რა მნიშვნელობა აქვს სიდერატებს?
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები (ელ.ფოსტა: info@agro.ge, agroasca@gmail.com), ან დარეკეთ ტელ.: 595 80 80 81. შეკითხვებზე პასუხს გასცემენ აგროექსპერტთა ასოციაცის აგრონომები და ვეტერინარები. პასუხები გამოქვეყნდება ჟურნალ „ხალ აგრარულ საქართველოში” და ვებ ჟურნალ agronew.ge-ზე, ასევე ჩვენს ფბ. ჯგუფში „აგრარული საქართველო“.
− რა მნიშვნელობა აქვს სიდერატებს?
_ სიდერატები ანუ მწვანე სასუქები ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებებით და აზოტით. ისინი აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას.
სასიდერატო გამოყენებულ მცენარეებს ორ ჯგუფად ყოფენ.
1. აზოტოფიქსატორი მცენარეები (პარკოსნები) – პარკოსანი მცენარის ფესვებზე ცხოვრობენ კოჟრის ბაქტერიები, რომლებიც ითვისებენ მოლეკულურ აზოტს ჰაერიდან. მათ შეუძლიათ 1ჰა-ზე 50-დან 100კგ-მდე აზოტი დააგროვონ. ამიტომ პარკოსანი მცენარეების შემდეგ მოყვანილი კულტურების მოსავალი ყოველთვის მეტია.
2. ერთწლიანი მცენარეები, (არაპარკოსნები), რომლებიც მწვანე მასას ივითარებს დიდი რაოდენობით. მათ ჩახნავენ ნიადაგში, ბაქტერიების მოქმედებით იშლებიან და ჰუმუსით ამდიდრებენ ნიადაგს.
− ლობიოს რომელი ჯიშებია ცნობილი?
_ ცნობილია ჩიტისკვერცხა, მინდვრის წითელი ლობიო, ცანავას – 3, ქონა ლობიო და სხვა.
− რა ღონისძიებებია საჭირო მაღალი მოსავლის მისაღებად და როგორ უნდა მოვუაროთ ლობიოს ნათესებს?
_ ლობიო სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი ღერო სხვადასხგვარია. კუტი, მხვიარა ან ნახევრად მხვიარა. ლობიო ითესება მწკრივში შეთესვით და წმინდად. ორგანული სასუქი ძირითადი ხვნის დროს უნდა შეიტანონ. ფოსფორიან-კალიუმიანი სასუქი მზრალად ხვნის დროს. აღმოცენების შემდეგ მალე უნდა ჩატარდეს კულტივაცია. მოსავლის აღება იწყება ივლისის თვიდან.
− როგორი დამოკიდებულება აქვს ხახვს ტემპერატურის მიმართ?
_ ხახვი სიცივის ამტანი კულტურაა. მას შეუძლია ფოთლის ფაზაში გადაიტანოს -1ºC0– 3ºC. ხოლო ბოლქვის ფაზაში -3ºC – 4ºC ყინვა.
− ეროზიასთან ბრძოლის რა მეთოდები არსებობს?
_ ძირთადად ორი ტიპის ეროზია არსებობს – ქარისმიერი და წყლისმიერი.
ქარისმიერი ეროზიის დროს მნიშვნელოვანია ნიადაგის დამუშავება და თესვა ზოლებად. ასევე ნიადაგის დამუშავება ბელტის გადაბრუნების გარეშე.
წყლისმიერი ეროზიის დროს ხვნა – თესვა, კულტივაციას ახდენენ ფერდობების გარდიგარდმო. ამ დროს წყლის შესაკავებლად მიმართავენ ჯებირების მოწყობას. ხევების და ხრამებში ტერასური ჯებირების მოწყობას.
− როდის ითესება სოია?
_ სოიას თესვის კარგი პერიოდია 10-დან 20 აპრილამდე.
სოია შეიძლება დაითესოს ფართო მწკრივებად, ზოლებად და კვადრატულ-ბუდობრივად.
მწკრივებად თესვის დროს მწკრივებს შორის დაშორება 60-70 სმ-ია, მცენარეებს შორის მანძილი 20 სმ. ზოლებად თესვის დროს მცენარეებს შორის მანძილი 45 სმ-მდეა. კვადრატულ-ბუდობრივი თესვის დროს დაშორება 60 x 60 სმ ან 70 x 70 სმ.
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები (ელ.ფოსტა: info@agro.ge, agroasca@gmail.com), ან დარეკეთ ტელ.: 595 80 80 81. კითხვებზე პასუხს გასცემენ აგროექსპერტთა ასოციაცის აგრონომები და ვეტერინარები. პასუხები გამოქვეყნდება ჟურნალ „ხალ აგრარულ საქართველოში” და ვებ ჟურნალ agronew.ge-ზე, ასევე ჩვენს ფბ. ჯგუფში „აგრარული საქართველო“