გაეცანით ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“, მაისი, 2022 წ. №5 (116) ელექტრონულ ვერსიას
გამოვიდა და უკვე ინტერნეტსივრცეშიც ხელმისაწვდომია ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2022 წლის მაისის ნომრის ელექტრონული ვერსია, სადაც ჩვენი მკითხველი ტრადიციულად მისთვის საინტერესო თემაზე მომზადებულ მასალებს გაეცნობა:
„რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, „მიწა და სიღარიბის დაძლევის პრობლემა“, „ჰიდრომელიორაცია _ სასურსათო უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი“, „ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხი და მისი გადაჭრის გზები“, „კარგი ღვინო და ჩურჩხელა ვენახში იბადება“, „ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი ფერმერთა კეთილდღეობაა“, „რძის პირველადი დამუშავება და ხარისხზე დაფუძნებული რძის გადახდის სისტემები _ ტრენინგი“, „აგროკოპტერები და მდგრადი სამთო მიწათმოქმედება“, „კაკლის ფოთლის მურა ლაქიანობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა“, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ლურჯი მოცვის ძირითადი დაავადებები“, „საქართველოში ცხვრის შენახვის ტექნოლოგიის პრინციპები“, „შიმშილით გამოწვეული ხანგრძლივი სტრესი თევზებში“, „ხეპილპილა _ წიწაკამდელი ცხარე სანელებელი საქართველოში“….
ჟურნალში კვლავ დაგხვდებათ რუბრიკები აგრონომიის და ვეტერინარიის შესახებ, სადაც მკითხველის შეკითხვებს პროფესიონალი აგრონომები და ვეტერინარები პასუხობენ.
ჟურნალში კვლავ გაეცნობით ჩანართს: „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) _ პროექტს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ (GFA) პარტნიორობით ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37 ახორციელებს.
ჟურნალის ელექტრონული ვერსიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“: https://drive.google.com/drive/u/3/folders/1MDS4pQer6zcKoLROgFAMzBfQ5E_UDaeQ
გამოიწერეთ და იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“!
ჟურნალის ერთი წლით გამოწერა ღირს 36 ლარი. ნახევარი წლით _18 ლარი.
ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს elva.ge-ს (ტელ: 577 99 16 51; 032 238 26 73; 032 2 38 26 74) მეშვეობით, ან ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქციაში,
ელ-ფოსტ: agroasca@gmail.com
ტელ: +995 599 16 18 31
ჟურნალის მომდევნო _ 117-ე ნომერი გამოვა ივნისი ბოლოს!