აგრარული განათლებამექანიზაციარუბრიკები

რობოტები სოფლის მეურნეობაში

        დღეისათვის მსოფლიოს წინაშე დგას სერიოზული გამოწვევები საკვების მოთხოვნილებებთან და მიწოდებასთნ დაკავშირებით. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, 2050 წელს დაგვჭირდება 60%-ით მეტი საკვები, ვიდრე დღეს. სურსათზე მზარდი მოთხოვნილება დაკავშირებულია, არა მხოლოდ მოსახლეობის ზრდასთან, არამედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შემცირებასთან, კლიმატის ცვლილებებთან და ადამიანების მიერ კვების პროდუქტების გამოყენების ზრდასთნ. შესაბამისად, საკვების მოთხოვნილებასთან დაკავშირებული გამოწვევები უნდა გადაიჭრას სოფლის მეურნეობაში „ჭკვიანი“ ტექნოლოგიებისა და ტექნიკური პროგრესის გზით. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს რობოტების გამოყენება.

     რა არის რობოტი? უმარტივესი განმარტებით, რობოტი არის მანქანა, რომლის მოვალეობაა შეასრულოს ერთი ან რამდენიმე დავალება დამოუკიდებლად, სწრაფად და მაღალი სიზუსტით. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რობოტი, ანუ აგრორობოტი, გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. რობოტების გამოყენება ხდება მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების სამუშაოებზე, ხეხილის ნაყოფების შეგროვებაზე და კრეფაზე, ავტომატიზირებული თვითმართვად ტრაქტორებზე, მცენარეთა სასხლავ და შემსხრულებელ მანქანებში და სხვ. მეცხოველეობაში რობოტები ახდენენ ცხვრების პარსვის სამუშაოებს, ძროხების წველის ოპერაციებს. ცხოველების დაბანვის, კასტრაცის ოპერაციებს, ჯანმრთელობის მონიტორინგს და სხვ.

რობოტები 1111111111111111111111111111111

რობოტები 222222222222222222

რობოტები 3333333333333333333333

რობოტები 44444444444444444444444444

რობოტები 55555555555555555555555555555555

რობოტიზირებული სისტემები შეიძლება დავყოთ, ორ ჯგუფად: ავტომატიზირებული სისტემები და რობოტები. ავტომატიზირებული სისტემები მუშაობენ ავტონომიურად და ოპერატორის მონაწილეობით; ხოლო რობოტები არ საჭიროებენ ადამიანის დახმარებას. განსაკუთრებით პოპულარულია ავტომატიზირებული სათბურები, რომლებიც მცენარის მოვლის ოპერაციების გარდა ასრულებენ მოსავლის აღების ოპერაციას.

რობოტი-Tom, (იხ.სურ.12). მცირეგაბარიტიანია და იმყოფება მუდმივ მოძრაობაში, ის ათვალიერებს ნათესებს, განსაზღრავს მცენარეთა მდგომარეობას ავტომატურად ბრუნდება ბაზაში და ტოვებს მონაცემებს მცენარეთა მდგომარეობის შესახებ.

მიმდინარე წლის 27-28 მაისს ქ.თბილისში სოფლის მეურნეობის აკადემიის თაოსნობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის ქვეყნების (საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ლატვია, შვედეთი და სხვ.) მეცნიერებმა, რომელთა მიერ წარმოდგენილი იყო მათ ქვეყნებში გავრცელებული თანამედროვე „ჭკვიანი“ ტექნოლოგიები და რობოტები.

მეცნიერთა აზრით, ეჭვგარეშეა რომ რობოტიკას გააჩნია შესაძლებლობები გადაჭრას თანამედროვე სოფლის პრობლემები. თვითმართვადი ავტომატიზირებული სისტემების გაჩენა იძლევა მცირე ინტელექტუალურ მანქანებზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის სრულიად ახალი ასორტიმენტის განვითრების შესაძლებლობას, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ადამიანის ფიზიკური და დამღლელი შრომა. ასეთი სისტემების გამოყენება აღმოფხვრის მუშა ხელის დეფიციტს და უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების სტაბილურობას გლობალური ეპიდემიების პერიოდებშიც კი, რომლის ტიპიური მაგალითია უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გავრცელებული Covid-19-ის ეპიდემია.

საერთაშორისო კონფერენციაზე ქ.თბილისში საინტერესო მასალები იქნა წარმოდგენილი ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან, პროფესორ ფრანტიშეკ კუმჩალას მიერ, რომელშიც სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემების პარალელურად მოცემულია რობოტიზაციის განვითარების საკითხები მათ მიერ წარმოდგენილია, საველე რობოტი, რომელიც შემუშავებულია პრაღის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო მანქანების დეპარტამენტის რობოტული  გუნდის მიერ (იხ. სურ.13)

რობოტები ლკადლფჯასლფჯალდფჯალსდფჯლასდფჯლსდ 6

საერთაშორისო კონფერენციაზე, ქ.თბილისში ვრცელი მასალა წარმოადგინა ბ.ამბრუსმა, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, რომელიც ასევე მოიცავდა რობოტიზაციის საკითხებს. მათი განმარტებით რობოტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც დამოუკიდებელი ერთეული,რომელიც აღიქვამს და აანალიზებს დინამიურად ცვალებადი გარემოს მახასიათებლებს და ერევა ამ გარემოში ადაპტირების გზით. მისი ერთ-ერთი მნიშნელოვანი თვისებაა კომუნიკაცია და თანამშრომლობა. სასოფლო-სამეურნეო რობოტს, ისევე როგორც ნებისმიერ რობოტს უნდა ჰქონდეს სამი მნიშვნელოვანი ფუნცია:ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, გადაწყვეტილების მიღება და დავალების შესრულება. უნგრელი სპეციალისტების მიერ დამუშავებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რობოტი (იხ. სურ.14)

რობოტები 7777777777777777777777777777777777777777777777

აღნიშნულ კონფერენციაზე, ლატვიის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბაიბა რივზას  მიერ წარმოდგენილი იყო „ჭკვიანი“ ფერმერული მეურნეობის მაგალითი სადაც იყენებენ, ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით, „ჭკვიან ტექნოლოგიებს“, მათ შორის წარმოდგენილი იყო მათ მიერ დამუშავებული რობოტები (იხ.სურ 15, სურ.16)

რობოტები 88888888888888888888888

რობოტული კონსტრუქციები  იძლევა საშუალებას დიდი გაბარიტების მქონე და მძიმე მანქანების ჩანაცვლება მოხდეს უფრო მცირეგაბარიტიანი რობოტული ტექნიკით: მათი ეფექტურობა და მწარმოებლობა უფრო მაღალი გახდება. ავტომატიზირებული რობოტოტექნიკის გამოყენება ოპერატორებისგან მოითხოვს მეტ განათლებას და უნარჩვევებს.

სოფლის მეურნეობის რობოტიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს იაპონელმა მეცნიერებმა. იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრის ჰიროში დაიდოს განცხადებით, ავტომატიზირებული ფერმები იაპონიის სოფლის მეურნეობის მომავალია. ფერმებში ასევე გამოჩნდა უპილოტო სასოფლო-სამეურნო ტექნიკა. ავტომატიზირებული ფერმებისა და 20 სხვადასხვა ტიპის რობოტის შექმნისათვის იაპონიის ხელისუფლება უახლოეს წლებში დაახლოებით 36 მილიონ დოლარს დახარჯავს.

როგორც ჩვენს მიერ მოწოდებული მასალიდან ჩანს, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენება, მათ შორის რობოტული ტექნიკის სრულყოფა და მათი გავრცელება ფართო მასშტაბით. სასურველია ამ მიმართულებით გარკვეული პროგრამები და შესაბამისი დაფინანსება გათვალისწინებულ ი  ქნას საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, რომლის პირდაპირი მოვალეობაა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და მისი უზრუნველყოფა თანამედროვე ე.წ „ჭკვიანი“ ტექნოლოგიებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ნუგზარ ებანოიძე,

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სპეციალისტი,

მარიტა მაჭარაშვილი