აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

თქვენს კითხვებს პასუხობს ვეტერინარი

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები  ელ.ფოსტა: info@agro.ge, agroasca@gmail.com, ან დარეკეთ ტელ.: 595 80 80 81. შეკითხვებზე პასუხს გასცემენ აგროექსპერტთა ასოციაცის აგრონომები და ვეტერინარები. პასუხები გამოქვეყნდება ჟურნალხალ აგრარულ საქართველოში” და ვებ ჟურნალ  agronew.ge-ზე, ასევე ჩვენს ფბ. ჯგუფში „აგრარული საქართველო“.

1.როგორ მოვიქცე თუ მოგებისას ჩემს ძროხას მომყოლის გამოსვლა დაუგვიანდა?

თუ მოგებიდან 12 საათზე მეტი  დრო არ არის გასული,   ამ  შემთხვევაში ხდება „ოქსიტოცინის“ გაკეთება 6-12 საათიანი შუალედით, 4-6 მლ ცხოველის წონის მიხედვით ინექცია კუნთში. ამ დროს სასურველია მოხდეს  ენდომეტრის  პრევენცია-საშვილოსნოს ტაბლეტის ჩადება, რაც ხელს შეუწყობს  მომყოლის  გამოსვლას და საშვილოსნოს გამორეცხვასაც.

2. ლეკვს დავუგვიანე აცრების გაკეთება. კვებაც არ აქვს მოწესრიგებულად. უკვე სამი დღეა არ ჭამს, წყალსაც ცოტას სვამს და თვალები აქვს გაწითლებული. რა პრეპარატი უნდა მივცე?

აცრების ჩატარება აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მკურნალობის შემდეგ. ამ დროს აუცილებლად ვაკეთებთ რომელიმე სამკურნალო შრატს (მაგ: გისკან-5) და  ვაძლევთ ანტიბიოტიკს (ამ დროს ეფექტურია “რიბაფლოქსი”). გამოჯანსაღების შემდეგ ცხოველს ვამუშავებთ ჰელმინთებზე და ვუტარებთ პროფილაქტიკურ აცრებს; ყურადღება უნდა მიექცეს კვებასაც.

3. მოზარდი ცხოველის დამუშავებას ვაპირებ ჭიაზე. რა პრეპარატის მიცემა სჯობს და რა მოულოდნელი გართულებებია გასათვალისწინებელი?

თუ თქვენი ცხოველი არის 2 თვის და ზემოთ ასაკის  და არ დამუშავებულა ჭიაზე 4 თვეზე მეტია, შეგიძლიათ  ჭიაზე დაამუშაოთ. როცა ცხოველი ახველებს, აუცილებელია გააკეთოთ ინექცია ორჯერ და მისცეთ მესამედი ტაბლეტიც, რომელიც დაამუშავებს ღვიძლის და ფაშვის ჭიაზე. აუცილებელია გავითვალისწინოთ ცხოველის ფიზიკური მონაცემები. დასუსტებულ ცხოველს უნდა მივცეთ შედარებით რბილად მოქმედი პრეპარატი.

4. ჩემს ცხოველს მოწამვლის ნიშნები აქვს. რა პრეპარატები უნდა გაუკეთდეს ამ დროს სასწრაფოდ?

მოწამვლის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გაუკეთოთ პრეპარატები „ატროვილი“, „კალფოსეტი“ ან „კალსიმინი“. ისინი სწრაფად მოხსნიან მოწამვლის სიმპტომებს, რის შემდგომაც უკვე შესაძლებელი ხდება შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა.

5. რამდენი ხსენი მივაღებინოთ ახალდაბადებულ ხბოს და რამდენ ხანში?

ხბოსთვის ხსენის დალევის ოპტიმალური დოზა არის -ცოცხალი წონის 12-15%. პირველად ხბოს ხსენს აძლევენ 0,5-1,5 საათის განმავლობაში მოგებიდან.

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები  ელ.ფოსტა: info@agro.ge, agroasca@gmail.com, ან დარეკეთ ტელ.: 595 80 80 81. შეკითხვებზე პასუხს გასცემენ აგროექსპერტთა ასოციაცის აგრონომები და ვეტერინარები. პასუხები გამოქვეყნდება ჟურნალხალ აგრარულ საქართველოში” და ვებ ჟურნალ  agronew.ge-ზე, ასევე ჩვენს ფბ. ჯგუფში „აგრარული საქართველო“