგ თესლი.  თესლის ჩათესვის სიღრმე 4-5სმ. მისი სავეგეტაციო პერიოდი 75- 80 დღეს უდრის. მუხუდო ითესება ფართო მწკრივებად. მწკრივებს შორის 15 სმ და ზოლებს შორის 45 სმ. მუხუდოს თესენ შერევითაც. მიმართავენ მუხუდოსა და ცულისპირას ნარევის თესვას. ასეთი წესით ჩატარებული ცდები 3-4 ც-ით მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე მათი სუფთა ნათესი. პირველ პერიოდში მცენარე  სუსტად იზრდება,  ამ დროს  საჭიროა ნიადაგის გაფხვიერება შემდეგ პერიოდში  მცენარსათვის კიდევ საჭიროა  2-3 კულტივაცია- გაფხვიერება.

ავტორები: 

მზეინაბ სარალიძე,

გოჩა წერეთელი,

ზურა ბილანიშვილი,

პაშა ვაჩეიშვილი   

2