მედიარუბრიკებისტატიებიფერმერი ფერმერს

ფრთხი­ლად, კრა­ზა­ნე­ბი!

ბოლო პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო საშუალებებით და სო­ცი­­ლუ­რი ქსე­ლე­ბით   ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­­ნე­ბის კრა­ზა­ნე­ბი­სა­გან დაკ­ბე­ნი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვილ­მა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს მი­ა­წო­და მა­სა­ლაფრთხი­ლად, კრა­ზა­ნე­ბი“, სადაც ის რე­კო­მენ­და­ციას იძლევა კრა­ზა­ნე­ბის­გან და მათი დაკ­ბე­ნის­გან თა­ვის და­ცვის ღონისძიებების შესახებ.

როგორც ბატონი გორდერძი აღნიშნავს:   „და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკა­ნას­ნე­ლი ორი წლის მან­ძილ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა კრა­ზა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გამ­რავ­ლე­ბა. 2018 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ ლ. ბა­ლიშ­ვილ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ­მა კრა­ზა­ნამ მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა 60 სკა ფუტ­კა­რი სოფ. ქვა­ყუ­დე­ში (ყო­ფი­ლი გო­რო­ვა­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი). ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რის, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ევ­რო­პუ­ლი დიდი კრა­ზა­ნის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ და მათ­გან დაკ­ბე­ნის შე­დე­გად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მოშ­ლით ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა­ზეც.

კრაზანა 33333333333333333333333333333

კრა­ზა­ნე­ბის­გან დაკ­ბე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა წარ­სულ­შიც იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში (ვ. სტე­ფა­ნიშ­ვი­ლი). ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის („ქეა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­კა­სი­ა­ში“) და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა ცხად­ყო, რომ კრა­ზა­ნე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა საგ­რძნობ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ზღვის­პი­რა რა­ი­ო­ნებ­ში (აბა­შა, სე­ნა­კი, ხობი, ზუგ­დი­დი) სა­მა­გი­ე­როდ, მათი პო­პუ­ლა­ცია ძლი­ე­რაა მო­მა­ტე­ბუ­ლი სა­მეგ­რე­ლოს სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და იმე­რე­თის მთის­წი­ნებ­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წელ­საც და­ფიქ­სირ­და ონა­ვა­რას (გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნა) დაკ­ბე­ნის შემ­დგომ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნე­ბი­დან კრა­ზა­ნე­ბის მიგ­რა­ცია მოხ­და მის მო­მიჯ­ნა­ვე წინა მთებ­ში. მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნის მა­სობ­რი­ვი გამ­რავ­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში, თბი­ლის­შიც, ძვე­ლი იპოდ­რო­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნის ინ­ტენ­სი­უ­რი ფრე­ნის მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი კრა­ზა­ნე­ბის (Vespoidae) ოჯა­ხის სამი სა­ხე­ო­ბა:

  1. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი (Vespula vulgaris);
  2. გერ­მა­ნუ­ლი (V. germanica);
  3. ონა­ვა­რა, იგი­ვე ევ­რო­პუ­ლი დიდი კრა­ზა­ნა (Vespa crabro).

მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შემ­დე­გი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი:

  • ფრთე­ბი, რო­გორც მთე­ლი რაზმისა­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი,  სიფ­რი­ფა­ნა და  გამჭვირ­ვა­ლეა;
  • წინა ორი წყვი­ლი ფრთა, მოს­ვე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სიგ­რძი­ვად ორა­დაა გა­კე­ცი­ლი. ისი­ნი სრუ­ლი და­ძარ­ღვით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან;
  • ულ­ვა­შე­ბი და­მუხ­ლუ­ლი აქვს;
  • პირი მღრღნე­ლი ტი­პი­საა;
  • წინა მკერ­დის უკა­ნა ნა­პი­რი ამოჭ­რი­ლია და გა­და­წო­ლი­ლია შუა მკერ­დზე. მისი გვერ­დი­თი ნა­პი­რე­ბი გრძე­ლია და არ ქმნი­ან მხრის ბორ­ცვებს;
  • მუ­ცე­ლი კი­დუ­ლი ან ღე­რა­კი­სე­ბუ­რია.

კრა­ზა­ნე­ბი მორ­ფო­ლო­გი­უ­რად მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბი­ან მას­თან ახლო მდგომი ფუტკრე­ბი­სა და ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­სა­გა­ნაც, მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კი­დუ­ლი მუც­ლით და მყვი­რა­ლა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბით. კრა­ზა­ნე­ბის ნეს­ტა­რიც გან­სხვავ­დე­ბა ფუტკრის ნესტრი­სა­გან. იგი გლუ­ვია, ყო­ველ­გვა­რი ნაჭ­დე­ვე­ბის გა­რე­შე და დაკ­ბე­ნის შემ­დგომ ად­ვი­ლად ამო­დის თბილ­სის­ხლი­ა­ნე­ბის კა­ნი­დან.

ფუტკრის ნეს­ტა­რი კი ნაჭ­დე­ვე­ბი­ა­ნია, რის გა­მოც მას უკან ამოძ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ეძ­ლე­ვა. იგი შხა­მის გა­მომ­ყოფ ჯირ­კვალ­თან ერ­თად ამო­იგ­ლი­ჯე­ბა მუც­ლის ბო­ლო­დან და და­ნესტრილ ქსო­ვილ­ში რჩე­ბა  ისე, რომ  თა­ნ  მო­ყო­ლი­ლი კუნ­თე­ბი გა­ნაგ­რობს  ამ ჯირ­კვალ­ზე ზე­წო­ლას და შხა­მის გა­მო­ყო­ფას. ამ­დე­ნად ფუტკრის ნაკ­ბენ­ზე  და­ნის პი­რის გა­დას­მა და ნესტრის ამო­ღე­ბა ამ­ცი­რებს ნაკ­ბენ­ში შხა­მის  ჩაღ­ვრას, ხოლო თვით ნესტრის ნაკ­ბენ­ში ჩარ­ჩე­ნა სა­ბო­ლო­ოდ იწ­ვევს ფუტკრის და­ღუპ­ვას.  ფუტკრის­გან  გან­სხვა­ვე­ბით,  კრა­ზა­ნას  შე­უძ­ლია  რამ­დენ­ჯერ­მე  დაკბი­ნოს  ადა­მი­­ნი  და  თვი­თონ  უვ­ნე­ბე­ლი  დარ­ჩეს.

სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბის კრა­ზა­ნა იკ­ვე­ბე­ბა ყვა­ვი­ლე­ბის მტვრი­თა და ნექ­ტა­რით, მწი­ფე ნა­ყო­ფე­ბით, მწე­რე­ბით, ასე­ვე  მათი მატ­ლე­ბით, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს სხვა მწე­რე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის რე­გუ­ლირებ­ა­ში.  ამ  მიმართულებით, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ როლს ონა­ვა­რა (დიდი/გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნა) ას­რუ­ლებს, თუმ­ცა ამა­ვე დროს მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ ზა­რალს აყე­ნებს მე­ფუტკრე­ო­ბას.

კრა­ზა­ნა კლავს ფუტ­კარს, იწოვს ფუტკრი­დან ნექ­ტარს, მკვდა­რი ფუტ­კა­რი მი­აქვს ბუ­დე­ში და კვე­ბავს ბარ­ტყებს. კრა­ზა­ნე­ბი ძარ­ცვა­ვენ  ფუტკრე­ბის და­სუს­ტე­ბულ ოჯა­ხებს. ისი­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად აზი­ა­ნე­ბენ სიმ­წი­ფე­ში შე­სულ  ნა­ყოფს (ხილი, ყუ­რძენი), ღრღნი­ან ახალ­გაზ­რდა მცე­ნა­რე­ებს. ხის ნაღ­რღნი  მასის  შე­წე­ბე­ბით მი­ი­ღე­ბა ქა­ღალ­დის მსგავ­სი მასა, რო­მე­ლი­თაც აკე­თე­ბენ ფი­ჭი­სე­ბურ ბუ­დე­ებს. ბუ­დე­ე­ბი ექ­ვსკუ­თხე­დია,  მას­ში დე­ბენ კვერ­ცხს და გა­მოჰ­ყავთ მატ­ლი.

       ბუ­დეს კრა­ზა­ნე­ბი აგე­ბენ ძირითადად  შე­ნო­ბანა­გე­ბო­ბე­ბის სხვენ­ში, აივ­ნე­ბის კუ­თხე­ებ­ში, ში­ფე­რის ან ფიც­რის/ფა­ნე­რის  გა­და­ხურ­ვე­ბის ქვეშ. ტყე­ში ბუ­დე­ებს აკე­თე­ბენ  ხექ­ცე­­ლებ­სა და ზეხ­მე­ლებ­ში, და­ფუ­ტუ­რო­­ბულ კუნ­ძებ­ში, ფუ­ღუ­რო­ებ­ში, მი­წა­ში.

ონა­ვა­რას (ევ­რო­პუ­ლი კრა­ზა­ნა – Vespa crabro)  ბუდე ჩვე­უ­ლებ­რივ რამ­დე­ნი­მე ია­რუ­სა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ქა­ღალ­დის ბურთს ან ქვის ლოდს ჰგავს. ზო­მით  ის  ხში­რად  ფეხ­ბურ­თის ბურ­თის ზო­მი­საა, მაგ­რამ  ძლი­ერ კო­ლო­ნი­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა 1 მ-ზე მეტი სი­მაღ­ლი­საც იყოს. ონა­ვა­რას ოჯა­ხი მდედ­რე­ბის, მამ­რე­ბისა და მუშა  კრა­ზა­ნე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა. გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე და ზამ­თარ­ში, მუშა და მა­მრი კრა­ზა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან.  სხვა­დას­ხვა,  ყინ­ვის­გან და­ცულ ად­გი­ლებ­ში იზამ­თრე­ბენ მხო­ლოდ  მდედ­რი კრა­ზა­ნე­ბი.

გა­ზა­ფხულ­ზე, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში მდედრები  აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, იწყე­ბენ ბუ­დის შე­ნე­ბას და კვერ­ცხდე­ბას. უკვე ზა­ფხულ­ში გა­მო­ჩე­კი­ლი მდედ­რე­ბი ე.წ. დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან: აკე­თე­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბელ ბუ­დეს და  იწყე­ბენ ახა­ლი კო­ლო­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბას, რა დრო­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა მათი რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ კრა­ზა­ნე­ბი და მით უმე­ტეს გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნა,  გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­გა­მო­დე­ბით იცა­ვენ ბუ­დეს და კვე­ბის ად­გი­ლებს.

არის მო­საზ­რე­ბა, რომ კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ზღვის­პი­რა რა­ი­ო­ნე­ბი­დან, კრა­ზა­ნე­ბის სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მიგ­რა­ცი­ის გამ­შვე­ბი მე­ქა­ნიზ­მი აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას (Halyomorfa halys) წი­ნა­აღ­მდეგ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბის ტო­ტა­ლუ­რი შეს­ხუ­რე­ბა იყოს. კერ­ძოდ, კრა­ზა­ნე­ბი და­აფრ­თხო სა­დე­ზინ­ფექ­ცი­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა პრე­პა­რა­ტებ­მა, რის გა­მოც მათი რი­ცხოვ­ნე­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთის­წი­ნებ­ში, ანუ  ნის­ლით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი მათ­თვის “სა­ცხოვ­რებ­ლად“ მი­უ­ღე­ბე­ლი გა­ხა­და და მათ და­ი­წყეს გან­სახ­ლე­ბა (მიგ­რა­ცია) სუფ­თა, შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი ტექ­ნი­კი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად მი­სად­გომ და  დე­ზინ­სექ­ცია ჩა­უ­ტა­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში.

სა­ვა­რა­უ­დოდ, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ ასე­ვე შე­უ­წყო ხელი გი­გან­ტუ­რი კრა­ზა­ნას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლა­სა და თბი­ლის­ში ადაპ­ტი­რე­ბა/გამ­რავ­ლე­ბის პრო­ცესს, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად ზრდის კრა­ზა­ნე­ბის მიერ მო­სახ­ლე­ო­ბის დაკ­ბე­ნის რისკს.

ჩვე­უ­ლებ­რივ კრა­ზა­ნას, გი­გან­ტუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით გარ­და იმი­სა, რომ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის შხა­მი აქვს, ასე­ვე აქვს  ძალ­ზედ მოკ­ლე ნეს­ტა­რი, რო­მე­ლიც და­ნესტვრი­სას ხე­ლე­ბის და­კოჟ­რილ კან­ში ვერ აღ­წევს. გი­გან­ტურ კრა­ზა­ნას ფუტ­კარ­თან შე­და­რე­ბით ხუთ­ჯერ მეტი შხა­მი აქვს, რის გა­მოც მისი და­ნესტვრა ადა­მი­ან­ში სე­რი­­ზულ და მტკივ­ნე­ულ და­სი­­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. არის მო­საზ­რე­ბა, რომ ევ­რო­პუ­ლი კრა­ზა­ნას (ონა­ვა­რა) მიერ ადა­მი­ა­ნის ერ­თდრო­უ­ლად სამ­ჯერ და­ნესტვრი­სას შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რი  შედეგი დად­გეს.

და­ნესტრილ ადა­მიანს, თუ აღე­ნიშ­ნე­ბა ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი (პირ­ში  ე.წ. მე­ტა­ლის გემო, გო­ნე­ბის და­კარ­გვა, წნე­ვის მკეთ­რად და­ცე­მა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა და სხვ.),  პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თა­ვი­დან აცი­ლე­ბულ იქ­ნას ანა­ფი­ლო­ქ­სუ­რი შო­კის გან­ვი­თა­რე­ბა. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ე­ნე­ბით ვე­ნა­ში/კუნთში უნდა გა­კეთ­დეს ად­რე­ნა­ლი­ნი (ან ანა­ლო­გი). დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მელ­საც  ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ, ყო­ველ­თვის  არაა ეფექ­ტუ­რი.

        სუპ­რას­ტი­ნის აბე­ბის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დაკ­ბე­ნის შემ­დგომ მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი ალერ­გი­­ლი  მოვ­ლე­ნე­ბი­სას. ამა­თან ერ­თად, ჭრი­ლო­ბა­ში ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რის პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნაკ­ბე­ნი ად­გი­ლის ან­ტი­სეპ­ტი­კით და­მუ­შა­ვე­ბა.

კრა­ზა­ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას დაკ­ბე­ნის პრე­ვენ­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სად,  არა­სა­სურ­ვე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­გან თავ­და­სა­ცა­ვად,  აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ყვე­ლა ხელ­მი­სა­წდო­მი მე­თო­დით. თუ არ არის ხან­ძრის გა­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა, ეფექ­ტუ­რია ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი –  ღა­მით ჩი­რაღ­დნე­ბით ბუ­დის გა­მოწ­ვა. კრა­ზა­ნე­ბი სიბ­ნე­ლე­ში მიფ­რი­ნა­ვენ ცე­ცხლის­კენ, ეწ­ვე­ბათ ფრთე­ბი და ვე­ღარ ფრე­ნენ,  თუმ­ცა  ფრთებ­დამ­წვა­რი კრა­ზა­ნე­ბის კბე­ნის­გან თავ­და­სა­ცა­ვად მა­ინც სიფრ­თხი­ლეა  სა­ჭი­რო.

შე­იძ­ლე­ბა მათი  გა­ნად­გუ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბით, სას­ხუ­რებ­ლის ძლი­ე­რი ჭავ­ლით, სინ­თე­ზუ­რი პი­რეტ­რო­ი­დე­ბის ან ნე­ო­ნი­კო­ი­ტო­დე­ბის ან/და მათი ნა­რე­ვე­ბის გა­ა­მო­ყე­ნე­ბით (ალ­პა­კი, ალ­პგო­რი, ან­ტი­გო, აქ­ტა­რა, აცე, ბესტ-ალფა, ბინ­გო, დელ­ტატ­რი­ნი, ზონ­დე­რი, ტალ­სტა­რი და სხვა). ძალ­ზედ ეფექ­ტუ­რია სა­ფუტკრე­ებ­ში და სახ­ლებ­შიც მარ­ტი­ვი ტი­პის მი­სა­ტყუ­ა­რი  მწერსა­ჭე­რი  ხა­ფან­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

         მაგალითად,  თეთრ  გამჭვირ­ვა­ლე  პლასტმა­სის  ბოთლს  (1- 2 ლიტ­რი­­ნი), მო­­­  1/3  და გად­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი  თა­ვით  დაბ­ლა  ჩა­  ბოთ­ლში,  ან  ბოთ­ლის  სა­ხუ­რავ­ში   გა­­კე­  კრა­ზა­ნის  სი­გა­ნის  შე­სა­ტყვისი  ნახ­ვრე­ტი – 2-2,5 მმ. გი­გან­ტუ­რი  კრა­ზა­ნას  წი­ნა­აღ­მდეგ  გა­მო­­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ თა­ვახ­დი­ლი  ბოთ­ლი, რად­გან  სხვა  შემ­თხვე­ვა­ში  იგი  ნახ­ვრეტ­ში ვერ ეტე­ვა და  ასე­თი  მწერ­სა­ჭე­რის       გა­კე­თე­ბას  აზრი  არ აქვს.  ბოთ­ლში  ჩა­ას­  200-300 რ.  ოდ­ნავ  ამ­ჟა­ვე­ბუ­ლი (ამ­ჟა­ვე­ბულს  ფუტ­კა­რი  არ ეტა­ნე­ბა)  ტკბი­ლი სირო­ფი  და  და­  სკე­ბის  სი­ახ­ლო­ვეს.  კრა­ზა­ნა  შეძ­ვრე­ბა  ბოთ­ლში  და უკან  ვე­ღარ  ამო­დის.

ასე­ვე ეფექ­ტუ­რია, პლასტმა­სის თვით­ნა­კეთ მი­სა­ტყუ­ე­ბელ ბოთლხა­ფან­გში ჩა­ის­ხას 0,5 ლ ლუდ­ში გახ­სნი­ლი 1-2 კოვ­ზი თაფ­ლი. კრა­ზა­ნე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ტყუ­არ ნა­რე­ვებს და­ვუ­მა­ტოთ ქლორ­პი­რიფ­ოსის მცი­რე დო­ზაც.

კრა­ზა­ნის ბუ­დე­ე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად, გულ­დას­მით უნდა და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ სკე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 250-300 მეტრ დი­ა­მეტრზე მდე­ბა­რე ნიადაგი, ფლა­ტე­ე­ბი, ხე­ე­ბი, ფუ­ღუ­რო­ე­ბი, ხის ანა­ხეთ­ქე­ბი, შე­ნო­ბა – ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათი  სხვე­ნი, ხის სახ­ლებ­ზე აკ­რუ­ლი  ფიც­რე­ბი და ში­ფე­რე­ბი. თუ კრა­ზა­ნის ბუ­დე­ები ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია წვრი­ლი ალის­ფე­რი/წი­თე­ლი ლენ­ტი ფრთხი­ლად შე­ვა­ბათ და­ჭე­რილ კრა­ზა­ნას მკერ­დსა და მუ­ცელს შო­რის შე­ვიწ­რო­ვე­ბულ ად­გი­ლას, გა­უშ­ვათ  და  ამ  მე­თო­დით აუ­ცი­ლებ­ლად მი­აგ­ნებთ კრა­ზა­ნე­ბის კო­ლო­ნი­ას.

ონა­ვა­რა ისე­დაც საკ­მა­ოდ დიდი ზო­მი­საა, კარ­გად ჩანს და მისი ბუ­დის მი­საგ­ნე­ბად კრა­ზა­ნა და­მა­ტე­ბით მო­ნიშ­ვნას არ სა­ჭი­რო­ებს.

  • როგორც წესი,  აზიური  კრაზანა  აღმოსავლეთ  და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ტყეებსა და მთებში ბინადრობს და  ბზიკებითა  და ფუტკრებით იკვებება.
  • აზიური კრაზანები, როგორც წესი,  აპრილში  დებიან,  განსაკუთრებით კი  გვიან ზაფხულსა  და  ადრე  შემოდგომაზე  აქტიურდებიან. ისინი თავს ესხმიან  და  ჭამენ  ფუტკრებს.  მათი  ნესტარი  დიდი და  მტკივნეულია. ასევე, შეიცავს ნევროტოქსინს, რის გამოც რამდენჯერმე კბენის შემთხვევაში შესაძლოა,   ადამიანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ ის ალერგიული არაა.
  • მწერები ადამიანებისა და შინაური ცხოველების მიმართ აგრესიას მხოლოდ გაღიზიანების შემთხვევაში იჩენენ, ზოგიერთ სიტუაციაში მათ ადამიანებიც კი მოუკლვათ. მაგალითად, 2013 წელს, ივლისისა და ოქტომბრის შუალედში  შენსის პროვინციაში  მწერმა 1600 ადამიანი დააზიანა, 41 კი იმსხვერპლა.
  • მათ მთავარ სამიზნეს მეთაფლია ფუტკრების  სკები წარმოადგენს, რომლებსაც ისინი თავს ესხმიან და ხშირად  ანადგურებენ.
  • აზიური გიგანტური კრაზანები მეთაფლია ფუტკრების სკებს ანადგურებენ. მათ მცირე რაოდენობას სკის განადგურება რამდენიმე საათში  შეუძლია. შემდეგ კი ისინი ფუტკრებს თავის მოღრღნით კლავენ”, აცხადებს ვაშინგტონის დეპარტამენტი. “მოპოვებულ სკას ისინი  საკუთარივით  იცავენ. კრაზანები  სხვა მწერებსაც ესხმიან თავს, თუმცა  როგორც  წესი,  მთელ პოპულაციას არ ანადგურებენ”.
  • მეცნიერთა აზრით,  ადამიანებმა მწერებისგან თავდასაცავად განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ. არსებობს სპეციალური  ვებგვერდიც,  სადაც  ახსნილია, თუ როგორ უნდა დავუგოთ ხაფანგები მათ. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია დიდი წითელი ბანერი, რომელიც  ხალხს აფრთხილებს, რომ კრაზანებთან სიახლოვის დროს ფრთხილად  უნდა იყვნენ.

წყარო:   ScienceAlert

კრაზანა კრაზანა ლკდჯლფკაჯდფჯასლდფ

საშიშია  კრაზანების  5  სახეობა:

  1. გიგანტური კრაზანა                –  Vespula  crabro;
  2. ნახევრადუდაბნოს კრაზანა   –  Vespula  orientalis;
  3. გერმანული კრაზანა                –  Vespa  germanica;
  4. დიდი კრაზანა                          –   Polista  gallicum;                   
  5. ჩვეულებრივი კრაზანა           –   Vespa  vulgaris.

       აქედან  საქართველოში  პრობლემებს  ქმნის  3  სახეობა:  გიგანტური,  გერმანული  და  ჩვეულებრივი  კრაზანა.

მონიტორინგი  უნდა  განხორციელდეს  შემდეგ  ტერიტორიებზე:  სამტრედია  (ქვაყუდე),  საჩხერე,  ჭიათურა,  წალენჯიხა;  2020  წლისათვის   შემცირებულია – აბაშა,  სენაკი, ხობი,  ზუგდიდი;  მომატებულია  იმერეთის  მთისწინებში,  სამეგრელოს  სხვა  ტერიტორიებზე,  დუშეთის  სოფლებშიც  მასობრივადაა,  თბილისში  – ძველი  იპოდრომის  ტერიტორიაზე;  ვანი, შემოსევაა  სოფელ  ბზვანში;  ხარაგაული (ჩოჩხათი,  ღორეშა),  ბრიტანეთში  ემზადებიან  შემოსევისათვის…   ბავშვები  გარეთ  ვერ  გამოდიან  სათამაშოდ,  მეურნე  ნაკვეთში  თავისუფლად  ვერ  შედის  (მათი  ბუდეებია  ფუღუროიანი  ხეები,  მიტოვებული  და  ძველი  შენობები,  ნანგრევები…) 

უფრო  საშიში  სახეობების  შხამისაგან  დასაცავად მეცნიერებმა  შექმნეს  ანტიბიოტიკი.

     გიგანტური   კრაზანა   ამჟამად  (2020)  გავრცელებულია  ჩოჩხათში,   ღორეშაში  (ხარაგაული),  გურიისა  და  სამეგრელოს  ზოგიერთ სოფელში…

მზაღო ლობჟანიძე,

ენტომლოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი