დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ორგანული სამთო  მევენახეობა მთის სოფლის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საფუძველია

10 000 წლის წინათ დედამიწაზე 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ათი ათასი წლის მანძილზე, ანუ ჩვენი წელთააღრიცხვის დასაწყისამდე მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 103 მილიონით გაიზარდა და 107 მილიონი შეადგინა.  1820 წელიწადში ანუ 1820 წლისათვის მოსახლეობის თითქმის გაათმაგდა და მილიარდი გახდა.  შემდეგ ორას წელიწადში ანუ 2000 წლისათვის მოსახლობის ზრდის ტემპი უკვე  თითქმის 7 ჯერ გაიზარდა. დემოგრაფთა პროგნოზებით 2050 წლისათვის,   ანუ  50 წელიწადში მოსახლეობის  რაოდენობა დედამიწაზე უკვე 9-10 მილიარდი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწის 2/3 ნაწილი წყლებსა და ოკეანეებს უკავიათ, ერთი მესამედი ხმელეთს და მხოლოდ ამ უკანასკნელის მხოლოდ 12 %  არის ვარგისი სასოფლო სამეურნეო წარმოებისათვის.

მაშინ როდესაც სასურსათო უსაფრთხოებაზეა საუბარი, უნდა აღინიშნოს, რომ ნამატი ადამიანების სურსათზე მოთხოვნილების  დაკმაყოფილების მიზნით, მისი  წარმოება 70 %-ით უნდა გაიზარდოს. დღეს კი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განაცხადებით, „820 მილიონი ადამიანი ყოველ ღამე მშიერი იძინებს. COVID-19-ის გამო, მშიერთა და ღარიბთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ათობით მილიონით“. მისივე გაცხადებით „ყველაზე უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ქვეყნები, რომლებიც სურსათის იმპორტზე არიან დამოკიდებული“. ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოც ასეთი ქვეყნების ნუსხაშია.

საქართველოს  მოსახლეობის სურსათზე  მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ქვეყნის გარედან შემოაქვს მოხმარებული მაცვლეულის, ფქვილისა და პურ ბულღულეულის დაახლოებით 85 %, ხორცპროდუქტების ნახევარზე მეტი, ხილ-ბოსტნეულის, ზეთის უდიდესი ნაწილი და ა.შ.

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში კონკრეტული წვლილის შეტანა შეუძლიათ საქართველოს მთის რეგიონებს, სადაც განლაგებულია:

. ქვეყნის მთლიანი სასოფლო სამეურნეო სავარგულების – 66%;

  1. სახნავი ტერიტორიების – 47%;
  2. მრავალწლიანი კულტურების – 30%;
  3. ბუნებრივი მდელოების – 94%;
  4. ბუნებრივი საძოვრების – 78%;
  5. ბუნებრივი ტყეების – 80% ;
  6. 50-ზე მეტი გეოთერმული წყალი;
  7. 750-მდე ბუნებრივი მყინვარი;
  8. 780-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი ზომის ტბა;
  9. 26 000-ზე მეტი მცირე და საშუალო სიდიდის მდინარე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის  მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე 1800-მდე დასახლებებში დაახლოებით 331.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს და  ეს მაჩვენებელი საქართველოს მთელი მოსახლეობის მხოლოდ  9%-ს შეადგენს.

გამომდინარე აქედან ცხადია, რომ ქვეყნის ამ უმდიდრესი პოტენციალის სრულყოფილი გამოყენება მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი, ბერკეტია. მითუმატეს, რომ საქართველოს  მთიანი რეგიონების ჯანსაღი ბუნებრივ კლიმატური გარემო, ვაზის ჯიშების სასელექციო მასალის სიმრავლე, თანამედროვე მეცნიერულ ტექნიკური პროგრესი ბიოეკონომიკაში და ორგანულ სოფლის   მეურნეობის კლიმატგონივრული ტექნოლოგიების მიღწევები, საშუალებას იძლევა გლობალურად მზარდი ორგანული პროდუქტების ბაზრის ნიშების მდგრადი  ათვისებისათვის. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ  დღეს მთიან რეგიონებში ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული მიწის დეგრადაცია,  ყოველწლიური ხვნები, სათოხნი, ბოლქვიანი, ტუბერიანი  კულტურების წარმოება ეკოლოგიის, მიწათმოქმედების და მემცენარეობის კანონების დაუცველობა აზიანებს  ისედაც ძალზედ მგრძნობიარე გარემოს.  მით უმეტეს, რომ მაღალმთიანი დასახლებები  უფრო ხიფათის ქვეშ არიან ბუნებრივი კატასტროფებით (ნიადაგების ეროზიული პროცესები,  მეწყრები, წყალმოვარდნები, ღვარცოფები, ზვავები, თქეშისებური წვიმები და სხვა.) გამოწვეული რისკებისადმი, ვიდრე ბარში. ამიტომაც საქართველოს მთიანეთში სამთო მეხილეობის, მევენახეობის კლიმატგონივრული ინტეგრაცია, შეამცირებს ეროზიულ, მეწყრულ, პროცესებს, შექმნის პროდუქციის  წარმოება გადამუშავებისათვის საჭირო  სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს ამ ტერიტორიების სოციალურ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პირობებს.

მითუმეტეს, რომ ევროპული მთიანეთის ( ესპანეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ იტალია, ავსტრია, შვეიცარია) და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი  გამოცდილება ამის საშუალებას იძლევა.

სამთო მევენახეობა 222222222222222222222

სურათი:1.  სამთო მევენახეობის წარმოების მეთოდები  ქანობის გათვალისწინებთ.

სურათზე მოცემულია მთიან რეგიონებში ვაზის წარმოების მეთოდები ქანობების თავისებურებების  გათვალისწინებით. კერძოდ  მცირე ქანობების პირობებში უმეტეს შემთხვევაში,  გამოიყენება   -,,ვაზის წარმოება ,,ქანობის მიმართულებით“. საშუალო სიძლიერის  ქანობის პირობებში იყენებენ ვაზის წარმოებას ,,ჰორიზონტალების მიმართულებით“,  ხოლო მესამე მეთოდს – ნიადაგის ,,ზედაპირზე განრთხული ვაზის “ წარმოების მეთოდს, რომელსაც ,,აბლაბუდისებრ’’ და ,,გაშლილ ბადისებურ’’  მეთოდებადაც მოიხსენებენ,  იყენებენ ძლიერი ქანობისა და რთული რელიეფის  პირობებში.

 ამასთან ეს  უკანასნელი მეთოდი საგრძნობლად  ამცირებს  ქარის,  წვიმის წვეთების  კინეტიკურ ენერგიის უარყოფით ზეგავლენას ნიადაგზე, იგი ასევე კარგად იცავს ნიადაგს  მზის თბური ენერგიის ზემოქმედებით  გამოშრობისაგან და  თოვლის დნობით წარმოქმნილი  ჩამონადენი წყლებისაგან.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ნიადაგდამცავი ფუნქციისა,  ვაზი მიჩნეულია, როგორც ჯანმრთელობისათვის  აუცილებელი ფარმაცევტულად აქტიურ ნივთიერებათა მდგრადი წყარო ადამიანისა და მთის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, ყურძნის შემადგენლობაში შედის: წყალი 80.2%, ცილები,  ნახშირწყლები,  მინერალებიდან ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა. გარდა ამისა, ყურძენი შეიცავს ვიტამინებს,  ეთერზეთებს და სხვა.

მესამე მეთოდით წარმოების დროს ვაზი ზამთარში  ადვილად და უფრო მალე იფარება თოვლით, რომელიც  თავის მხრივ მას იცავს მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელი ძლიერი  წაყინვებისაგან. ასეთი ტიპის წარმოებისას სამთო მევენახეობაში ვაზის ნაყოფი უფრო სასურსათო მიზნებისათვის გამოიყენება, მოსახლეობა იყენებს ნაყოფს კომპოტებისა და წვენების, ხოლო ფოთლებს სატოლმე ფოთლების დასამზადებლად. 1650 მეტრზე ზღვის დონიდან სოფელ ხიზაბავრაში სწორედ სუფრის ყურძნის მისაღებად და მის გადასამუშავებლად  აწარმოებდა ვაზს პედაგოგი გიგო დათაშვილი.

ფაქტია ისიც, რომ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების უმეტეს ნაწილში ხდება მოსახლეობის დაბერება და ,,მოსახლეობის დემოგრაფიული ტვირთის ზრდა“. კერძოდ 2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ასაკი 38,1 წელს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ეს მაჩვენებელი  48,7- წელია, რაც მთიანი რეგიონებიდან ახალგაზრდების ინტენსიური მიგრაციით აიხსნება.  მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის მიზეზებად მიჩნეულია ნიადაგის ეროზიები, სტიქიური მოვლენების სიხშირის ზრდა, მოსახლეობის მიერ დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები.

სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალება მთიან  აჭარაში ისტორიულად  იყო სამთო მევენახეობა მეღვინეობა. აჭარის  ტერიტორიაზე (2,9 ათასი კვ. კმ) მრავალფეროვანობით გამორჩეულ რთული რელიეფის ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებში, თავის წილად  50-მდე  კულტურული ვაზის ჯიშია შექმნილი.   ესენია:  1.ალმურა თეთრი; 2. ალმურა შავი; 3. ახალაკი მუქი წითელი; 4. ბათომურა შავი; 5. ბაღის ყურძენი თეთრი; 6. ბროლა თეთრი; 7. ბურძღალა შავი; 8. ბუტკო შავი; 9. გორგოული თეთრი; 10. ვაიოს საფერავი; 11. თეთრა თეთრი; 12. თურვანდი თეთრი; 13. კაიკაციშვილისეული; 14. კვირისთავა თეთრი; 15. კიბურა ვარდისფერი; 16. კირწითელა შავი; 17.კლარუჯა თეთრი; 18. კორძალა წითელი; 19. ლივანურა თეთრი; 20. ლივანურა შავი; 21. მაგარი შავი; 22. მეკრენჩხი შავი; 23. მორცხულა შავი; 24. მწვანე აჭარული თეთრი; 25. მწვანურა თეთრი; 26. ორჯოხული თეთრი; 27. პოვნილი მუქი წითელი; 28.სალიკლევი შავი; 29. საფერავი აჭარული შავი; 30.საწურავი შავი; 31. სხალთაური თეთრი; 32. ტაგიძურა შავი; 33. ტყის ვაზი  შავი; 34. ტყის ყურძენი შავი; 35. ქორქაულა შავი,;36. შავშურა თეთრი; 37. შიშველი შავი; 38. ჩიტისთვალა აჭარული; 39. ცვითე თეთრი; 40. ცხენისძუძუა აჭარული შავი; 41. წვიტე წითელი; 42. ჭეჭიბერა; 43. ჭიპაკური შავი; 44. ჭოდი შავი; 45. ხარისთვალა აჭარული შავი; 46. ჯავახეთური; 47. ჯინეში შავი.

აღსანიშნავია, რომ აჭარული ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში გვხვდება, როგორც საღვინე, ისე სასუფრე ჯიშები, სასუფრე ჯიშებში შედის შემდეგი ვაზის ჯიშები: კაიკაციშვილისეული თეთრი, თეთრა (სასუფრე და საღვინე), ლივანურა თეთრი, შავშურა, ჯავახეთურა, ბათომურა, ცხენისძუძუ აჭარული, მტრედისფეხა (სასუფრე და საღვინე), მახათური (სასუფრე და საღვინე), მეკრენჩხი, ლივანურა შავი, მათენაური, ჯინეში, ჭოდი და სხვ.

როდესაც ვსაუბრობთ აჭარაში ვაზის ბიომრავალფეროვნებაზე ხაზი უნდა გაესვას, რომ   აქ  საწარმოო თვალსაზრისით ორი-სამი ძირითადი ჯიშია გავრცელებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი აჭარაში უმეტესად ჩხავერი და ცოლიკოურია.  ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში აპრობირებულ, საიმედო ჯიშებად ითვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ  გამომდინარე  აქედან აჭარის მთიანეთში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით 2003 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების IFAD, IAAD, CENN-ის მიერ ბიოეკონომიკურ, კლიმატგონივრულ კომპონენტებში შუახევის, ხულოს, ქედის სოფლებში წარმატებით გავრცელდა სწორედ ამ ჯიშების  ორგანული წარმოების ტექნოლოგიები და შუახევში ლევან ბოლქვაძისა და თემურ აბაშიძის  ხელმძღვანელობით გაკეთდა ჩხავერისა და ცოლიკოურის უვირუსო სანერგე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  აჭარელი სამთო მევენახეები  კვლავაც აგრძელებენ კვლევა ძიებას ამ მიმართულებით.

სამთო ვენახი ლაკლდკფჯალსდჯფლ;ასდჯფლ;სადჯ

 სურათი: 2 ვენახი სოფელ რიყეთში, 15 მაისი, 2018  წელი ხედით დათოვლილ გოდერძის უღელტეხილზე

კერძოდ მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზეზღვის დონიდან 1250 მეტრზე, ბათუმიახალციხის 99- კილომეტრზე. სოფელ რიყეთში  მეურნე ნადიმ კოჩალიძის მიერ საკარმიდამო  ეროზირებულ ნაკვეთზე  გაშენებული იქნა ვენახი 600 კვადრატულ მეტრზე (იხილეთ სურათი 2).

  აქ   მეურნე თავად ცდიდა 5 საღვინე და 5 სასუფრე ჯიშს გლეხური სელექციის საფუძველზე. მიუხედავად მკაცრი ბუნებრივ კლიმატური პირობებისა ვაზმა მესამე წელს ნიშანი მისცა, ხოლო მეხუთე წელს  აქტიურ მსხმოარობაში შევიდა.

გამორჩეულ ჯიშებს დღესაც  ამრავლებს და   ამასთან ავრცელებს,  როგორც რიყეთში ისე მეზობელ სოფლებში.  ნადიმ კოჩალიძის დაკვირვებებით მის მიერ გამოცდილი ჯიშებიდან რიყეთის ბუნებრივ კლიმატურ პირობებში  სამეურნეო ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის  საფუძველზე ყველაზე კარგი  შედეგები აჩვენა მესხეთიდან წამოღებულმა ჯიშმა დირბულამ. 180 ძირიდან რიყეთის ნიადაგობრივ კლიმატურ პირობებში მეურნე საშუალოდ 500 კილოგრამამდე  საღვინე  ორგანული ვაზის ნაყოფს ღებულობს და 200 ლიტრამდე სარეალიზიო  ორგანულ ღვინოს აყენებს. ჭაჭა კი ორგანული ჭაჭის არყის  წარმოებისათვის გამოიყენება.

სამთო მევენახეობა 3333333333333333333

სურათი: 3. ორგანული არყის გამოხდა ჭაჭისაგან სოფელ რიყეთში ნადიმ კოჩალიძის საკარმიდამო  ნაკვეთში.

 პროდუქცია განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ტურისტებს შორის. ისინი  დიდი ხალისით ღებულობენ მონაწილეობას რთველში, იმზადებენ მაღალმთიანეთის  ეგზოტიკურ  ყურძნის წვენებს, ღვინოს, ხდიან არაყს, ტკბებიან მთიანი ტერიტორიის ხედებით,  სამთო სამზარეულოთი, აჭარული  სტუმარ მასპინძლობით და  შემდეგ წელს ხშირ შემთხვევაში კვლავ სტუმრობენ მასპინძლებს განსაკუთრებით აქტიურობენ ორგანული  პროდუქციის მოყვარული გერმანელი ტურისტები.

ადგილობრივი მევენახეების აზრით  სამწუხაროდ, როგორც რიყეთში,  ისე სხვა მაღალმთიან სოფლებშიც სამთო მევენახეობა არაა დაფუძნებული მეცნიერულ კვლევებზე და თვითორგანიზებულია. სამთო მევენახეობაში ადგილობრივი პირობების შესაბამისად ყინვაგამძლე, საადრეო ვაზის ჯიშების სელექცია, ორგანული კლიმატგონივრული ტექნოლგიების დანერგვა, სამთო აპმპელოგრაფიული კვლევითი  ცენტრების, სანერგეების მოწყობა, ტურისტულ მარშრუტებში ჩართვა,  კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდიდა მეურნეთა შემოსავლებს, შექმნიდა დამატებით  სამუშაო ადგილებს და  ხელს შეუწყობდა, მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებასა და  მყარი ვალუტის შემოტანას საქართველოში.

კობა კობალაძე, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის

 პროფესორი

გუგა სალარიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის  სტუდენტი

გამოყენებული ლიტერატურა:

  1.  საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია 2019-2023 (პროექტი) 2018.
  2. .საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.თბ.2015.
  3. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა.თბ.2017.
  4.  გიორგი ბარისაშვილი-მევენახეობა მეღვინეობა აჭარაში-https://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/mevenakheoba-meghvineoba-atcharashi.html
  5.  ვაზი აჭარაში-http://old.gobatumi.com/ge/feelit/tourism-resorts/wine-tourism/vine-in-ajara
  6. ვაზის გავრცელებული ჯიშები აჭარაში-http://old.gobatumi.com/ge/feelit/tourism-resorts/wine-tourism/vine-in-ajara
  7. თავისუფალი ენციკლოპედია-https://ka.wikipedia.org/wiki/რიყეთი
  8. https://msd.com.ua/naturalnye-pishhevye-krasiteli/ximicheskij-sostav-yagod-vinograda/