„ბანკებს, აგროდაფინანსების მიმართ, კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ, საჭიროა მათი ცნობიერების გაზრდა” – მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის მიგნებების მიხედვით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობას კვლავაც აბრკოლებს რისკები და მომსახურების ხარჯები, რადგანაც ბანკები სოფლის მეურნეობას სარისკოდ აღიქვამენ.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესში სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველო ეყრდნობა სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია პროცენტული განაკვეთების სუბსიდირებაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამებმა სოფლის მეურნეობაში და აგრობიზნესში სესხების ზრდა გამოიწვია, ჯერ კიდევ საჭიროა ზომების მიღება მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაძლევად.
„ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კომერციული საბანკო სესხების გაცემას სახელმწიფო დახმარების გარეშე, გარანტიებისა და განსხვავებული ტიპების უზრუნველყოფის (მაგ., საწყობის ქვითრების), როგორც უზრუნველყოფაზე დაფუძნებული დაფინანსების ალტერნატივის, გამოყენების ზრდასთან ერთად, გააფართოებს და გააღრმავებს კერძო სექტორის ფინანსების მობილიზებას ინვესტირებისთვის. ასეთი ნაბიჯი ასევე საშუალებას მისცემს ქალებს ისარგებლონ აგროსაფინანსო პროდუქტებით და სერვისებით. იმის გამო, რომ ქალები არ არიან რეგისტრირებულნი მიწის, სახლების, კაპიტალური აღჭურვილობის ან სხვა აქტივების მფლობელებად, მათ აგროდაფინანსებით სარგებლობის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.
სესხის გარანტიების, უფრო ფართო გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს, როგორც საპროცენტო განაკვეთების, ასევე სუბსიდირებული კრედიტის გამოყენების შემდგომი შემცირება. ეს ცვლილებები, მნიშვნელოვნად შეამცირებს სექტორში კერძო ინვესტიციების წახალისების ფისკალურ ხარჯებს და გამოათავისუფლებს მეტ რესურსებს, იმ საზოგადოებრივი პროდუქტებისთვის (მაგ. სოფლის მეურნეობის სექტორში ცოდნის შექმნა და გადაცემა), რომლებსაც უფრო მეტი დაფინანსება სჭირდება“, _ მიიჩნევს მსოფლიო ბანკი.
მიგნებების გარდა, მსოფლიო ბანკს აქვს რეკომენდაციებიც:
რეკომენდაცია მოკლევადიანი პერიოდისთვის: ბანკებისათვის, აგრო- კრედიტის გაცემასა და შესაბამისი პროდუქტების შემუშავებაში, ტექნიკური დახმარების/ხელშეწყობის გაწევა. ბანკებს, აგროდაფინანსების მიმართ, კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ და საჭირო იქნება, სოფლის მეურნეობის სექტორის შესაფერის პროდუქტებსა და სერვისებზე მათი ცნობიერების ზრდა.
რეკომენდაცია საშუალოვადიანი პერიოდისთვის (1): სოფლად, ციფრული ფინანსური მომსახურების გაფართოება, სოფლის მეურნეობის ფინანსურ ჩართულობასა და დაკრედიტებაზე, გავლენის ზრდის ასამაღლებლად.
რეკომენდაცია საშუალოვადიანი პერიოდისთვის (2): სოფლის მეურნეობის დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების შემცირება და საკრედიტო პროგრამების მიზნობრიობის გაუმჯობესება; განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ღირებულებათა აგროსაფინანსო პროდუქტებით და სერვისებით. იმის გამო, რომ ქალები არ არიან რეგისტრირებულნი მიწის, სახლების, კაპიტალური აღჭურვილობის ან სხვა აქტივების მფლობელებად, მათ აგროდაფინანსებით სარგებლობის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. სესხის გარანტიების, უფრო ფართო გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს, როგორც საპროცენტო განაკვეთების, ასევე სუბსიდირებული კრედიტის გამოყენების შემდგომი შემცირება. ეს ცვლილებები, მნიშვნელოვნად შეამცირებს სექტორში კერძო ინვესტიციების წახალისების ფისკალურ ხარჯებს და გამოათავისუფლებს მეტ რესურსებს, იმ საზოგადოებრივი პროდუქტებისთვის (მაგ. სოფლის მეურნეობის სექტორში ცოდნის შექმნა და გადაცემა), რომლებსაც უფრო მეტი დაფინანსება სჭირდება.
რეკომენდაცია მოკლევადიანი პერიოდისთვის: ბანკებისათვის, აგროკრედიტის გაცემასა და შესაბამისი პროდუქტების შემუშავებაში, ტექნიკური დახმარების/ხელშეწყობის გაწევა. ბანკებს, აგროდაფინანსების მიმართ, კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ და საჭირო იქნება, სოფლის მეურნეობის სექტორის შესაფერის პროდუქტებსა და სერვისებზე მათი ცნობიერების ზრდა.
რეკომენდაცია საშუალოვადიანი პერიოდისთვის (1): სოფლად, ციფრული ფინანსური მომსახურების გაფართოება, სოფლის მეურნეობის ფინანსურ ჩართულობასა და დაკრედიტებაზე, გავლენის ზრდის ასამაღლებლად.
რეკომენდაცია საშუალოვადიანი პერიოდისთვის (2): სოფლის მეურნეობის დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების შემცირება და საკრედიტო პროგრამების მიზნობრიობის გაუმჯობესება; განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსებასა და სამუშაო კაპიტალზე.
რეკომენდაცია საშუალოვადიანი პერიოდისთვის (3): გარანტიებისა და განსხვავებული უზრუნველყოფის საშულებების (მაგ., საწყობის ქვითრების), როგორც უზრუნველყოფაზე დაფუძნებული დაფინანსების ალტერნატივის, გამოყენების გაზრდა. ასეთი ნაბიჯი ასევე საშუალებას მისცემს ქალებს, რომლებიც ნაკლებად არიან რეგისტრირებული ქონების მფლობელებად, ისარგებლონ აგროსაფინანსო პროდუქტებითა და მომსახურებით.
თამთა ჯიჯავაძე,
წყარო: https://bm.ge